![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
წლების წინ ჩემმა დამ მიყიდა ფსალმუნიანი სამაჯური( არ ვიცი სუსტად ამას როგორ ქვია) და დიდი სასოებით მეკეთა და დავატარებდი ყველგან.
დღეს შემთხვევით ვნახე, რომ წებო იყო მოცილებული იმ ადგილას სადაც ეს 90 და 50 ფსალმუნი უნდა დებულიყო, ცნობისმოყვარეობამ წამძლია და ფურცელი ამოვიღე. გაცნობებთ, რომ ყველაფერია შიგ ფსალმუნის გარდა.. რაღაც არაბული თუ სპარსული ნაწერი, ზუსტად ვერ გავარჩევ, იმიტომ რომ კარგადაა გაცვეთილი ფურცელი. ყველა ვარიანტში, ანბანი ნამდვილად არაა არც მხედრული,არც მრგვლოვანი, არც ნუსხა-ხუცური. ჩემი სპეციალობა სპარსული ენა და ლიტერატურაა და იმედია ეჭვქვეშ არ დააყენებთ იმას, რომ ანბანს ვცნობ ![]() პირველი რეაქცია ის იყო, რომ გულიანად გადავიხარხარე, რაც მე მაგ სამაჯურს ვიხუტებდი გამოცდებზე ![]() შეიძლება ადამიანმა ყველაფრით აკეთო ფული? ალბათ, ზოგისთვის შეიძლება... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
პირადად მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ასეთი რამეების,ფსალმუნს და ლოცვას წაკითხვა უნდა კისერზე და ხელზე ჩამოკიდება კი არა. ეს ყველაფერი ემსგავსება მაგიას. ეგ კი არა მთელი ბიბლია კისერზე რომ დაიკიდოს კაცმა ხანდახან შიგნითაც თუ არ ჩაიხედა აზრი აქვს საერთოდ?
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი