![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
damiane80
ციტატა სიტყვებზე ერთმანეთს ნუ გამოვეკიდებით, ეს არ არის მთავარი, ალბათ გასაგებია რასაც ვგულისხმობ დოგმატურობაში, მაგალითად შეუძლია მღვდელს გამოვიდეს მრევლის წინაშე და თქვაა, რომ სამყარო შეიქმნა არა 7508 წლის წინ არამედ 13,8 მილიარდის წლის წინო"და გარდა ამისა, თუი ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი, საიდან ვამბობთ, რომ შექმნის თარიღია ჩვ.წ.ა 5508 წელი, მაშინ ვთქვათ, რომ არ ვიცით ზუსტად და საჭიროც არაა-თქო. დამიანე, რომც თქვას მღვდელმა სამყარო ამდენი წლის არისო და სწორი სხვა იყოს, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. კიდევ ერტხელ გეუბნები, ყველა განმარტება უფრო ფრთხილი და მიახლოებითია , ვიდრე იმპერატიული ტონით დაწერილი. არავინ კბილებით არ იცავს სამყაროს შექმნის თარიღს. მე ასეთი ჯერ არაფერი გამიგია. თუ მეცნიერებს აქვს ტავისი დასაბუთება, მე მგონი არც ეკლესია იქნება წინააღმდეგი, მათ მოუსმინოს. რა ვიცი აბა, რომლემა წმინდანმა თქვა დაჟინებით სამყარო ამდენი წლის არისო და რომელმა მსოფლიო კრებამ დაადასტურა ეს? მე მგონი არც ერტმა. ფრთხილი და სავარაუდო განმარტებები უფროა, ვიდრე რაიმე ცალსახა პოზიცია. თუ რაღაცას არასწორედ ვამბობ, ჩვენი კანონისტი, კანუდოსა, გიორგი და აფხაზი შეასწორებენ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
damiane80 |
![]()
პოსტი
#3
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
damiane80 დამიანე, რომც თქვას მღვდელმა სამყარო ამდენი წლის არისო და სწორი სხვა იყოს, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. კიდევ ერტხელ გეუბნები, ყველა განმარტება უფრო ფრთხილი და მიახლოებითია , ვიდრე იმპერატიული ტონით დაწერილი. არავინ კბილებით არ იცავს სამყაროს შექმნის თარიღს. მე ასეთი ჯერ არაფერი გამიგია. თუ მეცნიერებს აქვს ტავისი დასაბუთება, მე მგონი არც ეკლესია იქნება წინააღმდეგი, მათ მოუსმინოს. რა ვიცი აბა, რომლემა წმინდანმა თქვა დაჟინებით სამყარო ამდენი წლის არისო და რომელმა მსოფლიო კრებამ დაადასტურა ეს? მე მგონი არც ერტმა. ფრთხილი და სავარაუდო განმარტებები უფროა, ვიდრე რაიმე ცალსახა პოზიცია. თუ რაღაცას არასწორედ ვამბობ, ჩვენი კანონისტი, კანუდოსა, გიორგი და აფხაზი შეასწორებენ. ნინო გეთანხმები და მეც მაგას ვამბობ, რომ თუ ეს საკითხი "დოგმატურად" არავის არ გადაუწყვეტია, მაშინ აუცილებელია გაკეთდეს ცალსახა განმარტება ამაზე. იმიტომ, რომ მეორეს მხრივ, ეს ფაქტი ბევრს "აბრკოლებს". აგერ ბატონო, მართლმადიდებლური საიტი, საეკლესიო კალენდარი.http://www.tveni.ge/. შედიხარ ამ საიტზე და ხედავ - სამყაროს დასაბამიდან გასულია- 7517 წელი. ახლა ამას, რომ ჯერ კიდევ სუსტი სარწმუნოებაში ადამიანი წაიკითხავს და მერე დინოზავრებზე ფილმს ნახავს - არ გაუჩნდება წინააღმდეგობა? კანონისტი, რაც შეეხება ამას: ციტატა მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, იესო მესიააო, არც იმაზე დაგეთანხმება და რა ვუყოთ?[/ ეს იურისტების ხრიკია კითხვაზე თავის ასარიდებლად ![]() ახლა ეს: ციტატა 5508 წ. მიღებულია კალენდრის იუდეური აღრიცხვით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ძველი აღთქმის პატრიარქების ასაკთა ჯამს. იუდაველთა პოზიცია საინტერესოა ძველ აღქმასთან მიმარტებაში, რადგან ებრაელი ერთადერთი მართმორწმუნე ერი იყო ძველი აღქმისა. იუდაიზმი არის ქრისტიანობის საფუძველი (ისტორიულად მაინც), აქედან გამომდინარე, ის სწავლება, რაც მასშია მოცემული (მათ შორის სამყაროს წარმოშობის თარიღზე)მინიმუმ საინტერესოა ჩვენთვის. გარდა ამისა მათეს სახარება სულაც ამ საკითხით არ იწყება (წარმომავლობით). ასე, რომ თემა რომ რაღაც მიმართულებით წავიყვანოთ ალბათ სასურველია, პირველ რიგში ვინმემ კომპეტენტურად ჩამოაყალიბობს, საერთოდ რას ეფუძნება სწავლება სამყაროს 7517 წლიანი არსებობის არსებობის შესახებ. ამით დავიწყოთ, მერე დანარჩენზე გადავიდეთ.damiane80 დოგმატური სწავლება: სამყაროს შექნის შესახებ მოსეს მიერ ჩამოყალიბებული დიდებული სქემიდან რამდენიმე უშუალო დასკვნა გამომდინარეობს, კერძოდ: 1. თუ როგორ წარმოიშვა სამყარო: ა. სამყარო მუდმივად არ არსებობს, იგი დროში წარმოიქმნა; ბ. სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს; გ. სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ; დ. სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო თავისუფალი ნების ნაყოფია; ე. სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით. 2. თუ როგორი ბუნებისაა სამყარო: ა. სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული; ბ. სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში; გ. ღვთის ბრძანებით ყოველივე დედამიწაზე არსებული შექმნილია მიწიერი სტიქიონებიდან, „გამოყვანილია“ წყლისა და მიწისაგან, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც თავისთავში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ატარებს. 3. თუ როგორია შესაქმის შედეგები: ა. სხვადასხვაა ღვთაებრივი ბუნება და სამყარო. სამყაროც თავის მხრივ ღვთისგან განსხვავებული ბუნების მქონედ რჩება; ბ. სამყაროს შექმნით ღმერთს არაფერი დაჰკლებია და არც არაფერი შეჰმატებია; გ. სამყაროში, თვით ღმერთის გარდა არაფერია შეუქმნელი; დ. ყოველივე შეიქმნა „ფრიად კეთილად“, რაც ნიშნავს, რომ ბოროტება სამყაროს შექმნისას არ გაჩენილა. ანუ საეკლესიო სწავლება სამყაროს შექმნის თარიღზე საერთოდ არ არსებობს???? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი