IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არა იმრუშო, სახარებიდან
მაშიკო
პოსტი May 29 2009, 03:54 PM
პოსტი #1


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



არა იმრუშო
მათე 5, 27-32
გესმა, ამბობს უფალი, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ეს მეშვიდე მცნებაა სჯულისა, რომელიც სინას მთაზე მიეცა ხალხს და ყველასათვის ცნობილი იყო ძველი დროიდან. ღვთის ეს აკრძალვა საკმარისი იყო ძველი ხალხებისთვის, რათა მას სული სუფთად დაეცვათ. ასე დიდად ბრძენი იოსები გაექცა პენტეფრის უსირცხვილო მეუღლეს, რითაც შეინარჩუნა სისუფთავე არა მარტო ხორცისა, არამედ სულისაც. ეხლა კი ფარისეველს შეეძლო საქმით არ შეეცოდა, მაგრამ სულსა და გულში დამღუპველი არაწმიდება ეტარებინადა ამავე დროს, ღვთის წინაშე, თავისი თავი მართლად წარმოედგინა; აი რატომ განგვიმარტა ქრისტე მაცხოვარმა, როგორც უმაღლესმა კანონმდებელმა, ეს მცნება და შეავსო კიდეც მან, ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა, - უყურებს ხილული თვალით თუ თავის გონებაში წარმოიდგენს ქალს ან გოგონას, გულის-თქმად, - ვინც უმზერს მის სილამაზეს და ამით აღვივებს ხორციელი ნდომის ცეცხლს და საკუთარი ნებით იზიდავს ამ მხეცს თავის დაწყნარებულ გულში, იგი უკვე ეხება ქალს, თუ ხელით არა, ცოდვიანი ხედვითა და ნდომით, - მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა. მართალია მან ცოდვა საქმით არ ჩაიდინა, მაგრამ რაღა ეკლდა მას? მას ეს არ შეეძლო: რომ შეძლებოდა, მაშინვე საქმით ჩაიდენდა მას. „ასევე ქალებიც, იკაზმებიან რა იმისათვის, რომ თავი მოაწონონ სხვას, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, სცოდავენ, თუმცა შეიძლება ისინი არავის მოსწონთ: მათ უკვე მოამზადეს საწამლავი, რომელიც უმოქმედოდ დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არავინ შესვა“.
ამრიგად, შესაძლოა შენ ვინმე ისე გიყვარს, რომ მას ენდობი, როგორც შენს მარჯვენა თვალს, და შენთვის იმდენად საჭიროდ თვლი, რომ შენს მარჯვენა ხელად მიგაჩნია იგი, - მაგრამ თუ იგი შენს სულს ვნებს, მაშინ შენ ასეთი ადამიანიც კი უნდა მოიკვეთო. შეამჩნიე აქ, როგორ გამოთქვამს: მაცხოვარი არ ამბობს: მოერიდე, არამედ, სურს რა დაგვანახოს თუ როგორ ძალიან საჭიროა მისგან მოშორება, ამბობს: „აღმოიღე და მოიკუეთე და განაგდე შენგან“. შემდეგ კი, როცა ასეთი მკაცრი მცნება მოგვცა, იქვე გვაჩვენებს მის სარგებელსაც: უმჯობესია შენთვის, რათა ერთი რომელიმე ასო შენი სხეულისა დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩააგდონ საუკუნო ცეცხლში, როცა შენი მეგობარი თავის თავს ვერ შველის და შენც თავისთან ერთად გღუპავს, - რანაირად შეიძლება ამაში დავინახოთ კაცთმოყვარეობა, თუ ორივეს დაღუპვა გელით? ხოლო თუ შენ დაშორდები მას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი თქვენგანი მაინც გადარჩება. მაცხოვარმა თქვა: არა მარტო აღმოიღე, არამედ განაგდე შენგან, რათა აღარასოდეს განაახლო ასეთთან მეგობრობა, თუ იგი არ გამოსწორდება. ამ გზით, შენ დაღუპვისგან იხსნი შენს თავს და მასაც გაათავისუფლებ შენი დაბრკოლებისათვის დიდი სასჯელისაგან. თუ შენთვის აუცილებელი იქნებოდა ორიდან ერთის არჩევა - ან თვალის შენარჩუნებით დაღუპვა, ანდა თვალის მოცილებით, ცოცხლად დარჩენა, რაზე დათანხმდებოდი შენ? ცხადია - უკანასკნელზე. ასევე განსაჯე ადამიანებზეც. ეხლა ხედავ რამოდენა სიყვარულითაა სავსე ქრისტეს მცნება? ხედავ, რამოდენა კაცთმოყვარეობაა ჩადებული მის მოჩვენებით სიმკაცრეში?“ ასე ხსნიან მაცხოვრის სიყვარულს წმინდა მამები: ოქროპირი, ათანასი, კირილე, ნეტარი თეოფილაქტე და სხვები.
მართლაცდა, თუ ამ სიტყვებს გავიგებთ პირდაპირ, მაშინ საჭირო გახდებოდა ენის ამოგლეჯაც, როცა იგი ცუდ სიტყვებს წარმოსთქვამდა; მოსაკვეთი გახდება სხეულის სხვა ნაწილებიც. მაგრამ იქნება კი სიკეთე აქედან, თუ ცოდვის სურვილი არ შეწყვეტდა გულში არსებობას? მუნჯსაც ხომ შეუძლია ბოროტსიტყვაობა და ბრმასაც შეუძლია ხორციელი ტკბობა. აი რატომაა საჭირო მაცხოვრის სიტყვები გავიგოთ შემდეგნაირად: „გაექეცი ყოველივეს, რასაც კი შეუძლია შენს გულში არაწმინდა გრძნობების აღძვრა, როგორიცაა: ვნებიანი სიმღერა, ცეკვა, ბილწსიტყვაობა, მოურიდებელი თამაშობა და ხუმრობა, მოურიდებელი სანახაობა, ისეთი წიგნის კითხვა, სადაც ვნებიანი სიყვარულია, და სხვა. ეცადე არც კი შეხედო იმას, რასაც შეუძლია შენი დაბრკოლება. თუ მტკიცედ განიზრახავ, რომ არ შეხედო იმას, რაც შენთვის დამაბრკოლებელია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ ამოიგდე დამაბრკოლებელი თვალი შენგან. შენ სხეულით არ სცოდავ: „ეს კარგია, დაიცავი გულიც ისეთ ქალწულებრივ სიწმინდეში, როგორშიც სხეული დაგიცავს“.
ვინც შეასრულებს ქრისტეს ამ მცნებას გულის სიწმინდეზე, მას აღარ დაჭირდება იმ შეწყნარებით სარგებლობა, რომელსაც მოსეს სჯული გულქვა ებრაელებს აძლევდა. თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, ვინც მოინდომებს ცოლთან განშორებას და სხვის შერთვას, იმან მიჰსცეს მას განსატევებელი - გაყრის საბუთი. ეს გაყრა დასაშვები იყო ძველ დროს იმიტომ, რომ მკაცრ ქმარს, რომელსაც ემორჩილებოდა ცოლი, როგორც მონა, შეეძლო მისი მოკვლა დაუცველად. ქრისტეს დროს ებრაელები ისე გადაგვარდნენ, რომ დაიწყეს ცოლების შეცვლა თავნებობით, სრულიად უმნიშვნელო მიზეზით, ოღონდ კი ყოფილი მეუღლისათვის მიეცათ განქორწინების საბუთი. ამრიგად, ისინი უკვე არაფრად აგდებდნენ ღვთისაგან დადგენილ მცნებას ქორწინებაზე, და ამავე დროს ცდილობდნენ ამოფარებოდნენ მოსეს სჯულს. ხდებოდა, რომ ვიღაც გემოთმოყვარე იუდეველი რამოდენიმე ცოლს ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა, გაგდებულ ცოლებს მიყვებოდნენ ბავშვებიც და ვინ მოთვლის რამდენი ასეთი ქალი უსახლკაროდ ქუჩაში დარჩა, რამდენი ბავშვი მოაკლდა მშობლის მფარველობასა და ზრუნვას. და აი, იესო ქრისტემ, როგორც სრულუფლებიანმა კანონმდებელმა ახალი აღთქმისა, სრულიად შეცვალა ძველი აღთქმის მოსეს მცნება, და გვაჩვენა როგორი სიწმინდე და ძალა გააჩნია თავდაპირველ კანონს ქორწინებისა: ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, როცა ცოლი ვერ ერთგულებს ქმარს, როცა იგი ღალატობს მას, - მან იმრუშა იგი - ასეთი აძლევს მას საბაბს მრუშობისა, ქმრის სიცოცხლეში სცოდავს სხვასთან, - და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. იმიტომ, რომ მას რომ არ შეერთო, იგი შეიძლებოდა დაბრუნებოდა პირველ ქმარს და შერიგებოდა მას. ასეთი წმინდა და დაურღვეველია კავშირი ცოლ-ქმრობისა. ღმერთმა შექმნა რა ქმარი და ცოლი, აკურთხა და განსწმიდა მათი კავშირი მთელი ცხოვრება: „რათა ერთხორცად იქცნენ“; რაც ღმერთმა შეაერთა, ადამიანმა არ უნდა განაშოროს. ერთადერთი შემთხვევა, როცა უფალი უშვებს გაყრას - ესაა ღალატი ცოლისა, ან ქმრისა: მაშინ თავისთავად ირღვევა ქორწინების წმინდა კავშირი და დასაშვებია გაყრა, მაგრამ მაშინაც, ეკლესიის კანონით, რომელიც იცავს და განმარტავს ქრისტეს მცნებას, დამნაშავეს, ცოლი იქნება თუ ქმარი, ერთმევა უფლება ხელახალი ქორწინებისა. - „ქრისტემ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ცოლისათვის დახშო სხვა კაცთან შეუღლების კარი იმისათვის, რომ იგი ქმრისთვის უფრო ერთგული და უმწიკვლო გაეხადა, მისი სურვილის წინააღმდეგაც კი.

ამრიგად, აქაც ქრისტე მაცხოვარი არ არღვევს ძველ სჯულს, არამედ მას შესძენს თავდაპირვანდელ სიმკაცრეს, სისუფთავესა და სიწმიდეს. - ბოლოს, დაუშვა რა განქორწინება მრუშების შემთხვევაში, აქაც მას მეტად ბრძნული მიზანი ამოქმედებდა. ქმრისთვის რომ სავალდებულო ყოფილიყო მოღალატე ცოლის სახლში გაჩერება, ამით მრუშებას თითქოს დასაშვებსა ხდიდა“.


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
llaasshhaa
პოსტი Jul 11 2009, 08:24 PM
პოსტი #2


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
ანუ მე თუ 2 შვილი მინდა... ეუფ არა არა სუ გავგიჟდი მგონი მოძღვარი არ მყავს

კაი იქნება თუ აიყვან smile.gif)


რატო ორი გყავდეს 12 laugh.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მაშიკო   არა იმრუშო   May 29 2009, 03:54 PM
Irma   ჩემი აზრით ძალიან ...   May 29 2009, 05:28 PM
მაშიკო   ირმა გეთანხმები ეგ...   Jun 1 2009, 03:19 PM
damiane80   ირმა გეთანხმები ე...   Jun 22 2009, 08:46 PM
გიორგი   damiane80 პრობლემა მხოლ...   Jun 22 2009, 09:27 PM
damiane80   გიორგი, შენ სადა ხა...   Jun 23 2009, 10:33 AM
Ligia   იტოგში ყანააა რა მ...   Jun 23 2009, 10:45 AM
მაშიკო   ახლა ამ საკითხზე ე...   Jun 23 2009, 10:45 AM
Ligia   სამწუხაროა მაგრამ...   Jun 23 2009, 10:53 AM
კანონისტი   გიორგი ვაი, რომ მარ...   Jun 22 2009, 09:34 PM
Amuza   damiane80 რა კარგად და ლ...   Jun 22 2009, 10:01 PM
leluka   გიორგი მე ვფიქრობ ...   Jun 22 2009, 11:30 PM
llaasshhaa   პ.ს. გეთანხმებით ყვ...   Jun 23 2009, 03:15 AM
აკაკი   Amuza <_< :angry: პ.ს. გეთა...   Jun 23 2009, 10:44 AM
Giorgi-   გიორგი შენ არ იძა...   Jun 23 2009, 10:28 AM
Amuza   გიორგი შენ არ იძახ...   Jun 23 2009, 01:08 PM
lingvo   "დავიწყება ისტორ...   Jun 23 2009, 11:19 AM
.:Lela:.   რა ხდება :huh: <_< -_-   Jun 23 2009, 02:11 PM
გიორგი   Giorgi- რატომ ხდება ჩემ...   Jun 23 2009, 03:09 PM
damiane80   გიორგი შეიძლება ე...   Jun 23 2009, 03:37 PM
Giorgi-   inaina "კაცი რაც არ უ...   Jun 23 2009, 03:43 PM
მაშიკო   inaina "კაცი რაც არ უნ...   Jun 24 2009, 09:09 PM
Funkenstein   განვითვარებულ ქვე...   Jun 23 2009, 03:44 PM
Giorgi-   Amuza აი ნაღდად საჩვე...   Jun 23 2009, 03:52 PM
ann-ii   არ იცოდნენ ჩვენმა...   Jul 11 2009, 07:06 PM
damiane80   იქნებ ვინმემ მიპა...   Jul 11 2009, 07:46 PM
ann-ii   არ ითვლება რა თქმა ...   Jul 11 2009, 08:17 PM
მაშიკო   ითვლება თუ არა მრუ...   Jul 11 2009, 08:33 PM
damiane80   მე ისევ იმას ვუბრუ...   Jun 23 2009, 03:57 PM
Giorgi-   damiane80 ჰოდა ამბობენ რ...   Jun 23 2009, 04:06 PM
inaina   ცოდვით გაუკუღმართ...   Jun 23 2009, 04:25 PM
Ligia   [b]Ligia ვაი, შენს პატრ...   Jun 23 2009, 04:49 PM
გიორგი   Ligia ნუ, ეს ისე, სიტყვ...   Jun 23 2009, 06:58 PM
Ligia   Ligia "ოქროს შუალედ...   Jun 24 2009, 11:42 AM
staywhite   გული მერევა ასეთ კ...   Jun 23 2009, 07:04 PM
გიორგი   Ligia ყველაზე სამწუხა...   Jun 23 2009, 07:17 PM
damiane80   სიძვა/მრუშობა მხოლ...   Jun 23 2009, 08:00 PM
m16   ოოო მოიცა რაა   Jun 24 2009, 12:02 PM
გიორგი   Ligia :wacko: ისე, კსტაწი, ...   Jun 24 2009, 02:10 PM
Giorgi-   გიორგი ცოტ-ცოტა ყო...   Jun 24 2009, 02:34 PM
Ligia   3. კედელზე თავის რტ...   Jun 24 2009, 06:09 PM
გიორგი   Giorgi- შენზე მომწერა მ...   Jun 24 2009, 02:59 PM
Giorgi-   გიორგი რა გინდა კ...   Jun 24 2009, 03:58 PM
ანნო   რაოო?????? :^) :P   Jun 24 2009, 06:57 PM
გიორგი   Ligia საერთოდ ქართულ ...   Jun 24 2009, 09:22 PM
damiane80   გენდერული თანასწ...   Jun 25 2009, 06:59 PM
Ligia   სამწუხაროდ ქართუ...   Jun 26 2009, 11:20 AM
გიორგი   damiane80 იდეა მართალია, ...   Jun 26 2009, 02:25 PM
damiane80   damiane80 იდეა მართალია,...   Jun 26 2009, 02:29 PM
tinatin*   მართალია დღეს ბევრ...   Jun 26 2009, 05:13 PM
გიორგი   tinatin მართალია დღეს ბ...   Jun 26 2009, 06:20 PM
მაშიკო   ვაფშემცტა მაგარი ...   Jun 28 2009, 01:49 PM
damiane80   ყველაფერი შეფარდ...   Jun 26 2009, 05:51 PM
Ligia   მაგ: თუ შენ ნახევრ...   Jun 26 2009, 06:02 PM
staywhite   გიორგი ნამდვილად, ...   Jun 26 2009, 06:45 PM
damiane80   :D გენიალურია "ს...   Jun 26 2009, 06:51 PM
KAIROS   :D გა-იხარე :D მარა მა...   Jun 26 2009, 07:09 PM
გიორგი   damiane80 მაზოხიზმი თუ კ...   Jun 26 2009, 07:54 PM
bekas   damiane80 მაზოხიზმი თუ კ...   Jun 28 2009, 08:42 PM
Giorgi-   გიორგი KAIROS ერთი მეგ...   Jun 26 2009, 11:12 PM
staywhite   გიორგი KAIROS Giorgi- damiane80 არ...   Jun 26 2009, 11:33 PM
tinatin*   გაიხარე მაშიკო, ვი...   Jun 29 2009, 09:51 AM
ნაინა   bekas გაიხარე, ამ საღა...   Jun 29 2009, 10:29 AM
damiane80   კიდევ ერთხელ უნდა ...   Jun 29 2009, 12:06 PM
მაშიკო   ჩაცმულობა უნდა იყ...   Jun 30 2009, 12:09 PM
damiane80   ეგ კი რა თქმა უნდა, ...   Jun 30 2009, 01:12 PM
მაშიკო   და საერთოდაც, ჩემი ...   Jun 30 2009, 01:29 PM
llaasshhaa   ეს და ეს არ ეწინაა...   Jul 11 2009, 08:10 PM
damiane80   ეს და ეს არ ეწინაა...   Jul 13 2009, 06:30 PM
llaasshhaa   ვფიქრობ კი ცოდვაა :...   Jul 11 2009, 08:19 PM
ann-ii   llaasshhaa ანუ მე თუ 2 შვი...   Jul 11 2009, 08:22 PM
llaasshhaa   კაი იქნება თუ აიყვ...   Jul 11 2009, 08:24 PM
ann-ii   llaasshhaa 12 არა 16 კიდე :D მ...   Jul 11 2009, 08:26 PM
llaasshhaa   :P თუნდაც :lol: ესეიგ...   Jul 11 2009, 08:31 PM
ann-ii   თუნდაც ესეიგი მე...   Jul 11 2009, 08:46 PM
მაშიკო   და ნორმალური პასუ...   Jul 11 2009, 09:20 PM
ann-ii   PM ში მიწერე რომელი...   Jul 12 2009, 09:35 PM
მაშიკო   არვიცი აქ არ შემოვ...   Jul 12 2009, 10:54 PM
ნაინა   ეხლა ვიღაც-ვიღაცეე...   Jul 11 2009, 08:31 PM
syd   მაშიკო ჭამის წინ ს...   Jul 11 2009, 09:23 PM
მაშიკო   [b]მაშიკო ჭამის წინ ...   Jul 11 2009, 09:30 PM
syd   მაშიკო მრუშობასთ...   Jul 11 2009, 09:32 PM
მაშიკო   მაშიკო მრუშობასთა...   Jul 11 2009, 10:11 PM
ann-ii   მაშიკო დიდი მადლო...   Jul 13 2009, 04:20 PM
llaasshhaa   ann-ii - როგორ უყურებს მ...   Jul 13 2009, 06:00 PM
ann-ii   [b]ann-ii - როგორ უყურებს...   Jul 14 2009, 04:53 PM
m16   სპირალი ხო, გასაგე...   Jul 13 2009, 06:06 PM
k@the   ღვტისმეტყველების ...   Jul 13 2009, 06:14 PM
damiane80   ღვტისმეტყველების ...   Jul 13 2009, 07:50 PM
llaasshhaa   damiane80 გასაგებია გეთა...   Jul 13 2009, 07:07 PM
k@the   damiane80 კაიროსის პოსტი...   Jul 13 2009, 08:16 PM
ნაინა   k@the მართალია, გუშინ ...   Jul 13 2009, 08:44 PM
damiane80   k@the მართალია, გუშინ ...   Jul 14 2009, 02:04 PM
llaasshhaa   კი :lol: შენ და შენი ...   Jul 30 2009, 10:09 PM
მაშიკო   იქნებ იყოს აქ სადმ...   Sep 10 2009, 12:35 AM
მხევალი ნინო   მაშიკო ხო, საინტე...   Sep 10 2009, 01:45 PM
Atman   ძალიან მარტივი კი...   Sep 10 2009, 01:59 PM
ა ნ უ კ ა   „პატივ ეც მამასა შ...   Sep 10 2009, 09:22 PM
მაშიკო   ,,მოიხსენე დღე იგი შ...   Sep 12 2009, 09:00 AM
gabisonia   Irma ამაში ცუდად მაქ ...   Sep 27 2009, 01:35 AM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი