ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
Dato-2 |
Nov 7 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
რა თქმა უნდა ფეხით მოლოცვა ყველაზე მადლიანია, მაგრამ დროის სიმცირის გამო ველოსიპედი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩემი აზრით, შრომა-ღვაწლიც არის და სულიერი დატვირთვაც...
ველომომლოცველთა აქტიური სეზონი იწყება მარტში და გრძელდება ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს კლიმატურ პირობებში შესაძლებელია მოგზაურობა მთელი წლის მანძილზე. აქტიურ სეზონამდე დარჩენილი არის 3 თვე, ასე რომ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედის შეძენაც (ამ პერიოდში 100-200 ლარით იაფია ველოსიპედი ), მარშრუტის დასახვაც და ა.შ. პირველ ეტაპზე მოვილოცავთ თბილისის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრებს, შემდეგ ვიფიქრებთ შორეულ მანძილებზეც... თუ იქნება დაინტერესება გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები... |
Dato-2 |
Jun 30 2009, 01:37 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
...თუ იქნება ნება ღვთისა შაბათს, 4 ივლისს ველომომლოცველებს მოუწოდებთ მოილოცონ ჩვენთან ერთად ძლანთხევის მამათა მონასტერი, მანძილი ლისის ტბიდან დაახლოებით 12-13 კმ., სიმაღლე 1040 მ ზღვის დონიდან. ეს ახალი მშენებარე მონასტერია, მკაცრი ტიპიკონით, მხოლოდ ღამის წირვა-ლოცვებით და მდებარეობს ულამაზესს ადგილას...
მანამდე, გასულ შაბათს ისევ ვარჯიშებს დაუთმეთ დრო.... კლასიკური ველოაღჭურვილობა... ვმოძრაობდით მთიან ადგილას მდინარის კალაპოტში... აქ დასრულდა ვარჯიში... დაქანცულები, დასველებულები, მაგრამ კმაყოფილები... ამ ჩანჩქერში ბანავით ყველა უძლურება განქარდა.... ვისაც აქვს სურვილი მოლოცვაში მონაწილეობის მისაღებისა მზად ვართ დავეხმაროთ და გავითვალისწინოთ მათი თხოვნები და წინადადებები! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი