IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ინკვიზიცია, სიყვარული ცეცხლით
მნათე
პოსტი Jan 30 2007, 11:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



თავიდანვე მინდა აღვნიშნო რომ ეს თემა არ არის კათოლიკე ძმათა სალანძღავი ადგილი! ნურც მგზნებარე 'აპოლოგეტები გამოეხმაურებიან wink.gif ვიმსჯელოთ რეალურად. . . წინასწარ შენდობას ვითხოვ შეცდომებისთვის....

თემას ვიწყებ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორუმზე ჩემს მიერ დაწერილი პოსტებით biggrin.gif

---------------------------

ინკვიზიციური სასამართლოების გამოგონების ავადსახსენებელი პატივი პაპ ინკონტი III-ს ეკუთვნის (1198-1216) სწორედ მან, ერეტიკოსთა (ე.წ ალბიგოელთა[ამაზე განავრცოს ვისაც შეუძლია-სიამოვნებით მოვისმენ] ) გონზე მოსაყვანად და პაპიზმის წიაღში დასაბრუნებლად სხვა საშუელებებთან ერთად "წმინდა ინკვიზიცია გამოიგონა" და მისი მართვა დაავალა იმ დროინდელ მქადაგებელთა ორდენს, რომელსაც შემდეგ დომინიკელთა ორდენი ეწოდა.

დასაწყისში ინკვიზიციის მთავარი მიზანი მწვალებლობის აღმოფხვრა იყო, თუმცა მისი მიზნები მალევე გაფართოვდა და პაპის ხელისუფლების მთელი სიმკაცრით ასამოქმედებლად მოიმართა.


1198 წლიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მარტო ესპანეთში მსჯავრდებულ იქნა 341.027 მოქალაქე, მათგან 31.912 ცოცხლად დაწვეს, 17.669 გაქცეულის პორტრეტი ცეცხლს მისცეს, 291.456-ს მიუსაჯეს სხვადასხვა მძიმე სატანჯველი და სიკვდილი.

მაშ ასე, ინკვიზიციის-დანიშნულ კვირას, გაისმოდა ზარების საზეიმო რეკვა, რომელიც ყველას უხმობდა ცოდვილის დასჯის სანახაობაზე, მოედნისკენ პირველი მიიჩქაროდნენ ქალაქის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მოქალაქეები, დაგვიანების გამო ინკვიზიციის მოწინააღმდეგეებად არ ჩაგვთვალონო biggrin.gif

სიკვდილის სუნის ტრიალში, ციხიდან გამოდიოდა რელიგიური პროცესია: წინ მიდიოდნენ "წმინდა დომინიკეს" ორდენის წევრები, მათ მოყვებოდა სარწმუნოების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების მქონე-ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ სინანულს ექვამდებარებოდა; შემდეგ მოქონდათ ცხოველმყოფელი ჯვარი-უფლის გულმოწყალებისა და სიყვარულის ამ უდიდეს სიმბოლოს მოსდევდნენ გუშაგებით გარშემორტყმული საბრალო სიკვდილმისჯილები, ფეხშიშველნი, საგანგებო მოსასხამებში გახვეულნი-თავზე კონუსისებრი ქუდებით, რომლებზეც დემონები და ჯოჯოხეთის ცეცხლი იყო გამოსახული, შემდეგ მოჰოქნდათ იმ მსჯავრდებულთა ფოტოები, რომლებმაც გაქცევით უშველეს თავს, ასევე შავი კუბოებით მოასვენებდნენ იმ სიკვდილმისჯილთ რომლებიც საკანში გამოესალმნენ სიცოცხლეს, კუბოზე ქუდების მსგავსად გამოსახული იყო დემონები და ჯოჯოხსეთის ცეცხლი. ამას მოყვებოდა ბერ-მონაზვნობა და პაპისტური ორდენის წევრები, ასეთი მწუხარე პროცესია ქალაქის მთავარი ქუჩის გავლით ტაძრისკენ მიემართებოდა.

ტაძარში რომელიმე ფანატიკურად მგზნებარე დომინიკელი ხოტბას შეასხავდა "წმინდა ინკვიზიციის" კეთილ ნაყოფს და სხვა საზიზღარ ცერემონიებს-რომლებსაც "კომბახით შექონდათ ნათელი". აქვე წარმოთქვამდნენ საშინელ ანათემებს და უღვთო სასამართლოს ავადსახსენებელ განაჩენს.

განსასჯელები ჩამქრალი სანთლებით იდგნენ. განაჩენის წაკითხვის შემდეგ, მათ ხელებს უკრავდნენ და კვლავ წმინდა საგალობლებისა და ფსალმუნების გალობით "ღვთისმოსავი" ხალხით გადაჭედილ მოედანზე გაყავდათ; იქ რელიგიური მანიით შეპყრობილი პაპის ეკლესიის მონაზონთა ფანატიკური სიძულვილის უდანაშაულო მსხვერპლთა მისაღებად უკვე გიზგიზებდა კოცონები.

ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს, რომლებიც მეგობრებსაც ვერ ნახულობდნენ [დაწვაზე ახლობლის დასწრება დაუშვებელი იყო, რადგან მათი ერთი ამოკვნესა ან ცრემლი ინკვიზიციას უდრიდა] თითქოს დაცინვით ეკითხებოდნენ სურდათ თუ არა სიკვდილი კათოლიკური სარწმუნოების აღიარებით, ვინც "სიყვარულით აღსავსე" დომინიკელს დადებითად უპასუხებდა იღებდა უპირატესობას-ჩამოახრჩობდნენ და შემდეგ ცეცხლში ჩააგდებდნენ. ვინც უარყოფითად ცეცხლში წვავდნენ-ყველა კმაყოფილი იყო sad.gif


აქვე ბიზანტიურ თვალდათხრისა და მწვალებელთა სოფლების გადაწვის ტრადიციასაც ვახსენებ [შემახსენეს ერთ დროს biggrin.gif ] laugh.gif laugh.gif laugh.gif

მოკლედ ვისაუბროთ. შეიძლება მთლად ისე მგზნებარე აღარ ვარ როგორც ადრე, მაგრამ სხვაგვარი ტექსტის დაწერა დამეზარა laugh.gif ჯერ ეს იყოს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
lado s
პოსტი Feb 15 2007, 09:47 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ათენის სინოდის პასუხი რომის პაპის ლეონ XIII-ის
ენციკლიკაზე, აღმოსავლეთის ეკლესიების რომთან შეერთების შესახებ

ათენი 1895წ.

...მსოფლიო ისტორიაში აღწერილია მრავალი ბოროტმოქმედება, რაც ამა თუ იმ პიროვნებას, ანდა მთელ ერს ჩაუდენია სხვა რომელიმე ერის წინააღმდეგ; ცნობილია, კერძოდ, დამარცხებული მოწინააღმდეგის დამცირება-შეურაცხყოფის ამსახველი საშინელი სცენები, მაგრამ ბოროტმოქმედებანი, რომლებიც შუა საუკუნეების პაპისტურ ეკლესიაში აღსრულებულა პაპებისა და მათი ერთგული ხელქვეითების მიერ ერთმორწმუნეთა და ხშირად თვისტომთა მიმართ, ავაზაკობის ნებისმიერ აღწერას აღემატება. ლათინების ავკაცობა წარუხოცელ ლაქად ადევს მსოფლიო ისტორიას და განსაკუთრებით პაპისტურ ეკლესიას. კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაზე პირქუში და ბარბაროსული, ყველაზე სასტიკ ბოროტმოქმედებათა ეპოქა მაშინ დაიწყო, როცა დასავლეთის ხალხები “წმიდა ინკვიზიციის” დამკვიდრებით გაუგონარი ტირანიის ქვეშ აღმოჩნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გონებამ დაცემულობის აპოგეას მიაღწია ინკვიზიციის ველურობაში და სისხლისმოყვარებაში, ფეხქვეშ გათელა ბუნების წესები და სინდისის კანონები, თანაც ყოველივე ჩადენილი იქნა ერთმორწმუნეთა და თვისტომთა, უდანაშაულო ადამიანთა მიმართ! ახლაც კი “წმიდა ინკვიზიციის” ხსენებაზე მათ, ვინც იცის მისი მნიშვნელობა, უსიამოვნო განცდა ეუფლება, რადგან ამ სიტყვებზე ყველას ახსენდება პაპიზმის გულქვაობა, ბარბაროსობა, უმეცრება და ბრიყვული ცრუმორწმუნეობა.
ინკვიზიციის საძულველი სასამართლოების გამოგონების ავადსახსენებელი პატივი პაპ ინოკენტი III-ს (1198-1216) ეკუთვნის. “სასულიერო პირთა გარყვნილებისა და თავად პაპების საქციელის შემხედვარე მრავალი ადამიანი დაბრკოლდა” და რომის ეკლესიას ჩამოშორდა. ინოკენტი III-მ ერეტიკოსების (ე.წ. ალბიგოელების) გონზე მოსაყვანად და პაპიზმის წიაღში მათ დასაბრუნებლად სხვა საშუალებებთან ერთად “წმიდა ინკვიზიციაც” გამოიგონა და მისი წარმართვა დაავალა იმ ხანად დაარსებულ მქადაგებელ ძმათა ორდენს, რომელსაც შემდგომში “დომინიკანელთა” ორდენი ეწოდა; ძმობამ რომის ეკლესიის მეთაურის არჩევანი სავსებით გაამართლა და სრულიად დააკმაყოფილა პაპის სისასტიკე. მართალია, დასაწყისში ინკვიზიციის მთავარი მიზანი მწვალებლობათა აღმოფხვრა იყო, მაგრამ ინკვიზიციამ იმთავითვე მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მოქმედების არეალი და შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე პაპების მფარველობითა და უფლებების ბოროტად გამოყენებით წარმოუდგენელი ბოროტმოქმედებანი ჩაიდინა.
პაპი ლეონ XIII, რომელიც განსჯის უნარით გამოირჩევა, ნაცვლად იმისა, რომ როგორმე გამოითხოვოს ღვთისაგან შენდობა ინკვიზიციის უკანონო სასამართლოების გამომგონებელი და მხარდამჭერი თავისი წინამორბედი პაპების მძიმე ცოდვებისა, ენციკლიკების შედგენაზე კარგავს დროს და სხვადასხვა საშუალებას მიმართავს თავისი უკანონო ეკლესიის წიაღში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების მისაზიდად, იმ წმიდა ეკლესიებისა, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მტკიცედ იმარხავენ და დღემდე შეურყვნელად ინარჩუნებენ უფლისა და მისი წმიდა მოციქულების სწავლებას. რაც შეეხება პაპებს, მათ შეცვალეს და დაამახინჯეს ეს სწავლება, თუმცა თავიანთ თავს მაინც პეტრე მოციქულის უცდომელ მემკვიდრეებს უწოდებენ. საკმარისია თვალი გადავავლოთ ინკვიზიციის საშინელებათა აღწერას, რომ დავრწმუნდეთ, თუ როგორი უზარმაზარი უფსკრული გააჩინა ინკვიზიციამ ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და პაპისტურ ეკლესიას შორის, რომელიც, თუკი, რა თქმა უნდა, ნამდვილად ერთობა სწადია სხვა ეკლესიებთან და არა მათი დამონება, უპირველეს ყოვლისა ვალდებულია უარყოს და დაგმოს ყველა პაპი, ინოკენტი III-დან დაწყებული უკანასკნელამდე, რომლის დროსაც ჯერ კიდევ მოქმედებდა ინკვიზიცია. სანამ პაპის ეკლესია არ დაგმობს ინკვიზიტორი პაპების არაადამიანურ და ბარბაროსულ ქმედებებს, მას არ ექნება უფლება ეკლესიათა გაერთიანებაზე ისაუბროს. სიცრუის რა იეზუიტური ხრიკებიც არ უნდა იხმარონ პაპისტებმა თავიანთი მიზნების მისაღწევად, მათ ქმედებას შედეგად მხოლოდ განყოფის გაღრმავება მოჰყვება.
“წმიდა ინკვიზიციის” უღმერთო სასამართლოების (მათ არაადამიანურობისა და სისასტიკის მწვერვალს ცნობილი ტორკვემადას დროს მიაღწიეს) დაარსების დროიდან “სასარგებლო” საქმიანობისათვის ფართო ასპარეზი მიეცა ყოველი ჯურის ნაძირალას, რომლებმაც ჯაშუშობას მიჰყვეს ხელი. საკმარისი იყო რომელიმე მათგანი მისულიყო ინკვიზიტორთან და დაესმინა, რომ ადამიანს დაუყოვნებლივ დამნაშავედ ცნობდნენ და გარდა იმისა, რომ ჯოჯოხეთის საუკუნო სატანჯველის ღირსად ჩათვლიდნენ, ინკვიზიციის მიწიერ ტანჯვასაც უმალვე განაცდევინებდნენ. ადამიანები სიკვდილით ისჯებოდნენ რელიგიის ან მის მსახურთა წინააღმდეგ წარმოთქმული რაიმე სიტყვისათვის, ანდა, მაგალითად, როდესაც ინკვიზიციის განაჩენის აღსრულებაზე დასწრებისას თუნდაც უნებლიედ (მიმიკით, სხეულის მოძრაობით და ა.შ.) ინკვიზიტორთა გაკიცხვას გამოამჟღავნებდნენ. ძალიან ხშირად ადამიანი ბოროტების მსხვერპლი ხდებოდა თავისი სიმდიდრის, ნიჭიერების, ან სხვა რაიმე თვისების გამო, რაც რატომღაც გულზე არ ეხატებოდათ დომინიკანელთა ორდენის “ღირს” მამებს; საქმის ყოველგვარი გამოძიების გარეშე ასეთ ცოდვილს იჭერდნენ, ართმევდნენ ქონებრივ უფლებებს და შეაჩვენებდნენ არა მხოლოდ მას, არამედ მესამე თაობამდე მთელ მის შთამომავლობას. შემდეგ ასეთ პიროვნებას უსჯიდნენ საშინელ სიკვდილს – ცოცხლად დაწვას. მოსარჩლეები და მოწმეები არ არსებობდნენ, არ იყო არანაირი კანონიერი საშუალება უდანაშაულოდ მსჯავრდადებულის გასამართლებლად, რადგან ვერავინ ბედავდა სიკვდილმისჯილის სასარგებლოდ ხმის ამოღებას; ყველამ წინასწარ უწყოდა, რომ უბედურის დასაცავად წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ ინკვიზიციის კოცონზე აღმოჩენილიყო თავად ქომაგიც. მოჩვენებითი სასამართლოს ფორმალობათა აღსრულებისა და განაჩენის ხელმოწერის შემდეგ იწყებდნენ მსჯავრდადებულის სიკვდილით დასჯისათვის მზადებას, რათა ეს ცერემონია, მორწმუნეთა ჭკუის სასწავლებლად, რაც შეიძლება საზეიმოდ შეესრულებინათ. ინკვიზიციის ამგვარ საზეიმო სიკვდილით დასჯას ეწოდებოდა “საქმე სარწმუნოებისა” (აუტო-და-ფე) და იგი “უცდომელი” პაპის კურთხევით კვირა დღეს სრულდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით:
დანიშნულ კვირა დღეს გამთენიიდან გაისმოდა ზარების საზეიმო რეკვა. ყველას უხმობდნენ ცოდვილის კოცონზე დაწვის ჭკუის სასწავლებელ სანახაობაზე. ამ საშინელ და ამაზრზენ სანახაობაზე დასასწრებლად ბეჯითად და მოწიწებით მიიჩქაროდნენ პირველ რიგში ყველაზე მდიდარი და გამოჩენილი მოქალაქეები, რომ ინკვიზიციის მოწინააღმდეგეებად არ ჩაეთვალათ, რის გამოც თავადაც კოცონზე აღმოჩნდებოდნენ. როდესაც დადგებოდა სიკვდილით დასჯის ჟამი, ციხიდან გამოდიოდა მწყობრი რელიგიური პროცესია. წინ მიდიოდნენ “წმიდა” დომინიკეს ორდენის მონაზვნები, მათ მიჰყვებოდნენ სარწმუნოების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებში დადანაშაულებული პირები, რომლებიც ჯერჯერობით, მათივე სულიერი გადარჩენის მიზნით, “სინანულის” (მუქარისა და წამების) სხვადასხვა კანონს ექვემდებარებოდნენ; შემდეგ მიჰქონდათ წმიდა ჯვარი, ხოლო ღვთის გულმოწყალებისა და კაცთმოყვარების ამ წმიდა ნიშნის შემდეგ მოდიოდნენ ინკვიზიციის გუშაგებით გარშემორტყმული უბედური სიკვდილმისჯილები, მწუხარებითა და სასოწარკვეთილებით განადგურებულნი, ღონემიხდილნი, ფეხშიშველნი, საგანგებო მოსასხამებში გახვეულნი, თავზე კონუსისებური ქუდით. მათ მოსასხამებსა და ქუდებზე გამოსახული იყო დემონები, ჯოჯოხეთის ცეცხლი და სხვ. შემდეგ მოჰქონდათ იმ მსჯავრდებულთა პორტრეტები, რომელთაც გაქცევით უშველეს თავს, ასევე იმ მსჯავრდებულთა ნეშტებს მოასვენებდნენ, რომლებიც სიკვდილით დასჯამდე გარდაიცვალნენ ინკვიზიციის ციხეებში. შავ კუბოებზე, რითაც ეს ნეშტი მოჰქონდათ, ასევე დახატული იყო ჯოჯოხეთის ნაირგვარი სატანჯველი. ბოლოს მოდიოდნენ სასულიერო პირები და პაპისტური ორდენების ბერ-მონაზვნობა. ამგვარი მწუხარე პროცესია ქალაქის მთავარი ქუჩების გავლით მიემართებოდა ტაძრისაკენ. იქ რომელიმე ფანატიკურად განწყობილი დომინიკანელი თავის მგზნებარე ქადაგებაში ხოტბას შეასხამდა “წმიდა” ინკვიზიციის “კეთილ ნაყოფს” და იმ საძაგელ ცერემონიებს. შემდეგ წარმოთქვამდნენ საშინელ ანათემებს უცოდველი პაპისა და მისი ერთგული მსახურების ყველა მოწინააღმდეგის მიმართ და ყველას გასაგონად კითხულობდნენ საინკვიზიციო სასამართლოს უკანონო განაჩენს. მსჯავრდებულები ხელში ჩამქრალი სანთლებით იდგნენ და განაჩენს ისმენდნენ. განაჩენის წაკითხვის შემდეგ სიკვდილმისჯილებს ხელებს უკრავდნენ და კვლავ მწყობრად ფსალმუნთა და წმიდა საგალობელთა გალობით “ღვთისმოსავი” ხალხით გადაჭედილ ფართო მოედანზე გადიოდნენ; იქ რელიგიური მანიით შეპყრობილ პაპის ეკლესიის მონაზონთა ფანატიკური სიძულვილის უდანაშაულო მსხვერპლთა მისაღებად უკვე გიზგიზებდა კოცონები. მაგრამ მანამდე ყოველგვარ მფარველობასა და ნუგეშისცემას მოკლებულ უბედურ სიკვდილმისჯილებს, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანებისგანაც მიტოვებულებს (რადგან ადამიანთა ამ მსხვერპლშეწირვის დამსწრეთა ერთი ამოოხვრა, ერთი ცრემლიც კი საკმარისი იყო, რომ თავადაც ისეთივე საშინელი სიკვდილით მომკვდარიყვნენ), თითქოს დაცინვით ეკითხებოდნენ – სურდათ თუ არა სიკვდილი კათოლიკური სარწმუნოების აღიარებით. ვინც “სიყვარულით აღსავსე” დომინიკანელებს ამ კითხვაზე დადებითად პასუხობდა, იღებდა განსაკუთრებულ უპირატესობას – ჩამოახრჩობდნენ და შემდეგ ცეცხლში ჩააგდებდნენ. ხოლო ვინც უთანხმოებას გამოხატავდა პაპის ეკლესიისა და მისი უცოდველი მეთაურის მიმართ, მას ცოცხლად წვავდნენ, რაც თავად პაპს და მის გულმოდგინე მსახურებს უდიდეს სულიერ კმაყოფილებასა და სიხარულს ანიჭებდა. ასე მთავრდებოდა ეს საშინელი ცერემონიები, რომლებიც ინკვიზიციის არსებობის მანძილზე მუდამ ერთსა და იმავე არაადამიანურ ხასიათს ატარებდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ინკვიზიცია   Jan 30 2007, 11:23 PM
დავით ივერიელი   ვფიქრობ, ინკვიზიცი...   Jan 30 2007, 11:29 PM
შოთა   ამ საკითხზე დოკუმე...   Jan 30 2007, 11:32 PM
მნათე   სა ხართ :lol:   Jan 30 2007, 11:34 PM
KAIROS   ინოკენტია მგონი უ...   Jan 31 2007, 12:08 AM
t.l.   გასკდა გული...რა არ...   Feb 2 2007, 01:51 PM
მნათე   ვაჰაჰა, კი ეგრეა :lol:...   Jan 31 2007, 12:14 AM
KAIROS   :) ზმნა შეცვალე და ი...   Jan 31 2007, 12:16 AM
მნათე   მაგ ზმნაზე შესანი...   Jan 31 2007, 12:18 AM
KAIROS   არაო ?მით უარესი :) ...   Jan 31 2007, 12:52 AM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, ეს რეებ...   Feb 2 2007, 11:18 AM
KAIROS   ეჰ, რამდენი იძახო...   Feb 2 2007, 01:47 PM
თათი87   ვაიმე რა შორსაა ეს ...   Feb 2 2007, 01:55 PM
ქავთარაძე   მე ვიცი რომ ინკვიზ...   Feb 2 2007, 02:16 PM
t.l.   მე ვიცი რომ ინკვიზ...   Feb 2 2007, 02:17 PM
ქავთარაძე   http://img160.imageshack.us/img160/3005/untitledzp...   Feb 2 2007, 02:19 PM
თათი87   მე ვიცი რომ ინკვიზ...   Feb 2 2007, 02:21 PM
iako   ინკვიზიცია განსაკ...   Feb 7 2007, 04:44 PM
lelenika   ზუსტად რამდენიმე დ...   Feb 10 2007, 04:18 PM
ალექსანდრე   შავ ბნელი ძალები ე...   Feb 10 2007, 04:22 PM
lelenika   :lol: :lol: ხო რა ვიცი თა...   Feb 11 2007, 12:26 AM
მარიამი   ისტორიული მიმოხილ...   Feb 11 2007, 12:36 AM
მნათე   რატომ? ეგ ცუდი დამ...   Feb 11 2007, 01:03 AM
Mesxi   ეხლა ზოგიერთმა ანა...   Feb 12 2007, 02:02 PM
KAIROS   არც არავინ აპირებ...   Feb 12 2007, 02:11 PM
kato_Bato   ჩვენს შემთხვევაში ...   Feb 12 2007, 02:18 PM
kato_Bato   მაპატიეთ, ოფთოფიქ...   Feb 13 2007, 12:13 AM
geller04   მართლა რა ბნელოები...   Feb 13 2007, 07:29 AM
lelenika   შენ ეგ თქვი რა :)   Feb 13 2007, 02:00 PM
მნათე   რას იტყოდით აღმოსა...   Feb 13 2007, 03:21 PM
judi   საშინელებაა, რაც ვ...   Feb 13 2007, 03:28 PM
KAIROS   ისევე დასაგმობია,...   Feb 14 2007, 12:08 AM
მნათე   რასაკვირველია, მა...   Feb 14 2007, 12:16 AM
KAIROS   იმპერატორი შეიძლე...   Feb 14 2007, 12:19 AM
მნათე   ხო აი თემა უკვე გა...   Feb 14 2007, 12:21 AM
lado s   ათენის სინოდის პას...   Feb 15 2007, 09:47 PM
მნათე   lado s ვაააუ გაიხარეე...   Feb 15 2007, 10:01 PM
lado s   რამეში რას გულისხმ...   Feb 15 2007, 11:41 PM
მნათე   რადგან ამ თემაში გ...   Feb 15 2007, 11:50 PM
Murzayani   კათოლიკე ხალხი დღე...   Feb 16 2007, 12:03 AM
კანონისტი   მნათე სხვაობა უდი...   Feb 16 2007, 12:33 PM
მნათე   რასაკვირველია :) ...   Feb 16 2007, 01:01 PM
კანონისტი   მნათე ვაშა! რაღაც...   Feb 16 2007, 05:39 PM
მნათე   ოო, კერგი ახლა :P აღ...   Feb 16 2007, 05:54 PM
KAIROS   ნამდვილად და ეწირ...   Feb 17 2007, 01:46 PM
მნათე   ვაუ :wub:   Feb 17 2007, 02:05 PM
ეგრი   1123 წელს კიევის საეკ...   May 6 2007, 01:20 AM
geller04   იმდროისათვის ინკვ...   May 11 2007, 08:20 AM
ზურა   აქა მშვიდობა... ვის...   May 13 2007, 02:19 PM
inkvizitor   ვააააა! აქ ჩემზეა ...   May 14 2007, 01:20 AM
staywhite   მადამ ტუსოს მუზეუმ...   Jun 3 2008, 02:35 AM
tustusa-gogo   ნებისმიერმა ტერორ...   Jun 3 2008, 01:31 PM
jiventino   ბევრ უდანაშაულოს დ...   Aug 7 2008, 09:56 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი