ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
Dato-2 |
Nov 7 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
რა თქმა უნდა ფეხით მოლოცვა ყველაზე მადლიანია, მაგრამ დროის სიმცირის გამო ველოსიპედი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩემი აზრით, შრომა-ღვაწლიც არის და სულიერი დატვირთვაც...
ველომომლოცველთა აქტიური სეზონი იწყება მარტში და გრძელდება ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს კლიმატურ პირობებში შესაძლებელია მოგზაურობა მთელი წლის მანძილზე. აქტიურ სეზონამდე დარჩენილი არის 3 თვე, ასე რომ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედის შეძენაც (ამ პერიოდში 100-200 ლარით იაფია ველოსიპედი ), მარშრუტის დასახვაც და ა.შ. პირველ ეტაპზე მოვილოცავთ თბილისის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრებს, შემდეგ ვიფიქრებთ შორეულ მანძილებზეც... თუ იქნება დაინტერესება გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები... |
Dato-2 |
Jul 6 2009, 08:33 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
დავეშვით...
ტყეში დაშვებისას გადავეყარეთ ცხენებს, რომლებიც კეთილად იყვნენ განწყობილნი ჩვენს მიმართ, განსაკუთრებით დათას მიმართ... მოულოდნელად დადგა კითხვა ცხენი თუ ველო!!!!!!!!!!!!!! რადგან დრო საკმარისი იყო ლამაზ ბუნებასაც შევეხეთ, კიდევ დავტკბით ქართული მიწა̶წყლით.... შორეულ მთებში გამოჩნდა შავი ღრუბლები, ჭექა̶ქუხილი, ჩვენც დაუჩქარეთ... ესეც კიდევ სილამაზე... მაგრამ ღრუბლები დაიძრა ჩვენი მიმართულებით... ჯვართან ამოსვლამ გამოიწვია უდიდესი სიხარული, ეს ის წერტილია საიდანაც ფაქტიურად იწყება დაშვება თბილისამდე... ლისის ტბასთან დაგვეწია დიდი წვიმა, რომელიც გაგრძელდა რუსთაველის გამზირამდე.... აქ კი ვართ მთლიანად სველები და მედნიერი ადამიანები... დიდება და მადლობა უფალს ამ ბედნიერი დღისთვის! თუ არ გინდათ ჩვენთან ერთად იაროთ უფლის გზაზე, მაშინ ისარგებლეთ საიტით: church.ge მომავალ შეხვედრამდე! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი