![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
არა იმრუშო
მათე 5, 27-32 გესმა, ამბობს უფალი, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ეს მეშვიდე მცნებაა სჯულისა, რომელიც სინას მთაზე მიეცა ხალხს და ყველასათვის ცნობილი იყო ძველი დროიდან. ღვთის ეს აკრძალვა საკმარისი იყო ძველი ხალხებისთვის, რათა მას სული სუფთად დაეცვათ. ასე დიდად ბრძენი იოსები გაექცა პენტეფრის უსირცხვილო მეუღლეს, რითაც შეინარჩუნა სისუფთავე არა მარტო ხორცისა, არამედ სულისაც. ეხლა კი ფარისეველს შეეძლო საქმით არ შეეცოდა, მაგრამ სულსა და გულში დამღუპველი არაწმიდება ეტარებინადა ამავე დროს, ღვთის წინაშე, თავისი თავი მართლად წარმოედგინა; აი რატომ განგვიმარტა ქრისტე მაცხოვარმა, როგორც უმაღლესმა კანონმდებელმა, ეს მცნება და შეავსო კიდეც მან, ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა, - უყურებს ხილული თვალით თუ თავის გონებაში წარმოიდგენს ქალს ან გოგონას, გულის-თქმად, - ვინც უმზერს მის სილამაზეს და ამით აღვივებს ხორციელი ნდომის ცეცხლს და საკუთარი ნებით იზიდავს ამ მხეცს თავის დაწყნარებულ გულში, იგი უკვე ეხება ქალს, თუ ხელით არა, ცოდვიანი ხედვითა და ნდომით, - მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა. მართალია მან ცოდვა საქმით არ ჩაიდინა, მაგრამ რაღა ეკლდა მას? მას ეს არ შეეძლო: რომ შეძლებოდა, მაშინვე საქმით ჩაიდენდა მას. „ასევე ქალებიც, იკაზმებიან რა იმისათვის, რომ თავი მოაწონონ სხვას, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, სცოდავენ, თუმცა შეიძლება ისინი არავის მოსწონთ: მათ უკვე მოამზადეს საწამლავი, რომელიც უმოქმედოდ დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არავინ შესვა“. ამრიგად, შესაძლოა შენ ვინმე ისე გიყვარს, რომ მას ენდობი, როგორც შენს მარჯვენა თვალს, და შენთვის იმდენად საჭიროდ თვლი, რომ შენს მარჯვენა ხელად მიგაჩნია იგი, - მაგრამ თუ იგი შენს სულს ვნებს, მაშინ შენ ასეთი ადამიანიც კი უნდა მოიკვეთო. შეამჩნიე აქ, როგორ გამოთქვამს: მაცხოვარი არ ამბობს: მოერიდე, არამედ, სურს რა დაგვანახოს თუ როგორ ძალიან საჭიროა მისგან მოშორება, ამბობს: „აღმოიღე და მოიკუეთე და განაგდე შენგან“. შემდეგ კი, როცა ასეთი მკაცრი მცნება მოგვცა, იქვე გვაჩვენებს მის სარგებელსაც: უმჯობესია შენთვის, რათა ერთი რომელიმე ასო შენი სხეულისა დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩააგდონ საუკუნო ცეცხლში, როცა შენი მეგობარი თავის თავს ვერ შველის და შენც თავისთან ერთად გღუპავს, - რანაირად შეიძლება ამაში დავინახოთ კაცთმოყვარეობა, თუ ორივეს დაღუპვა გელით? ხოლო თუ შენ დაშორდები მას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი თქვენგანი მაინც გადარჩება. მაცხოვარმა თქვა: არა მარტო აღმოიღე, არამედ განაგდე შენგან, რათა აღარასოდეს განაახლო ასეთთან მეგობრობა, თუ იგი არ გამოსწორდება. ამ გზით, შენ დაღუპვისგან იხსნი შენს თავს და მასაც გაათავისუფლებ შენი დაბრკოლებისათვის დიდი სასჯელისაგან. თუ შენთვის აუცილებელი იქნებოდა ორიდან ერთის არჩევა - ან თვალის შენარჩუნებით დაღუპვა, ანდა თვალის მოცილებით, ცოცხლად დარჩენა, რაზე დათანხმდებოდი შენ? ცხადია - უკანასკნელზე. ასევე განსაჯე ადამიანებზეც. ეხლა ხედავ რამოდენა სიყვარულითაა სავსე ქრისტეს მცნება? ხედავ, რამოდენა კაცთმოყვარეობაა ჩადებული მის მოჩვენებით სიმკაცრეში?“ ასე ხსნიან მაცხოვრის სიყვარულს წმინდა მამები: ოქროპირი, ათანასი, კირილე, ნეტარი თეოფილაქტე და სხვები. მართლაცდა, თუ ამ სიტყვებს გავიგებთ პირდაპირ, მაშინ საჭირო გახდებოდა ენის ამოგლეჯაც, როცა იგი ცუდ სიტყვებს წარმოსთქვამდა; მოსაკვეთი გახდება სხეულის სხვა ნაწილებიც. მაგრამ იქნება კი სიკეთე აქედან, თუ ცოდვის სურვილი არ შეწყვეტდა გულში არსებობას? მუნჯსაც ხომ შეუძლია ბოროტსიტყვაობა და ბრმასაც შეუძლია ხორციელი ტკბობა. აი რატომაა საჭირო მაცხოვრის სიტყვები გავიგოთ შემდეგნაირად: „გაექეცი ყოველივეს, რასაც კი შეუძლია შენს გულში არაწმინდა გრძნობების აღძვრა, როგორიცაა: ვნებიანი სიმღერა, ცეკვა, ბილწსიტყვაობა, მოურიდებელი თამაშობა და ხუმრობა, მოურიდებელი სანახაობა, ისეთი წიგნის კითხვა, სადაც ვნებიანი სიყვარულია, და სხვა. ეცადე არც კი შეხედო იმას, რასაც შეუძლია შენი დაბრკოლება. თუ მტკიცედ განიზრახავ, რომ არ შეხედო იმას, რაც შენთვის დამაბრკოლებელია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ ამოიგდე დამაბრკოლებელი თვალი შენგან. შენ სხეულით არ სცოდავ: „ეს კარგია, დაიცავი გულიც ისეთ ქალწულებრივ სიწმინდეში, როგორშიც სხეული დაგიცავს“. ვინც შეასრულებს ქრისტეს ამ მცნებას გულის სიწმინდეზე, მას აღარ დაჭირდება იმ შეწყნარებით სარგებლობა, რომელსაც მოსეს სჯული გულქვა ებრაელებს აძლევდა. თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, ვინც მოინდომებს ცოლთან განშორებას და სხვის შერთვას, იმან მიჰსცეს მას განსატევებელი - გაყრის საბუთი. ეს გაყრა დასაშვები იყო ძველ დროს იმიტომ, რომ მკაცრ ქმარს, რომელსაც ემორჩილებოდა ცოლი, როგორც მონა, შეეძლო მისი მოკვლა დაუცველად. ქრისტეს დროს ებრაელები ისე გადაგვარდნენ, რომ დაიწყეს ცოლების შეცვლა თავნებობით, სრულიად უმნიშვნელო მიზეზით, ოღონდ კი ყოფილი მეუღლისათვის მიეცათ განქორწინების საბუთი. ამრიგად, ისინი უკვე არაფრად აგდებდნენ ღვთისაგან დადგენილ მცნებას ქორწინებაზე, და ამავე დროს ცდილობდნენ ამოფარებოდნენ მოსეს სჯულს. ხდებოდა, რომ ვიღაც გემოთმოყვარე იუდეველი რამოდენიმე ცოლს ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა, გაგდებულ ცოლებს მიყვებოდნენ ბავშვებიც და ვინ მოთვლის რამდენი ასეთი ქალი უსახლკაროდ ქუჩაში დარჩა, რამდენი ბავშვი მოაკლდა მშობლის მფარველობასა და ზრუნვას. და აი, იესო ქრისტემ, როგორც სრულუფლებიანმა კანონმდებელმა ახალი აღთქმისა, სრულიად შეცვალა ძველი აღთქმის მოსეს მცნება, და გვაჩვენა როგორი სიწმინდე და ძალა გააჩნია თავდაპირველ კანონს ქორწინებისა: ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, როცა ცოლი ვერ ერთგულებს ქმარს, როცა იგი ღალატობს მას, - მან იმრუშა იგი - ასეთი აძლევს მას საბაბს მრუშობისა, ქმრის სიცოცხლეში სცოდავს სხვასთან, - და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. იმიტომ, რომ მას რომ არ შეერთო, იგი შეიძლებოდა დაბრუნებოდა პირველ ქმარს და შერიგებოდა მას. ასეთი წმინდა და დაურღვეველია კავშირი ცოლ-ქმრობისა. ღმერთმა შექმნა რა ქმარი და ცოლი, აკურთხა და განსწმიდა მათი კავშირი მთელი ცხოვრება: „რათა ერთხორცად იქცნენ“; რაც ღმერთმა შეაერთა, ადამიანმა არ უნდა განაშოროს. ერთადერთი შემთხვევა, როცა უფალი უშვებს გაყრას - ესაა ღალატი ცოლისა, ან ქმრისა: მაშინ თავისთავად ირღვევა ქორწინების წმინდა კავშირი და დასაშვებია გაყრა, მაგრამ მაშინაც, ეკლესიის კანონით, რომელიც იცავს და განმარტავს ქრისტეს მცნებას, დამნაშავეს, ცოლი იქნება თუ ქმარი, ერთმევა უფლება ხელახალი ქორწინებისა. - „ქრისტემ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ცოლისათვის დახშო სხვა კაცთან შეუღლების კარი იმისათვის, რომ იგი ქმრისთვის უფრო ერთგული და უმწიკვლო გაეხადა, მისი სურვილის წინააღმდეგაც კი. ამრიგად, აქაც ქრისტე მაცხოვარი არ არღვევს ძველ სჯულს, არამედ მას შესძენს თავდაპირვანდელ სიმკაცრეს, სისუფთავესა და სიწმიდეს. - ბოლოს, დაუშვა რა განქორწინება მრუშების შემთხვევაში, აქაც მას მეტად ბრძნული მიზანი ამოქმედებდა. ქმრისთვის რომ სავალდებულო ყოფილიყო მოღალატე ცოლის სახლში გაჩერება, ამით მრუშებას თითქოს დასაშვებსა ხდიდა“. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
![]() ![]() |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
Amuza
აი ნაღდად საჩვენო თემაა, ეს კაცი და ქალი თანასწორია და ორივე შემთხვევაში მრუშობააო რომ იძახიან არის კიდევ ერთი მასონურ-იეღოველურ-თინეიჯერულ-ამერიკული მიდგომა მამა- პაპისგან გვისწავლია 1. ქალი უნდა ეგდოს სახლში 2. კაცმა შეიძლება გაიგულავოს, უკეთესიცაა, უფრო დააფასებს ოჯახს ![]() ეს დრო მენატრება (და ამას ამბები რომ მოყვა, როსტოვში სახელი რომ გაგვივარდა ორი მოზვერი ჩამოსულა გადათელეს ჩვენი ქალებიო) : ![]() ეეეეჰ Funkenstein ციტატა განვითვარებულ ქვეყნებში სიტყვა სიყვარული აღარ არსებობს და თუ არსებობს გაიგივებულია სექსთან. მართალია! არ იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა სექსი, მაგრამ მრავლდებოდნენ როგორღაც (ისე საიდან მოიტანე ეს საოცარი წინადადება) ![]() ციტატა და ჰომო-სოვიეტ-იკუსთა ნარევს ეგ ყველაფერი შენ ხარ, ჩვენ ნამდვილი მამაკაცები ვართ სიტყვა ჰომო ცუდად მხვდება ![]() ციტატა გურჯისტანში კაცი თუ ქალებში არ დადის უკაცრავად და პიდარასტის იარლიყი აქვს გამოწერილი. შეიძლება იმპოტენტიც იყოს, ინდივიდუალურია |
ann-ii |
![]()
პოსტი
#3
|
![]() narkozeli ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 5-July 08 მდებარ.: germania წევრი № 5,269 ![]() |
არ იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა სექსი, მაგრამ მრავლდებოდნენ როგორღაც სექსი თუ არ იცოდნენ როგორ მრავლდებოდნენ?უი ხო უბრალოდ ეს სახელი არ იცოდნენ ![]() ![]() იქნებ ვინმემ მიპასუხოს ითვლება თუ არა მრუშობად ცოლთან/ქმართან სექსუალური კავშირი რომელიც არ არის მიმართული ბავშვის ჩასახვისთვის? |
damiane80 |
![]()
პოსტი
#4
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
იქნებ ვინმემ მიპასუხოს ითვლება თუ არა მრუშობად ცოლთან/ქმართან სექსუალური კავშირი რომელიც არ არის მიმართული ბავშვის ჩასახვისთვის? არ ითვლება რა თქმა უნდა, მარტო გამრავლებაზე ხომ არ იმუშავებენ ცოლ-ქმარი ![]() პირიქით, ცოლ-ქმრული ურთიერთობა პირდაპირი დაცვაა ცოლისთვისაც და ქმრისთვისაც მრუშობის ვნებისა და შესაბამისად ცოდვისგანაც. ანუ ერთადერთი მიზანი ბავშვი კი არა, ერთმანეთის სიყვარულია, ბავშვის ჩასახვა არის ამ სიყვარულის შედეგი (და არა მიზანი). მაგრამ შენ თუ გულისხმობს ცოლ/ქმრის ურთიერთობას თანამედროვე დაცვის საშუალებებით, რომელიც ეწინააღმდეგებიან ბავშვის ჩასახვას (ანუ ცოლ-ქმარი თავს არიდებს ამ შედეგს), ეს რა თქმა უნდა ცოდვაა, მაგრამ არა მრუშობის ცოდვა, არამედ უფრო სხვა რამ. გაითვალისწინე, რომ ეს ჩემი კერძო აზრია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი