![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
წლების წინ ჩემმა დამ მიყიდა ფსალმუნიანი სამაჯური( არ ვიცი სუსტად ამას როგორ ქვია) და დიდი სასოებით მეკეთა და დავატარებდი ყველგან.
დღეს შემთხვევით ვნახე, რომ წებო იყო მოცილებული იმ ადგილას სადაც ეს 90 და 50 ფსალმუნი უნდა დებულიყო, ცნობისმოყვარეობამ წამძლია და ფურცელი ამოვიღე. გაცნობებთ, რომ ყველაფერია შიგ ფსალმუნის გარდა.. რაღაც არაბული თუ სპარსული ნაწერი, ზუსტად ვერ გავარჩევ, იმიტომ რომ კარგადაა გაცვეთილი ფურცელი. ყველა ვარიანტში, ანბანი ნამდვილად არაა არც მხედრული,არც მრგვლოვანი, არც ნუსხა-ხუცური. ჩემი სპეციალობა სპარსული ენა და ლიტერატურაა და იმედია ეჭვქვეშ არ დააყენებთ იმას, რომ ანბანს ვცნობ ![]() პირველი რეაქცია ის იყო, რომ გულიანად გადავიხარხარე, რაც მე მაგ სამაჯურს ვიხუტებდი გამოცდებზე ![]() შეიძლება ადამიანმა ყველაფრით აკეთო ფული? ალბათ, ზოგისთვის შეიძლება... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მე სიონში ვიყიდე ჩემი ნათესავისთვის 2 ცალი რამდენიმე წლის წინ. მერე როგორც მითხრეს, ერთში იდო ჩვეულებრივ ფსალმუნი, მეორეში კი - ცარიელი ფურცელი. ეს ცოტა სხვა შემთხვევაა - ეტყობა გაუთავდა დაბეჭდილი ფსალმუნები მის გამკეთებელს და ფული რომ არ შემოკლებოდა, ცარიელი ფურცელი ჩადო.
სპარსულ ნაწერს რაც შეეხება, ასეთი მოუტანეს ჩემს მოძღვარს ერთხელ და სპეციალისტს წააკითხა. როგორც მახსოვს, რაღაც წყევლა-კრულვა ეწერა. და თვითონ იმ ადამიანსაც, ვინც მოუტანა, იმიტომ გაუჩნდა ეჭვი, რომ რაც ეს ე.წ. "ფსალმუნი" შეიძინა, მას მერე ცუდად გახდა ფიზიკურადაც და სულიერადაც. და საერთოდ, რამდენდაც ვიცი (თუ სწორად მახსოვს, საეკლესიო მაღაზიაში მითხრეს), უწმინდესმა აკრძალა ასეთი ფსალმუნების გაყიდვა და მაღაზიები (ვისაც მორჩილება ჰქონდა) აღარ იბარებდნენ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი