ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jul 10 2009, 04:57 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი მართლმადიდებელ ეკლესიასთან დადებული კონკორდატის შესუსტებას გამორიცხავს.
ხათუნა გოგორიშვილმა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წინა მოწვევის პარლამენტში ის დრო გაიხსენა, “როდესაც კონკორდატს მართლაც შეუტიეს”. მისი თქმით, მაშინ, როდესაც კონკორდატს საპარლამენტო უმრავლესობაში თითქმის “კბილებით” იცავდნენ, მაშინდელ ოპონენტებს, რომლებიც კონკორდატის შესუსტებაში დღეს ხელისუფლებას ადანაშაულებენ, არაფერი უთქვამთ. დეპუტატმა წინა მოწვევის პარლამენტში სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის გამოსვლაც გაიხსენა და დასძინა, რომ სუბარმა ხელისუფლებას კონკორდატის გაუქმება ან ანალოგიური სახის დოკუმენტების სხვა რელიგიურ კონფესიებთან გაფორმება შესთავაზა. “ვისაც სახალხო დამცველის გამოსვლა და მისთვის გაწეული წინააღმდეგობა არ ახსოვს”, გოგორიშვილი მათ ყველაფრის დოკუმენტალურად გახსენებას და სხდომის სტენოგრამის მიწოდებას დაპირდა. “არის თემები, რომელითაც სპეკულირება არ შეიძლებ”, - განაცხადა გოგორიშვილმა. მისივე თქმით, ვისაც მიაჩნია, რომ საკანონდმებლო ცვლილებით რაიმე საფრთხე ემუქრება საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე მართლმადიდებული ეკლესიისთვის მინიჭებულ უპირატესობას, იგი საერთოდ არ იცნობს კონსტიტუციას და შეხება არ ქონია არანაირ ნორმატიულ აქტთან. “კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ საკონსტიტუციო შეთანხმება ფორმდება მხოლოდ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის და ამის შეცვლას არავინ არ აპირებს”, - განაცხადა გოგორიშვილმა. კონკორდატთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონში იგეგმება, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური შეტანხმება ნორმატიული აქტების იერარქიიდან არის ამოღებული, თუმცა აღნიშნულია, რომ თუ კონსტიტუციური შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას, შეთანხმებას უპირატესი ძალა აქვს სხვა ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი