![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ვეშაპო
ციტატა მე თამამად შემიძლია ვთქვაო, რომ ეს ნივთი 5 000 წლის არისო, თუმცა იმასაც ვერ ვუარყოფო, რომ ნახშირბადის მეთოდით გამოკვლევა 350 000 000 წელს აჩვენებსო, ვინაიდან ეს მეთოდი გათვლილია ერთნაირ გარემოში არსებულ პირობებში ნივთიერების თვითდაშლის პროცესზეო. და კოსმოლოგიური მეთოდები? არ არის ეგრე. ერთია ნახშირბადით დათარიღება, მაგრამ სხვა არის ასტროფიზიკური მეთოდები, ასევე ატომური მეთოდები, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტით აღწერს რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად-დაშლის პროცესებს. afxazi ციტატა იქნებ ფაქტებით გაგვიმყარო ეს აზრი ![]() ![]() აი, ეს არის ხარის და ცხენის გამოსახულებები. ნაპოვნია სამხრეთ საფრანგეთში და წარმოადგენს კლდის-ქვაბულის მხატვრობას. ნახატები დათარიღებულია 32,000 წლით. ანუ 32,000 წლის წინ უკვე ადამიანს აზროვნება ჰქონდა იმისთვის საკმარისი რომ ცხოველების პრიმიტიული ნახატები დაეხატა. იმავე ადგილებში ნაპოვნია სხვადასხვა მხატვრობები, რომლებიც თარიღდება 15,000 წლით. დათარიღების მეთოდები ერთის მხრივ ძალიან სერიოზული და კომპლექსურია +/-20%-იანი ცდომილებით, მეორეს მხრივ კი ზუსტად ჯდება მთლიან ლოგიკურ ბმულში, რომ ადამიანი 200,000 წლისაა და რომ გაცილებით ძველი თავის ქალის ნაშთები, რომლებიც თარიღდება 120-150 ათასი წლით რომ საკმაოდ სწორია. ასევე, ამის ლოგიკური გაგრძელებაა ადამიანის 2 მლნ-წლიანი ევოლუციის თეორია. ამგვარი დათარიღების მეთოდებს, რომ სულაც გავანებოთ თავი, ასტროფიზიკური მეთოდებით ვიცით რომ დედამიწა რამოდენიმე მილიარდი წლისაა, ასეულობით მილიონი წლის არიან ძუძუმწოვრები და ამ ყველაფრის ფონზე ადამიანის შექმნა 5-7 ათასი წლით სრულიად არალოგიკურია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი