![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
damiane80
ციტატა რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ სამყაროს კვლევა არც ათეისტების საქმეა ცალსახად და არც მორწმუნეების, რადგან მეცნიერება რელიგიისგან განცალკევებით მდგომია. ვერც ათეისტი ამტკიცებს, რომ პირველი აფეთქება (ე.წ. "დიდი აფეთქება", ანუ Big Bang) თავისით მოხდა, და ვერც მორწმუნე - რომ ეს ღმრთის ნებით მოხდა. ორივე რწმენის კატეგორიაა. მაგრამ ის, რაც მეცნიერულად მტკიცდება, მას წინ ვერც ათეისტი აღუდგება და ვერც მორწმუნე. ბოლო კვლევებით, სამყაროს ასაკი არის 13,5 მილიარდი წელი. ციტატა (1) რამდენად დოგმატურია ეკლესიის პოზიცია, რომ სამყაროს შეიქმნა ჩვ.წ ა. 5508 წელს? (2) საიდან მოდის ეს ციფრი და არის თუ არა ამაზე მსჯელობა წმინდა მამებთან? (3) თუ ადამიანს არ სწამს ამ ციფრის, ეს ცოდვაა ან მკრეხელობა???, თუ კი რატომ? (1) ეგ რიცხვი საერთოდ არ არის დოგმატიკის სფერო. მით უმეტეს, ყოველ ქრისტიანულ ერში ეს წელი სხვადასხვანაირად აღინუსხებოდა. მაგ., საქართველოში - 5604 წ. ქრ. შ-მდე. (2) 5508 წ. მიღებულია კალენდრის იუდეური აღრიცხვით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ძველი აღთქმის პატრიარქების ასაკთა ჯამს. (3) რამდენადაც თარიღი ტრადიცით არის მიღებული და არა დოგმატიკით, მისი არდაჯერება ცოდვის კატეგორიასაც კი არ განეკუთვნება, მით უმეტეს კი - მკრეხელობისას. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
damiane80 |
![]()
პოსტი
#3
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
damiane80 (1) ეგ რიცხვი საერთოდ არ არის დოგმატიკის სფერო. მით უმეტეს, ყოველ ქრისტიანულ ერში ეს წელი სხვადასხვანაირად აღინუსხებოდა. მაგ., საქართველოში - 5604 წ. ქრ. შ-მდე. (2) 5508 წ. მიღებულია კალენდრის იუდეური აღრიცხვით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ძველი აღთქმის პატრიარქების ასაკთა ჯამს. (3) რამდენადაც თარიღი ტრადიცით არის მიღებული და არა დოგმატიკით, მისი არდაჯერება ცოდვის კატეგორიასაც კი არ განეკუთვნება, მით უმეტეს კი - მკრეხელობისას. (1) "დოგმატიკაზე" უკვე ვთქვი, აქ ტერმინში არ არის საქმე. კი ბატონო შევცვალოთ და ვთქვათ "აღიარებულია თუ არა ეკლესიის მიერ ეს თარიღი სამყაროს დასაბამის თარიღად". თუ აღიარებულია რატომ???, ისე რატომაა განსხვავებული საქართველოში? (2) ანუ ეგ ნიშნავს, რომ მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, სამყარო 5508 წელზე მეტისააო, დაგეთანხმება? და ქრისტიანობის ძირი ძველი აღქმა არ არის??? (3) ნუ გავაუბრალოებთ ამ საკითხს, რომ არც ცოდვაა არც მკრეხელობა. დალოცვილებო, თუ არც ცოდვაა და არც მკრეხელობა, მაშინ საჭიროება რა არის ამ თარიღის არსებობის. იმიტომ, რომ , მეორეს მხრივ, ეს ფაქტი ბევრს "აბრკოლებს". აგერ ბატონო, მართლმადიდებლური საიტი, საეკლესიო კალენდარი.http://www.tveni.ge/. შედიხარ ამ საიტზე და ხედავ - სამყაროს დასაბამიდან გასულია- 7517 წელი. ახლა ამას, რომ ჯერ კიდევ სუსტი სარწმუნოებაში ადამიანი წაიკითხავს და მერე დინოზავრებზე ფილმს ნახავს - არ გაუჩნდება წინააღმდეგობა? თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი, არც დაზუსტებული, არც დოგმატურია და ამავდროულად ბევრს მინიმუმ გაუგებრობაში აგდებს, რა საჭიროა მისი აფიშირება ვერ ხვდები, ამაზე რაღაც ძალიან კონკრეტული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი