![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
damiane80
ციტატა (1) "დოგმატიკაზე" უკვე ვთქვი, აქ ტერმინში არ არის საქმე. კი ბატონო შევცვალოთ და ვთქვათ "აღიარებულია თუ არა ეკლესიის მიერ ეს თარიღი სამყაროს დასაბამის თარიღად". თუ აღიარებულია რატომ???, ისე რატომაა განსხვავებული საქართველოში? ყველგან განსხვავებულია. ეგ არის ბიზანტიური. სხვა არის რუსეთში, სხვა - საქართველოში. ციტატა (2) ანუ ეგ ნიშნავს, რომ მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, სამყარო 5508 წელზე მეტისააო, დაგეთანხმება? და ქრისტიანობის ძირი ძველი აღქმა არ არის??? მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, იესო მესიააო, არც იმაზე დაგეთანხმება და რა ვუყოთ? მორწმუნე იუდეველი არ მიხსენო ისრაელის მერე ![]() ![]() ![]() ციტატა (3) ნუ გავაუბრალოებთ ამ საკითხს, რომ არც ცოდვაა არც მკრეხელობა. დალოცვილებო, თუ არც ცოდვაა და არც მკრეხელობა, მაშინ საჭიროა რა არის ამ თარიღის არსებობის. იმიტომ, რომ ეს ფაქტი ბევრ "აბრკოლებს". აგერ ბატონო, მართლმადიდებლური საიტი, საეკლესიო კალენდარი.http://www.tveni.ge/. შედიხარ ამ საიტზე და ხედავ - სამყაროს დასაბამიდან - 7517 წლის წინ. საკითხს თავად მისი დამწერები აუბრალოებენ. და 7517 წელი საიდან არის მაინცო? და საერთოდ, ქართული ტრადიციით (ქორონიკონით) წელს არის: ხქიგ (7613) წელი დასაბამითგან სოფლისა და ცთ (2009) განხორციელებითგან სიტყვისა ღმრთისა. ციტატა თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი, არც დაზუსტებული, არც დოგმატურია და ამავდროულად ბევრს მინიმუმ გაუგებრობაში აგდებს, რა საჭიროა მისი აფიშირება ვერ ხვდები, ამაზე რაღაც ძალიან კონკრეტული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს. ამაზე ვერაფერს გეტყვი. თუმცა შეიძლება იარსებობს ტრადიციად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არის ტრადიცია, რა არის მეცნიერული შეხედულება და რა არის ეკლესიის სწავლება. ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 06:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი