სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დათიკო |
May 5 2009, 11:29 PM
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს. ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას. ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში. რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე. გამოსავალი: ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით. თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი. ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას. აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm ან http://www.towerwatch.com/ ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან. ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას. თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას. რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს. მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად! გამოიღვიძეთ! მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი! გიორგობას გილოცავთ! პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად. |
![]() ![]() |
| დათიკო |
Jul 11 2009, 03:58 PM
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მოდით გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე პასაჟი სახარებიდან:
რომაელთა მიმართ ეპისტოლე 9.5 „რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.“ საკმაოდ მკაფიოდ ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის რომ განკაცებული მესია მოევლინება ქვეყანას და ის იქნება თავად ღმერთი! ეს არის ის რისთვისაც ამზადებდა ძველი აღთქმა კაცობრიობას, რომ თავად ღმერთი მოვა ქვეყნის გამოსახსნელად! ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთ თარგმანში იმნდენად არის შეცვლილი აზრი, რომ სრულიად სხვა მნიშვნელობას ვიღებთ. არადა ვინც მცირედ მაინც ერკვევა ბერძნულ ენაში, უპრობლემოდ შეძლებს ამ ციტატის აზრის გაგებას. შემდგომ ამისა, მათეს სახარების 2.2 ში ვკითხულობთ: „სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა“. მოგვები მიდიან ჰეროდესთანა და ეუბნებიან: „elfomen proskunesai auto“ ჩვენ მოვედით რათა თაყვანი ვსცეთ მას. მოგვებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მესია იყო ის, ვისთვისაც თაყვანი უნდა ეცათ ზუსტად იმგვარად როგორც ეს ხდება ღვთის თაყვანისცემის შემთხვევაში. მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ ახალი ქვეყნიერების თარგმანში?! „ჩვენ მოვედით რათა პატივი მივაგოთ მას“ უკაცრავად, მაგრამ როდის აქეთ გახდა პატივის მიგება და თაყვანისცემა ერთი და იგივე? ჰეროდე პასუხობს: ...“opos kago elfon proskuneso auto“ „რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.“ აქაც ზუსტად იმ თაყვნისცემაზეა საუბარი, რომელიც მხოლოდ ღვთისთვისაა დასაშვები. ჩვენ წმინდა წერილიდან ვიცით თუ რა შემთვევაში გამოიყენება მსგავსი „ღვთის თაყვანისცემა“ - ბერძნული proskuneso ნიშნავს თაყვანისცემას. აქ ეს სიტყვა არის მამის მიმართებაში გამოყენებული: მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. (მათე 4.10) აქ კი ეშმაკის მიმართ: და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. (მათე 4.9) ორიგინალში როგორ არის იმედია თავად ხვდებით. ჰეროდესა და მოგვების თქმით მესია იმსახურებდა ზუსტად ისეთ თაყვანისცემას, როგორიც ღმერთს შეეფერება. მაგრამ თვლიდნენ თუ არა ამგვარადვე მოციქულები? პასუხი მათეს სახარების 28 თავშია. მუხლი 17: „იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას” აქ ნათქვამია „Kai idontes auton prosekunesan“ მთელმა ძველაღთქმისეულმა სამყარომ იცოდა რომ მოევლინებოდა ქვეყანას მესია, რომელიც თავად იქნებოდა ღმერთი. ბუნებრივია, მოციქულების მოქმედება იყო ადეკვატური მას შემდეგ რაც მათ აღმდგარი ქრისტე იხილეს! სამაგიეროდ სრულიად სხვა სურათს ვხედავთ ახალი ქვეყნიერების თარგმნაში, სადაც თაყვანისცემის ნაცვლად ჩასმულია პატივის მიგება. საინტერესოა რატომ არ ჩასვეს პატივის მიგება იეჰოვას მოწმეებმა იმ ადგილასაც სადაც ზუსტად იგივე სიტყვაა ნახსენები, მაგრამ მამის მიმართ არის საუბარი? სადაც გვინდა ვთარგმნით თაყვანისცემას და სადაც გვიდნა - პატივის მიგებას?! შესწანიშნავად უწყოდა ეს იოანე მახარებლის მამამაც. რომელმაც ლუკას სახარების 1.68 ში გამოგვიცხადა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; აქ ზუსტად ქრისტეზე იყო საუბარი და არა მამა ღმერთზე - იჰვჰ-ზე. ორიგინალშიც შესაბამისად ასევეა ჩაწერილი: Eulogetos kurios o Feos tou Israel oti epeskepsato kai epoiesen lutrosin to lao autou სამაგიეროდ, როგორ არის თარგმნილი ეს ადგილი ახალი ქვეყნიერების თარგმანში: “Благословен Иегова, Бог Израилев, потому что Он обратил внимание на Свой народ и сотворил для него избавление”. ასეთ თარგმანში იკარგება განკაცება და მთელი ეს ციტატაც თავის თავდაპირველ აზრს კარგავს. მაგრამ როგორ ფიქრობდა თავად ქრისტე? ისიც ასევე თვლიდა თავს თაყვანიცემის ობიექტად, თუ ეს ყველაფერი მოციქულების ფანტაზიის ნაყოფი იყო? უპირველეს ყოვლისა ქრისტე არანაირად არ აბრკოლებდა მათ ვისაც სურდა თაყვანი ეცა მისთვის. მართალია ახალი ქვეყნიერების თარგმანში კვლავაც შეცვლილილა თაყვანისცემა პატივის მიგებით, მაგრამ ზმნა prosekunesen ორიგინალში როგორც ჟღერს, მთავარი ეს არის. და მშვენივრად ჩანს ყველაფერი იმ ადგილას სადაც ქრისტე თვალს აუხელს ბრმას. ის თაყვანს სცემს მას. იოანეს სახარება 9.38 „ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.“ თვალის ახელის გამო არ უცია თაყვანი ბრმას ქრისტესთვის, არამედ მხოლოდ მას შემდეგ რაც შეიტყო რომ ძე კაცისა იყო იგი. სწორედ მხოლოდ ღმერთს ეგების თაყვანისცემა და არა კაცს. სწორედ ამიტომაც პეტრე არ აძლევს ნებას თაყვანი სცეს მას კორნელიუსს 10:25 და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას. ასევე ანგელოზმაც აუკრძალა იოანეს მსგავსი თაყვანისცემა: 19:10 და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ. ახლა დავაკვირდეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს: ქრისტე აცხადებს იოანეს 8,24 ში: „გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“. გთოვთ დააკვირდეთ ფრაზას - „უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ“ რამეთუ მე ვარ! არაფერს გაგონებთ ეს ფრაზა? მოდით გავიხსენოთ: გამოსვლათა 3.14: „და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.“ ბერძნულად კი ეს ფრაზები ასე ჟღერს: იოანე 8:24 ειπον ουν υμιν οτι αποθανεισθε εν ταις αμαρτιαις υμων εαν γαρ μη πιστευσητε οτι εγω ειμι αποθανεισθε εν ταις αμαρτιαις υμων რაც ითარგმნება შემდეგნაირად: გამოსვლათა 3:14 καὶ εἶπεν ὁ θεὸς πρὸς Μωυσῆν ἐγώ εἰμι ὁ ὤν καὶ εἶπεν οὕτως ἐρεῖς τοῖς υἱοῖς Ισραηλ ὁ ὢν ἀπέσταλκέν με πρὸς ὑμᾶς მოსემ სთხოვა ეთქვა მისთვის სახელი, რადგან მას ამას აუცილებლად ჰკითხავდნენ და პასუხად მიიღო - „მყოფი“ „сущий“ მე14 მუხლში ვკითხულობთ მის პასუხს - მე ვარ რომელი ვარ! ანუ მე ვარ მყოფი! ეს სახელი გამოუცხადა ღმერთმა მოსეს, და ახლა იოანეს სახარების 8:24 ში ჩვენ კვლავ ვხდებით იგივეს. იესო აცხადებს რომ ის ვინც არ ირწმუნებს რომ ის არის მყოფი - ის არის ის რომელიც არის, ვერ გადარჩება! ამჯერად შევჩერდები მცირე ხანში კი კვლავ გავაგრძელებ მსჯელობას აღნიშნულ საკითხებზე. |
დათიკო ინსტრუქცია იეჰოვას მოწმეების May 5 2009, 11:29 PM
ავგუსტინე დათიკო
კარგია, როდ... May 5 2009, 11:37 PM
staywhite
დათიკო
ძალიან კაი ... May 5 2009, 11:38 PM
inaina http://s42.radikal.ru/i095/0905/de/6f134a5fe10c.jp... May 6 2009, 01:18 AM
დათიკო ჯერ ჯერობით, რაც მე ... May 6 2009, 01:35 AM
.:Lela:.
შეხედეთ როგორ ესა... May 12 2009, 02:59 PM
jxje
ჯერ ჯერობით, რაც მე... Dec 18 2011, 12:20 AM
llaasshhaa მადლობა დავით ძალი... May 7 2009, 02:21 PM
KAIROS ეგ კარგი რამეა, გარ... May 7 2009, 03:13 PM
ქევანა
საერთოდ რომ არ ვალ... May 7 2009, 05:03 PM
KAIROS
:D
ეგ კი, მაგრამ ახლო... May 7 2009, 06:14 PM
inaina იეჰოვას მოწმეები - ... May 8 2009, 01:20 PM
inaina არქიმანდრიტი რაფა... May 8 2009, 01:49 PM
jxje
არქიმანდრიტი რაფა... Dec 16 2011, 10:47 PM
დათიკო KAIROS
მივყვეთ ნელ-ნელ... May 11 2009, 02:47 PM
KAIROS მოდი მაშინ ასე ვქნ... May 11 2009, 06:29 PM
მხევალი ნინო KAIROS
მე მახსოვს, სხვ... May 11 2009, 11:30 PM
KAIROS ის აპოლოგეტიკის გა... May 12 2009, 04:08 AM
დათიკო KAIROS
კარგი იქნება თუ... May 12 2009, 05:16 AM
zeppelin ავგუსტინე
და თქვი ... May 12 2009, 08:02 AM
llaasshhaa ყველაზე მაგარი ისა... May 12 2009, 02:38 PM
დათიკო როგორც ვიცით, ახალ... May 13 2009, 11:44 PM
დათიკო მოდით ერთი ადგილიც... May 17 2009, 10:56 PM
jxje
მოდით ერთი ადგილი... Dec 15 2011, 11:14 PM
GIORGI LELUASHVILI
როგორ ფიქრობ? თუ იე... Dec 15 2011, 11:17 PM
davithet მოგესალმები ყველა... May 29 2009, 11:16 AM
bekas აკი აიპი ბანი დავა... May 29 2009, 11:57 AM
poligloti ძველ ქართულ ენაზე ... Jun 7 2009, 02:17 PM
bekas
ძველ ქართულ ენაზე ... Jun 14 2009, 03:18 PM
jevrie "გამოსაასკარავე... Jun 13 2009, 11:26 PM
დათიკო davithet
ესე იგი გაინტე... Jun 18 2009, 04:34 AM
დათიკო inaina
დროს თუ გამონახ... Jun 18 2009, 05:02 AM
inaina
inaina
დროს თუ გამონახ... Jul 12 2009, 12:54 PM
staywhite bekas
ეგ ლომაია სურათ... Jun 18 2009, 12:01 PM
tinatin* ყველაზე კარგი გამო... Jul 12 2009, 08:48 PM
დათიკო 1. როგორც უკვე აღვნი... Aug 13 2009, 03:13 AM
soso5
იეჰოვას მოწმეების... Aug 15 2009, 10:22 AM
damiane80
დათიკო
ეს არის უმ... Sep 1 2009, 01:18 PM
დათიკო damiane80
ჩემი და ამ ფორუ... Sep 3 2009, 03:18 PM
ikanosi pdf ფაილი რომ შექმნა... Jan 12 2010, 01:23 PM
დათიკო ერთ-ერთი ყველაზე მ... Jul 2 2010, 12:25 PM
davithet მე უკვე მივხვდი ბი... Dec 22 2010, 12:51 AM
Otherguy
ძველ ქართულ ენაზე ... Dec 22 2010, 09:49 AM
davithet
:blink: რჩევას მოგცემთ:... Dec 22 2010, 04:36 PM
Otherguy დათიკო
შენც მინდა ... Dec 22 2010, 10:21 AM
გუდაგუდა ქადაგებებშიც ხშირ... Dec 22 2010, 02:18 PM
afxazi Otherguy
კი მარა ღვთაებ... Dec 22 2010, 02:19 PM
Adam
:D :D Dec 22 2010, 04:41 PM
აკაკი davithet
ეს სახელი სამი... Dec 22 2010, 07:19 PM
davithet
davithet
ეს სახელი სამი... Dec 22 2010, 07:52 PM
აკაკი თვითონ იაჰვე ღვთის... Dec 22 2010, 08:12 PM
Otherguy გუდაგუდა
ჰო ისე არ ... Dec 22 2010, 10:52 PM
davithet
[b]davithet
პმ-ში რომ მომ... Dec 23 2010, 01:47 PM
afxazi Otherguy
მე ვკითხულობა ... Dec 22 2010, 10:58 PM
Otherguy
Otherguy
მე ვკითხულობა ... Dec 22 2010, 11:00 PM
afxazi
ეს საღვთო ბუნების ... Dec 22 2010, 11:01 PM
Otherguy
ეს საღვთო ბუნების ... Dec 22 2010, 11:06 PM
jxje
ეს საღვთო ბუნების ... Dec 18 2011, 03:50 PM
აკაკი
მანდ სიბრძნეზეა ს... Dec 22 2010, 11:30 PM
afxazi Otherguy
მე მგონი მესაე ... Dec 22 2010, 11:31 PM
Otherguy afxazi
არა, ტექსტი ამბო... Dec 22 2010, 11:45 PM
afxazi Otherguy
სხვა რამეს ვკი... Dec 22 2010, 11:48 PM
Otherguy
Otherguy
სხვა რამეს ვკი... Dec 23 2010, 01:39 AM
აკაკი "ყოველივე მის (სი... Dec 23 2010, 01:42 AM
Otherguy
"ყოველივე მის (სი... Dec 23 2010, 01:50 AM
აკაკი 10. და: შენ დასაბამსა,... Dec 23 2010, 11:19 AM
afxazi Otherguy
შე დალოცვილო თ... Dec 23 2010, 12:08 PM
აკაკი davithet
ეს იაჰვე რასაც ... Dec 23 2010, 02:09 PM
davithet
davithet
ეს იაჰვე რასაც ... Dec 23 2010, 02:13 PM
afxazi davithet
ხომ არ გეწყინე... Dec 23 2010, 02:26 PM
davithet
davithet
ხომ არ გეწყინე... Dec 23 2010, 02:30 PM
კოკა გსმენიათ ალბათ რუს... Jan 14 2011, 10:21 AM
afxazi jxje
მთელი პარადოქს... Dec 15 2011, 11:21 PM
georgios ნეტა დღეს დაახლოვე... Dec 16 2011, 12:39 AM
A.V.M
რამდენი გრეჩიხის ... Dec 16 2011, 04:54 PM
georgios A.V.M
და თუ "გრეჩიხა... Dec 16 2011, 08:54 PM
GIORGI LELUASHVILI jxje
კარგი იქნება თუ ა... Dec 16 2011, 10:52 PM
jxje
jxje
კარგი იქნება თუ ... Dec 17 2011, 10:56 PM
afxazi jxje
ეს რაც დაწერე გე... Dec 16 2011, 10:54 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
:კი1:
შეუძლებელი... Dec 16 2011, 10:56 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
ეხლა ნახე ... Dec 16 2011, 10:57 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
:D :D
ასეთი გამოთქ... Dec 16 2011, 11:00 PM
afxazi
?????????????????????????????????????????????? Dec 16 2011, 11:02 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
:D :D
დავით, წინასწ... Dec 16 2011, 11:06 PM
A.V.M
:jump: :jump:
მერე დავიწყ... Dec 17 2011, 01:01 AM
ikanosi მოსიარულე ჭეშმარი... Dec 17 2011, 01:53 AM
A.V.M იკანოს!!!!!
:D :... Dec 17 2011, 01:57 AM
GIORGI LELUASHVILI jxje
გასაგებია.
თუ სა... Dec 17 2011, 11:00 PM
jxje
[b]jxje
გასაგებია. Dec 18 2011, 12:56 AM
A.V.M
რომელ დევნაზე მეუ... Dec 18 2011, 12:55 AM
jxje
რომელ დევნაზე მეუ... Dec 18 2011, 01:12 AM
georgios
არ არის მასე. დევნ... Dec 18 2011, 01:15 AM
A.V.M
ამ ძილის წინ რატო მ... Dec 18 2011, 01:20 AM
jxje
ამ ძილის წინ რატო მ... Dec 18 2011, 01:12 PM
karpaki
საქმე ისე მიდის რო... Dec 18 2011, 01:17 PM
jxje
საქმე ისე მიდის რო... Dec 18 2011, 02:37 PM
karpaki ნუ ეკამათებით რა.ა... Dec 18 2011, 12:54 PM
A.V.M
მაშინ ახლავე შეგი... Dec 18 2011, 01:34 PM
karpaki
იმიტომ კი არ ვამბ... Dec 18 2011, 02:04 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი