ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
Dato-2 |
Nov 7 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
რა თქმა უნდა ფეხით მოლოცვა ყველაზე მადლიანია, მაგრამ დროის სიმცირის გამო ველოსიპედი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩემი აზრით, შრომა-ღვაწლიც არის და სულიერი დატვირთვაც...
ველომომლოცველთა აქტიური სეზონი იწყება მარტში და გრძელდება ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს კლიმატურ პირობებში შესაძლებელია მოგზაურობა მთელი წლის მანძილზე. აქტიურ სეზონამდე დარჩენილი არის 3 თვე, ასე რომ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედის შეძენაც (ამ პერიოდში 100-200 ლარით იაფია ველოსიპედი ), მარშრუტის დასახვაც და ა.შ. პირველ ეტაპზე მოვილოცავთ თბილისის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრებს, შემდეგ ვიფიქრებთ შორეულ მანძილებზეც... თუ იქნება დაინტერესება გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები... |
Dato-2 |
Jul 6 2009, 03:58 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
გავცდით სოფელ წოდორეთს... აქედან იწყება რთული გზები... საბურთალოდან დაწყებული ამ ხნის განმავლობაში მივდიოდით შეუმჩნევად, მაგრამ ძალის გამომცლელ აღმართში... მართალი რომ ვთქვა გამაკვირვა დათას გამძლეობამ...! ყველაზე მაღალი ადგილი ჩვენს გზაზე... აი ჯვარი უფლისა! ეს ის ადგილია სადაც იწყება ბრძოლა სიცოცხლისათვის... აღვავლინეთ სამადლობელი ლოცვა და ლოცვა ჩვენი ერის სადიდებლად, დავისვენეთ, შევაფასეთ ჩვენი ძალები და ღვთის იმედით წავედით... ვეშვებით ხეობისკენ, შემდეგ მდინარეს გადავლახავთ დაიწყება ყველაზე რთული აღმართები მონასტრამდე, ეს გრძელდებოდა დაახლოებით 1,5 საათი... დაღლილობის გამო მიახლოება და შესვლა მონასტრეში ვერ გადავიღეთ... სამაგიეროთ აღმოვაჩინეთ მთაში, მიუვალ ადგილას კაპიტალური შენობები: ეკლესია, სატრაპეზო და კელიები... წინა პლანზე უზარმაზარი სატრაპეზო, შორეულ პლანზე ეკლესია... ეს სატრაპეზოა... ორნავიანი ბაზილიკა, საშუალო ზომის... შუაში კელიები, მარჯვნივ ეკლესიის ფრაგმენტი... დააკვირდით ანალოღია განლაგებულია აღსავლის კარის მარჯვნივ... გადმოცემით ეს არისო ბერძნული წესი... ყველა ხატები ხელნაწერია და დიდი ზომის... ეკლესიაში მთელ შიდა პერიმეტრზე განლაგებულია მაღალდასაჯდომი სკამები (სავარაუდოდ ესეც ბერძნული სტილია)... შევწირეთ უფალს მადლობა, წავიკითხეთ ფსალმუნის ერთი კანონი და გადავინაცვლეთ სატრაპეზოში... ბურჯი მართლმადიდებლობისა!... მონასტერიც ბასილი დიდის სახელობისაა... მონასტრის წინამძღვარი: მამა ბასილი ანთაძე (ფოტოს გადაღება არ ისურვა, გასაგებიცაა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი