სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი |
lamara |
Jul 5 2009, 09:39 PM
პოსტი
#1
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
1) აბრაამს სამი ანგელოზის სახით
2) ახალ აღთქმაში– როცა იესომ ნათელ–იღო... გავაგრძელოთ, მგონი არ უნდა იყოს უინტერესო თემააააააა. ასეთი კითხვაც მაქვს: ადამს და ევას უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, როგორც გვეუბნება წმიდა წერილი. მაინტერესებს სამების სამივე პირთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა, თუ რომელიმე ერთთან? თუ არის ამაზე ნათქვამი რამე? -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ალექსანდრე |
Jul 7 2009, 06:55 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
''თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი''. ამ სიტყვებიდან ჩანს რომ ღმერთმა ვიღაცასთან მოითათბირა.
იუდეველთა შორის არსებობს ამ ადგილის არასწორი განმარტება, რომელზედაც საუბრობს წმიდა იოანე ოქროპირი: ვის მიმართ არის თქმული ''შევქმნათ კაცი'' და ვის აძლევს ამ წინადადებას ღმერთი? ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ უფალს რაიმე რჩევა და მსჯელობა ესაჭიროებოდა, არა, ასეთი გამოთქმით მას უნდა, რომ გვაჩვენოს განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც ამჟღავნებს შექმნილი ადამიანისადმი. იუდეველთა აზრით, უფლის მიერ ეს სიტყვები ნათქვამია ანგელოზის ან მთავარანგელოზის მიმართ. აი, უგუნურება! როგორ შეუძლია ანგელოზს უფალთან თათბირი, შექმნილს შემოქმედთან? ანგელოზის საქმე ის კი არ არის, რომ უფალთან ბჭობდნენ და თათბირობდნენ, არამედ ის რომ ემსახურებოდნენ და მის ნებას აღასრულებდნენ. რათა დავრწმუნდეთ ამაში, გავიხსენოთ წინასწარმეტყველ ისაიას მიერ ღვთის მარჯვნივ მდგარი ქერუბიმებისა და სერაფიმების ხილვა, რომლებიც სახეს და ფეხებს ფრთებით იფარავდნენ (ისაია 6,2). ეს იმიტომ, რომ მათ არ შეეძლოთ უფლისაგან გამომავალი ბრწყინვალების ატანა და დიდი შიშითა და კრძალულებით იდგნენ. მხოლოდ ასე თუ შეიძლიათ ქმნილებებს შემოქმედის წინაშე დგომა'' (Беседа 8,2) -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ლია |
Jul 7 2009, 07:01 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 5-March 08 წევრი № 4,093 |
''იუდეველთა აზრით, უფლის მიერ ეს სიტყვები ნათქვამია ანგელოზის ან მთავარანგელოზის მიმართ. აი, უგუნურება! როგორ შეუძლია ანგელოზს უფალთან თათბირი, შექმნილს შემოქმედთან? თანაც, თუ ასეთი კუთხით შევხედავთ, გამოდის რომ ანგელოზები თანამონაწილეები იყვენენ.... ანუ ასეთი მსჯელობა რასთან მიგვიყვანს......?! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი