IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ.მამათა წინასწარმეტყველებანი
Irine
პოსტი Aug 25 2006, 10:16 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



წმიდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე


..." ფრთხილად იყავ, ჰოი, ადამიანო, თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები. მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ. თუ გყავს ღვიძლი შვილი, დაარიგე იგი, თუკი ვინმე გიშობია ჭეშმარიტების განცხადებით, მასაც გაუფრთხილდი, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღოს".(2 თეს.2.7)...


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ანნო
პოსტი Jun 29 2009, 12:44 AM
პოსტი #2


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



მიხეილი
ციტატა
ბერ გაბრიელმა სიკვდილის წინ ერთ ქალს უთხრა რომ ის იქნებოდა ბოლო ჟამის მონაზონი.


ეს ვიღაც ქალი არის დედა პარასკევა,რომელიც დღესაც მოღვაწეობს სამთავროს მონასტერში...

არსებობს წიგნები მამა გაბრიელზე და იქ წერია ეგ სწორედ...

თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტი...მამა გაბრიელი თავად ამბობდა რომ ბოლო ჟამს მოესწრებოდა...გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მან დედაოს უთხრა: ვითარება შეიცვალა,მე მეორედ მოსვლას ვეღარ მოვესწრები....მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს იხილავთო (დასაზუსტებლად შეგიძლიათ იხილოთ წიგნი "ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე")...




თამარი
ციტატა
პერსონალური დოსიეების შედგენის შემდეგ, მზაკვრულად დაიწყებენ ბეჭდის დასმას. ადამიანებს სხვადასხვაგვარი მზაკვრობის მეშვეობით დაუწყებენ იძულებას, მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი სიძნელეებს შეუქმნიან მათ და ეტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული უქმდება”. იმისათვის, რომ რაიმე იყიდოს, ადამიანი გამყიდველს მისცემს ბარათს, მაღაზიის მეპატრონე კი ფულს მიიღებს მისი საბანკო ანგარიშიდან. ის, ვისაც არ ექნება ბარათი, ვერც ყიდვას, ვერც გაყიდვას ვერ შეძლებს, მეორე მხრივ კი დაიწყებენ ”სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისათვის შეუმჩნეველი 666-ის მოხაზულობას შუბლზე და ხელზე. ამავდროულად, ტელევიზიით აჩვენებენ, თუ როგორ მოიპარა ვინმემ სხვისი ბარათი და მიიღო ფული ბანკში. განუწყვეტლივ გაიმეორებენ: ”ლაზერული სხივების ბეჭედი შუბლზე ან ხელზე - ეს უფრო საიმედოა, ვინაიდან ბეჭდის ნომერი იცის მხოლოდ მფლობელმა, ბეჭედი - ეს ყველაზე სრულყოფილი სისტემაა: ქურდი ხომ ვერც თავს, ვერც ხელს ვერ მოგპარავთ და ვერც ნომრების დანახვას შეძლებს”. სწორედ ამიტომ ბანდიტებს, ბოროტმოქმედებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ. ათონზე, კარიესის გარშემო თხუთმეტი სენაკი გაძარცვეს, ერთი ბერი კი ძარცვის დროს მოკლეს. ამგვარად, ყოველ ადამიანს ექნება საშუალება, იოლად მიითვისოს სხვისი და მოიპაროს ყველაფერი ის, რაც მოუნდება. დავუშვათ, ვინმეს აზრად მოუვა, მოტყუებით მოიპოვოს მიწის ნაკვეთი... ის იტყვის, თითქოს ის მის ბაბუას ეკუთვნოდა, ან ოდესღაც თავად გასცა იჯარით ეს მიწა საძოვარისათვის. აბა, სცადე და გაერკვიე! მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან: - სამწუხაროდ, მათი გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. კონტროლის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი”. და ისინი შეუდგებიან დაბეჭდვას. კომპიუტერში გამოაშკარავდება, თვალნათლივ გამოჩნდება, დაბეჭდილი ხარ თუ არა, და ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგემსახურებიან თუ - არა. სამნახევარი წელი მძიმე იქნება. ის, ვინც ამ სისტემას არ დაეთანხმება, ადვილად ვერ იცხოვრებს. ეცდებიან, ციხეში ჩასვან ისინი და მუდმივად ახალ-ახალ საბაბს მონახავენ ამისათვის. გავა წელიწადი, დაკითხვაზე სხვა ქალაქში წაიყვანენ, რათა საქმე სხვა სასამართლომ განიხილოს, მერე იქიდან ისევ სხვა ქალაქში გადაიყვანენ. შემდეგ კი ეტყვიან: - ბოდიში, შენ დამნაშავე არა ხარ, შენ რომ დაბეჭდილი ყოფილიყავი, ერთ წუთში შეგამოწმებდით, ახლა კი არ შეგვეძლო გაკონტროლება”. ისინი არ დაიწყებენ ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. ”თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, - იტყვიან ისინი, - ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ”. თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისაგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწადნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.

მამა პაისი მთაწმინდელი


სად წერია ეს ყველაფერი??

მეზობელ თემაში ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე და იქ დააკოპირეს ციტატა რომელიც როგორც მივხვდი გვეუბნება რომ ადამიანები გაცნობიერებულად მიიღებენ ანტიქრისტეს ბეჭედს...

აქ პირიქითაა ლაპარაკი...ვერ გავიგე unsure.gif

პლასტიკურებს რაც შეეხება თუ ეგ იმას ნიშნავს რაც ამ ციტატაშია მოყვანილი დავღუპულვართ ყველანი და ეგაა...

მაქსიმუმ 5% მეგულება დღეს ვისაც პლასტიკური არ აქვს,რომლითაც ყიდულობს,იხდის გადასახადებს და ბოლოს და ბოლოს თანხა გამოაქვს ანგარიშიდან...

როგორც ვხედავ უკვე ამ ყველაფრის განსხვავებული ინტერპრეტაციები გვხვდება რაც ძალიან ცუდია... sad.gif




--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   წმ.მამათა წინასწარმეტყველებანი   Aug 25 2006, 10:16 PM
Solomonia   პერსონალური დოსიე...   Sep 16 2006, 08:08 PM
leoni1   პერსონალური დოსიე...   Oct 19 2006, 07:48 PM
leqso   გამოვიდა ბროშურა ...   Sep 18 2006, 01:05 PM
Solomonia   გამოვიდა ბროშურა ...   Sep 20 2006, 01:09 PM
leqso   არ შემხვედრია ასე...   Sep 20 2006, 11:22 PM
Solomonia   მადლობა. აუცილებლა...   Sep 25 2006, 07:01 PM
Solomonia   მგონი, თვითონაც არ ...   Oct 21 2006, 08:06 PM
k.k.   მართლმადიდებლური ...   Nov 9 2006, 07:53 PM
Irine   თქვა სოლომონ ბრძენ...   Feb 23 2007, 02:59 PM
კანონისტი   "...ღვთისმშობლის ...   Feb 26 2007, 12:36 PM
Маиа   Наступит время, когда Росси...   Feb 28 2007, 02:42 AM
Маиа   Преподобный Серафим Вырицк...   Feb 28 2007, 03:11 AM
stch   რამდენადაც მე ვიცი...   Jul 4 2007, 12:56 AM
თ*ი*ნ*ა*თ*ი*ნ*ი   ჩიპების და პლასტი...   Dec 27 2007, 06:41 PM
თათარაშვილი   თ*ი*ნ*ა*თ*ი*ნ*ი ამ კიტ...   Dec 27 2007, 06:48 PM
მიხეილი   მეც ვიცი რაღაცეები...   Dec 30 2007, 04:18 AM
llaasshhaa   ეგ ფილმი კაი ხანია ...   Jun 27 2009, 07:50 PM
ანნო   მიხეილი ეს ვიღაც ქ...   Jun 29 2009, 12:44 AM
ანნო   ეს ორი ფრაზა ერთ...   Jun 29 2009, 01:08 AM
bekas   leoni1 მარცხენა მხარე...   Jun 29 2009, 01:23 AM
Маиа   მარცხენა მხარეს ვე...   Jun 29 2009, 10:34 PM
geoatak   ახლახანს ვუსმინე კ...   Jun 4 2010, 09:34 PM
gio9   მიხეილი ერთი საინ...   Nov 3 2010, 03:58 PM
dimitrius   მარჯვენა ხელით ვიწ...   Nov 8 2010, 09:02 PM
afxazi   dimitrius ვთქვათ მარჯვე...   Nov 9 2010, 03:57 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2024 - 11:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი