რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
damiane80 |
Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
ვეშაპო |
Jul 17 2009, 05:07 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
სხვათაშორის, ამ საკითხზე ვესაუბრე ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოს ნიკოლოზს, რომელიც განათლებით არის ფიზიკოსი.
მის სახლში ვნახე ქვა, რომელზედაც აღბეჭდილი იყო ზემოდან ტრილობიტი. მეუფემ მითხრა, რომ რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით დადგენილია, რომ ეს არის 350 000 000 წლის ქვა. მე ვკითხე, მეუფე ეს როგორაა საერთოდ, წინააღმდეგობაში არ მოდის ბიბლიასთანთქო? და ასეთი რამე მითხრა. ასეთი ქვების თუ ნივთების ასაკს ადგენენ ნახშირბადის (თუ რაღაც მაგვარი) მეთოდით. ამ მეთოდით დგინდება, თუ რამდენ ნაწილაკს უნდა შეიცავდეს ესა, თუ ის ელემენტი და წელიწადში რა რაოდენობას კარგავს თვითდაშლის პროცესში. ამ მეთოდით ნახულობენ, რამდენი არის დაკარგული და აქედან ანგარიშობენ წლებსო. თუმცა, აქ არის ერთი მაგრამო. მე ახლა ამ სანთელს ავანთებო და დავდგამო. ეს სანთელი უნდა დაიწვას წესით 2 საათშიო, მაგრამო თუ ზევით დავდგი, სადაც მეტი სითბოა, მაშინ დაახლოებით ნახევარ საათში დაიწვება, ხოლო თუ სიცივეში შევდგი 4-5 საათი ენთებაო. თუ ჟანგბადით გაჟღენთილ გარემოში შევდგამ, შეიძლება 5 წუთში ჩაიწვას, ხოლო თუ ჰარს მოვაკლებ შეიძლება მთელი 2-3 დღე იბჟუტიალოსო. მე თამამად შემიძლია ვთქვაო, რომ ეს ნივთი 5 000 წლის არისო, თუმცა იმასაც ვერ ვუარყოფო, რომ ნახშირბადის მეთოდით გამოკვლევა 350 000 000 წელს აჩვენებსო, ვინაიდან ეს მეთოდი გათვლილია ერთნაირ გარემოში არსებულ პირობებში ნივთიერების თვითდაშლის პროცესზეო. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 05:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი