![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
- ჩვენს მიერ ხილული სამყარო ანუ ის, რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით შეიქმნა დაახლოებით 13-14 მლრდ წლის წინ.
- დედამიწა, მზე და საერთოდ მთლიანი მზის სისტემა შეიქმნა დაახლოებით 5 მლრდ წლის წინ. - პირველი მიკროსიცოცხლე ბაქტერიების დონეზე შეიქმნა დაახლოებით 3-4 მლრდ წლის წინ. - შესაბამისად არსებობდა იურული ეპოქაც, დინოზავრებიც, მოგვიანებით მამონტებიც და ა.შ. - მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში იცვლებოდა მსოფლიო ოკეანის და კონტინენტების ფორმა-მოხაზულობები. - მართალია ევოლუციის თეორია, სადაც მიმდინარეობს ორგანიზმების გარდაქმნა მარტივიდან რთულისაკენ. - დედამიწა არასოდეს არ გაჩრებულა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას, შესაბამისად არც მზეც, ეს ეხება იესუ ნავეს დღეებსაც. - წვიმა მოდიოდა წარღვნამდეც და თანაც მილიონობით წლით ადრე. - ნოეს კიდობანში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა აბსოლუტურად ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმი, მათი რაოდენობა რამოდენიმე მილიონია, შესაბამისად გარკვეული ცხოველები და ფრინველები გადარჩნენ კიდობნის გარეთაც. - შესაბამისად წარღვნა იყო ლოკალური მოვლენა და მსოფლიო ოკეანის დონე კილომეტრებით არ აწეულა, პრინციპში არც კი მესმის ამდენი წყალი საიდან უნდა გაჩენილიყო მაშინ როდესაც მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის ყინულების აბსოლუტური დნობის შედეგად მხოლოდ 80-100 მეტრით თუ აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე. P.S. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ეს ფაქტები არ უარყოთ "მეცნიერულად", თორემ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 08:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი