![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკატო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 ![]() |
გადავწყვიტეთ წინასაიუბილეოდ მოვაწყოთ 2 დღიანი მოლოცვა ყაზბეგში
მარშრუტი შემდეგნაირია: პირველ დღეს მოვივლით სიონს და სნოს ხეობას, სადაც შედის სოფლები აჩხოტი, სნო, ახალციხე და კარკუჩა. ეს არის სიონის ტაძარი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ყაზბეგში ![]() ![]() აჩხოტში არის ახალაშენებული წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი. წინამძღვარია მამა იაკობი ![]() ![]() ![]() სნოში არის 2 ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა და საპატრიარქოს ეზოში აგებული ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალი ტაძარი, წინამძღვარია მამა იოანე წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა ![]() საპატრიარქოს ეზოში აგებული ტაძარი ![]() სოფელ ახალციხეში არის ძალიან ძველი (თუ არ ვცდები მე-6 საუკუნის) ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ![]() სოფელ კარკუჩაში არის ახალი აგებული პატარა ბაზილიკა, სამწუხაროდ მისი ფოტო არ მაქვს/ პირველ დღეს თუ დრო დაგვრჩა (და თუ მძღოლი არ გაგვიგიჟდა ![]() ღამე დავრჩებით სოფ. აჩხოტში ჩვენ სახლში. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ სულ 6 საწოლია მთელ სახლში და ვისაც გაქვთ სპალნიკები წამოიღეთ რომ ძირს დაწვეთ, კომფორტს და აპარტამენტებს ვერ შემოგთავაზებთ ![]() მეორე დღეს დილით ადრე ავალთ გერგეტის სამებაში, ისე, რომ წირვას დავესწროთ ![]() ![]() ესეც გერგეტის სამება ![]() წირვიდან წამოსულები მოვილოცავთ სტეფანწმინდის ეკლესიას, რომლის ფოტოც სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ჩემს ალბომში, მოვნახავ და ჩავამატებ ![]() ამის მერე გავეშურებით დარიალის ხეობისკენ. მანამდე გზად არის სოფელი ცდო, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა და მეც არ მინახავს ჯერ, იქაც ავალთ აუცილებლად, ულამაზესი სოფელია ![]() ბოლოს კი დარიალის ხეობა, სადაც მიმდინარეობს უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ![]() მშენებარე ტაძარი დარიალში ![]() -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
![]() ![]() |
tamar84 |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,516 ![]() |
წირვა რომელ საათზე იწყება გერგეთს რომ ვერ მეტყვით???და ღამისთევით არის გერგეთობა თუ წინა დღით ჩვეულებრივ მწუხრის ლოცვა აღევლინება და მერე წირვა????
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 09:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი