![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ამაზე კაი თემა მე ჯერ არ მომსწრია მადლობა ნან, მე უბრალოდ ვყვები იმას რაც ხდება ბიბლიაში, უფრო ახლოს რომ მივიდეთ ბიბლიის "დამალულ" პერსონაჟებთან, ესენი ხომ უდიდესი დედები იყვნენ და ძალიან მიყვარან ![]() არის მაშიკო გაგრძელება! მაშ ასე, გვახსოვს ხომ, რა ძალიან კაცურად მოიქცა ბოაზი ( ბოყაზი)? ჰოდა ასეც გააგრძელა, როგორც სიტყვის კაცს ეკადრება ისევე მოიქცა, დაიწყო ზრუნვა რუთზე, რადგან მისზე წინ იყო უფრო ახლობელი ნათესავი, ვისაც მასზე წინ ქონდა უფლება რუთის ქმრობისა, ჰოდა დაუცადა იმ კაცს, იპოვა, მონახა მოწმეები, მივიდა უხუცესთან , ჰოდა გარდა იმისა, რომ სახალხოდ დამტკიცებულიყო ჯერ მიწის საკითხი, და მერე რაც მთავარი იყო რუთისა, განსჯის შემდეგ იმ კაცმა (სახელი არ წერია), დაუთმო თავისი "ადგილი" ბოაზს, და უთხრა ციტატა რუთი თავი მეოთხე 6...შენ შეასრულე ჩემი უფლება ნათესაობისა, რადგან მე არ შემიძლია, რომ ვუნათესავო. 7. ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში. და ასე მოიყვანა ცოლად ბოაზმა რუთი და ასე ულამაზესად დალოცა ხალხმა ისინი: ციტატა 10. და ცოლად მიმყავს მოაბელი რუთიც, მახლონის ცოლი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რომ არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის მოძმეთა შორის და იმ უბნის კარიბჭესთან, სადაც ის ცხოვრობდა. ამის მოწმენი ხართ დღეს თქვენ. 11. უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში. 12. გახდეს შენი სახლი სახლივით ფერეცისა (რომელიც თამარმა უშვა იუდას) იმ ნაშიერიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისაგან და დაორსულდა რუთი, და უბრალოდ კი არ წერია "დაორსულდაო" არამედ "მისცა უფალმა ორსულობა რუთსო", და გაიხარა მისმა ყოფილმა სიდედრმაც ნაომიმ (ნაყომი): ციტატა 14. უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი! 15. შენი სიბერის ნუგეშად და სასოდ გეყოლოს, რადგან შვა იგი შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია. 16. მიირქვა ნაყომიმ ბავშვი, უბეში ჩაისვა და გახდა მისი გამდელი. 17. სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და ასე, არარსებულიდან არსებული შემოვიდა, მკვდარი შვილიდან შთამომავლობა აღუდგა ნოემს და იშვა ყობედი, შემთხვევით არ გამიმუქებია ებრაელთა დალოცვაში ბოლო სიტყვები გაითქვი სახელი ბეთლემში. , რადგან რუთმა შვა ყობედი, ყობედი ანუ იგივე იონედი, და ვინ იყო ეს კაცი? მოვუსმინოთ მახარებელ მათეს: ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; ასე იქცა დედამთლის და ებრაელი ხალხის ერთგული წარმართი ქალი-რუთი ,დიდი ბებია დიდი დავით მეფსალმუნისა, მაშ რაც ვილაპარაკეთ გვისაუბრია არამარტო დიდ ადამიანებზე, ნოემზე, ბოაზზე ან რუთიზე, არამედ უფლის უშუალო წინაპრებზე: და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა. ასე მთავრდება ეს მცირე 4 თავიანი წიგნი "რუთისა" , რომელიც უამრავ რაიმეს გვასწავლის და მოხარული ვიქნები, თუ ამ მცირე ნაწერმა კიდევ უფრო მიგაახლოვათ ამ წიგნთან და პერსონაჟებთან. გვეწეოდეს ეს წმიდა ადამიანები! იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი