![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკატო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 ![]() |
გადავწყვიტეთ წინასაიუბილეოდ მოვაწყოთ 2 დღიანი მოლოცვა ყაზბეგში
მარშრუტი შემდეგნაირია: პირველ დღეს მოვივლით სიონს და სნოს ხეობას, სადაც შედის სოფლები აჩხოტი, სნო, ახალციხე და კარკუჩა. ეს არის სიონის ტაძარი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ყაზბეგში ![]() ![]() აჩხოტში არის ახალაშენებული წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი. წინამძღვარია მამა იაკობი ![]() ![]() ![]() სნოში არის 2 ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა და საპატრიარქოს ეზოში აგებული ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალი ტაძარი, წინამძღვარია მამა იოანე წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა ![]() საპატრიარქოს ეზოში აგებული ტაძარი ![]() სოფელ ახალციხეში არის ძალიან ძველი (თუ არ ვცდები მე-6 საუკუნის) ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ![]() სოფელ კარკუჩაში არის ახალი აგებული პატარა ბაზილიკა, სამწუხაროდ მისი ფოტო არ მაქვს/ პირველ დღეს თუ დრო დაგვრჩა (და თუ მძღოლი არ გაგვიგიჟდა ![]() ღამე დავრჩებით სოფ. აჩხოტში ჩვენ სახლში. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ სულ 6 საწოლია მთელ სახლში და ვისაც გაქვთ სპალნიკები წამოიღეთ რომ ძირს დაწვეთ, კომფორტს და აპარტამენტებს ვერ შემოგთავაზებთ ![]() მეორე დღეს დილით ადრე ავალთ გერგეტის სამებაში, ისე, რომ წირვას დავესწროთ ![]() ![]() ესეც გერგეტის სამება ![]() წირვიდან წამოსულები მოვილოცავთ სტეფანწმინდის ეკლესიას, რომლის ფოტოც სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ჩემს ალბომში, მოვნახავ და ჩავამატებ ![]() ამის მერე გავეშურებით დარიალის ხეობისკენ. მანამდე გზად არის სოფელი ცდო, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა და მეც არ მინახავს ჯერ, იქაც ავალთ აუცილებლად, ულამაზესი სოფელია ![]() ბოლოს კი დარიალის ხეობა, სადაც მიმდინარეობს უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ![]() მშენებარე ტაძარი დარიალში ![]() -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
![]() ![]() |
ანანო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
pataraoneli tvalchrelidze
ციტატა საიდან გადიხართ სპორტის სასახლესთან გვაქვს შეკრების ადგილი ![]() -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი