![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში გადავწყვიტე, რამდენადაც ახლოს არის ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან.
ჩემი აზრით, ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯანსაღი სხეული ნებისმიერი ასაკის პიროვნებისთვის აქტუალურია. ამ თემაში ვისაუბროთ სხეულის გაჯანსაღების მეთოდებზე, გავიუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები, მივცეთ ერთმანეთს რჩევები , დავსვათ კითხვები და მსგავსი. მე შევეცდები დავიწყო სურათებით, სადაც თვალნათლივ ჩანს ვარჯიშების სახეობები, რომლებიც საჭიროა მუცლის კუნთების განვითარება-გამაგრებისთვის. ასევე მეტად ეფექტურია ჭარბი წონის დაკლების დროსაც. ამ სურათებზე ძირითადად მოცემულია ვარჟიშები ტრენაჟორებზე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სახლის პირობებშიც შეიძლება ბევრი მათგანის გაკეთება, ტრენაჟორების კუსტარული , სხვა მეთოდებით შეცვლით. ძირითადად ქალებითვის არის აქ ნაჩვენები ამ სახის ვარჯიშები, მაგრამ ეს სრულიად იდენტურია მამაკაცებისათვისაც. პ.ს. მე შემიძლია შემოგთავაზოთ მსგავსი სურათები ასევე ხელების, ბეჭების, მკერდის, ზურგის, ფეხების, საჯდომის კუნთებისთვის. ბევრი მათგანი დაკავვშირებულია ძალოსნურ ვარჯიშებთან, მაგრამ თუ მივდევრობით მივყვებით, არც გირები და არც შტანგები, თუნდაც ტურნიკი სიძნელეს არ წარმოადგენს. დამწყებთათვის ჩემი რჩევა იქნება ვარჯიშების დაწყებამდე აფთიაქში შეიძინონ მაგნეზიუმის ტაბლეტები ან კომბინაცია მაგნეზიუმ+კალიუმი , რომელიც ხელს უწყობს მუსკულატურის და ნერვული სისტემის განვითარებას და თავიდან აცილებული იქნება არასასიამოვნო დაჭიმვები ან კიდურების დაკრუნჩხვები, მყისების თუ კუნთების ტკივილი. მოკლედ, ეს აუცილებლობაა და არავის არ ვურჩევ ამ პრეპარატის გარეშე ამ სახის ტრენინგზე შეჭიდებას ![]() პ.ს.ს. სურათებზე თუ კითხვები გაჩნდება, გიპასუხებთ, დავნომრავ ამისთვის წინასწარ. რაც დაუშვებელია, ისინი თვით სურათზე არის დატანებული და ვგონებ კომენტარებს არ საჭიროებს. სურ. 1 აჩვენებს სწორედ მუცლის კუნთებს, რომლიც ძლიერდება ამ ვარჯიშების ინტენსიური შესრულების შემდეგ. სურათები, რომლებიც ტრენაჟორის გარეშე შესასრულებელია, თავისუფლად შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებში. დროს მნიშვნელობა არ აქვს. როცა მოგიხერხდებათ და როდესაც გაგახსენდებათ ![]() ![]() სურ.1 ![]() სურ.2 ![]() სურ.3 ![]() სურ.4 ![]() სურ.5 პ.ს. სოლჯერს ვთხოვ დაპოსტოს რაიმე, რომ შევძლო სურათების დადების გაგრძელება . |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
Adam
ციტატა სადაა დაპირებული კოქტეილები?.. IPB-ს სურათი მოდი, ფანტაზია შენზე იყოს, მე გეტყვი მხოლოდ რა პროდუქტისგან უნდა დაამზადო კოქტეილი, შენ კი გემოვნების მიხედვით აურიე ერთმანეთში რაც გრურს: მთავარი და უცილებელი მასალა არის ის პროდუქტი, რომელიც პროტეინით არის მდიდარი: ხაჭო, რძე, კვერცხი, სოია, კაკლეულობა (ნიგოზი, ნუში, თხილი და ა.შ.) . თუ ძალოსნურზე ვარჯიშობ, ჯობია გამოიყენო ნაკლებცხიმიანი რზე და ხაჭო. ერთ-ერთი ტკბილი კოქტეილი ასეთია მაგალითად: 700 მლ რძე, 200 გ ხაჭო (ახალი, ნორჩი ხაჭო), თაფლი 2 ს-კ, 2 ცალი ვაშლი. კარგად ათქვიფე კოქტეილის მიქსერში და მიირთვი. შეგიძლია ვაშლი ჩაანაცვლო ბანანით, მარწყვით და მსხლით. თაფლის მაგივრად შაქარიც შეიძლება გამოიყენო, ოღონდ უფრო ნაკლები, ვიდრე 2 ს-კ. მეორე, მარილიანი კოქტეილი: 100 მლ რძე, 100 გ ხაჭო, წინასწარ მოხარშული ხორბალი 3-4 ს-კ, 3 ს-კ 'გაროხი', მარილი გემოვნებით, ყველაფერი ათქვიფე ისევ კოქტეილის მიქსერით, თუ გსურს ოდნავ წიწაკა მიამატე, ასევე დაკეპილი მწვანილი , რომელიც შენ მოგწონს. საუკეთესო ვარიანტია მოხარშული კვერცხი გაჭერი შუაში და ეს კრემივით მასა გადაუსვი ზედ მაიონეზივით და მიირთვი. ორივე სახის კოქტეილებში შეგიძლია ასევე გაურიო უმი კვერცხი და მასთან ერთად ათქვიფო. თუ მხოლოდ რძეს, კვერცხს და თაფლის ვარიაციას აირჩევ, ოდნავ ვანილი მიამატე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი