![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
წლების წინ ჩემმა დამ მიყიდა ფსალმუნიანი სამაჯური( არ ვიცი სუსტად ამას როგორ ქვია) და დიდი სასოებით მეკეთა და დავატარებდი ყველგან.
დღეს შემთხვევით ვნახე, რომ წებო იყო მოცილებული იმ ადგილას სადაც ეს 90 და 50 ფსალმუნი უნდა დებულიყო, ცნობისმოყვარეობამ წამძლია და ფურცელი ამოვიღე. გაცნობებთ, რომ ყველაფერია შიგ ფსალმუნის გარდა.. რაღაც არაბული თუ სპარსული ნაწერი, ზუსტად ვერ გავარჩევ, იმიტომ რომ კარგადაა გაცვეთილი ფურცელი. ყველა ვარიანტში, ანბანი ნამდვილად არაა არც მხედრული,არც მრგვლოვანი, არც ნუსხა-ხუცური. ჩემი სპეციალობა სპარსული ენა და ლიტერატურაა და იმედია ეჭვქვეშ არ დააყენებთ იმას, რომ ანბანს ვცნობ ![]() პირველი რეაქცია ის იყო, რომ გულიანად გადავიხარხარე, რაც მე მაგ სამაჯურს ვიხუტებდი გამოცდებზე ![]() შეიძლება ადამიანმა ყველაფრით აკეთო ფული? ალბათ, ზოგისთვის შეიძლება... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
zegardeli |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 ![]() |
ამ შემთხვევაში, ალბათ ამის მერე მაინც უნდა გავითვალისწინოთ და მაინცა და მაინც ქუჩას ნუღარ მივეძალებით. ისე მეც მახსოვს ქუჩაში ნაყიდ ხატებზე, უკანა მხრიდან რაღაც საზიზღარი სურათები იყო მიკრული ისე, რომ არ ჩანდა და მხოლოდ ხატის გახსნის შემთხვევაში ჩნდებოდა, ასევე სანთლებში ურევდნენ თურმე რაღაც რიტუალურ ზეთებს და ასე შემდეგ. მოკლედ სანთელის, ხატისა და ლოცვების ადგილი ქუჩაში არ არის.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th August 2025 - 12:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი