მოვილოცოთ ყაზბეგის რაიონი, 18-19 ივლისი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოვილოცოთ ყაზბეგის რაიონი, 18-19 ივლისი |
ეკატო |
Jul 6 2009, 08:37 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
გადავწყვიტეთ წინასაიუბილეოდ მოვაწყოთ 2 დღიანი მოლოცვა ყაზბეგში
მარშრუტი შემდეგნაირია: პირველ დღეს მოვივლით სიონს და სნოს ხეობას, სადაც შედის სოფლები აჩხოტი, სნო, ახალციხე და კარკუჩა. ეს არის სიონის ტაძარი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ყაზბეგში აჩხოტში არის ახალაშენებული წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი. წინამძღვარია მამა იაკობი სნოში არის 2 ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა და საპატრიარქოს ეზოში აგებული ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალი ტაძარი, წინამძღვარია მამა იოანე წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა საპატრიარქოს ეზოში აგებული ტაძარი სოფელ ახალციხეში არის ძალიან ძველი (თუ არ ვცდები მე-6 საუკუნის) ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფელ კარკუჩაში არის ახალი აგებული პატარა ბაზილიკა, სამწუხაროდ მისი ფოტო არ მაქვს/ პირველ დღეს თუ დრო დაგვრჩა (და თუ მძღოლი არ გაგვიგიჟდა ) ვნახავთ სოფელ ჯუთას. ეს არის ხევსურული სოფელი და საოცარი ადგილია ღამე დავრჩებით სოფ. აჩხოტში ჩვენ სახლში. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ სულ 6 საწოლია მთელ სახლში და ვისაც გაქვთ სპალნიკები წამოიღეთ რომ ძირს დაწვეთ, კომფორტს და აპარტამენტებს ვერ შემოგთავაზებთ მეორე დღეს დილით ადრე ავალთ გერგეტის სამებაში, ისე, რომ წირვას დავესწროთ წირვას ატარებს მამა იოსები ესეც გერგეტის სამება წირვიდან წამოსულები მოვილოცავთ სტეფანწმინდის ეკლესიას, რომლის ფოტოც სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ჩემს ალბომში, მოვნახავ და ჩავამატებ ამის მერე გავეშურებით დარიალის ხეობისკენ. მანამდე გზად არის სოფელი ცდო, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა და მეც არ მინახავს ჯერ, იქაც ავალთ აუცილებლად, ულამაზესი სოფელია ბოლოს კი დარიალის ხეობა, სადაც მიმდინარეობს უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მშენებარე ტაძარი დარიალში -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ეკატო |
Jul 10 2009, 11:30 PM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
დიონისემ გაგვიგო მარშუტკის ფასი, მის ნაცნობ მძღოლს მიყვავართ ძალიან იაფად, 250 ლარად, მარა ის მარშუტკა 15 ადგილიანია, ორი სკამის ჩამატება შეიძლებაო. თუ მეტი მოვგროვდით უფრო დიდი მარშუტკით მოგვიწევს წასვლა
1. ეკატო 2. იოანა 3 ანუკა 4. ადმინი 5. სოფი 6. S a l l y 7. ქავთარაძე 8. ekaterines (ეს გოგო ჩვენი ფორუმელია და სიღნაღში იყო ჩვენთან ერთად) 9. ერთი ჩვენი ფორუმელი (არ ისურვა გამოჩენა) 10. ? ამ მარშუტკის შემთხვევაში თანხა დაახლოებით 16-17 ლარი გამოდის ანუ მაქსიმუმ 20 ლარი ვიანგარიშოთ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი