![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
damiane80
ციტატა გიორგი შენი აზრი, თუ მე სწორად გავიგე არის, რომ ადამიანი განვითარებულია მაიმუნია კი, ეს არის ჩემი აზრი. თუმცა არა მარტო ჩემი აზრი. ამას იმდენი დასაბუთება, არგუმენტაცია, მტკიცებულება და ლოგიკურობა ახლავს თან, რომ უბრალოდ მიჭირს უარყოფა. ვერ უარყოფ ამას. ფაქტების უარყოფა ძალიან ძნელია. ციტატა შემდეგ მიეცა მას სული. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან ევოლუციის თეორია ძალიან არგუმენტირებულია, ადამიანის სხეულის ფორმა, ასაკი, განვითარების საფეხურები და ძალიან ბევრი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მტკიცებულება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ევოლუციის თეორია მართალია. აი, სულის არსებობა, პიროვნული ინდივიდუალიზმის თვითგანცდა ძალიან რთული საკითხია, ეს არა მგონია იყოს ფიზიკური ევოლუციის შედეგი, ადამიანი დაახლოებით 200.000 წლის წინ გახდა ინტელექტუალური არსება, ალბათ ამ დროს გაჩნდა სულიც. ციტატა ადამს და ევას რას უშვები, თუ მორწმუნე არ ხარ საერთოდ. ადამი და ევაც 7 დღის მსგავსად მიმაჩნია სიმბოლურ არსებებად, რომელიც პრიმიტიული აზროვნების დონეზე განასახიერებს სწორედ ჰომოსაპიენსის პირველ ადამიანებს, რომლებსაც ცნობიერების შეგრძნება ჰქონდათ და დღევანდელი შუამდინარეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. სხვანაირი წარმოდგენის შექმნა უბრალოდ მეცნიერების უარყოფაა. ფაქტების უარყოფა. დამზერილის და დაკვირვებულის უკუგდება. არსებულის არ არსებულად გამოცხადება და ასევე პირიქით, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ სურვილებისა. აი, ადამიანი და სამყარო რომ ვითომ 7 ათასი წლის წინ წარმოიშვა და თანაც ყველა სახეობა დამოუკიდებლად, ყოველგვარი ევოლუციის გარეშე, არის ძალიან დიდი სისულელე. აქ უკვე აღარაფერზე აღარაა ლაპარაკი საერთოდ და სხვა რამის მტკიცება იმას ნიშნავს, რომ დედამიწა გაჩერებულია და მზე ბრუნავს მის გარშემო... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი