რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
damiane80 |
Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
გიორგი |
Jul 18 2009, 01:35 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
G_I_O_R_G_I_
ციტატა რაც ადამი და ევას შეეძინათ შვილი იმ პერიოდიდან კაცობრიობა არსებობს რამდენიმე ათასეული წელია არადა არსებობს გონიერი ადამიანის არსებობის დამამტკიცებელი ფაქტები გაცილებით დიდი ასაკის, 20.000-30.000 წლის წინანდელი ნახატების და შრომის იარაღების ჩათვლით. აი, ზემოთ მოყვანილი ხარის და ცხენის გამოსახულებები სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულებში სულ მცირე 15,000 წლის არის. აგერ მაგალითად 30,000 წლის ქვის ბუნიკი და საჭყლეტი: არსებობს უამრავი ნაკეთობა (ხელოვნური), რომელიც რამოდენიმე ათეული ათასი წლისაა და დათარიღების ცდომილება მხოლოდ 2-3 ათასი წელი შეიძლება იყოს, მეტი - არა. გარდა ამისა არსებობს ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები, რომლებიც პრაქტიკულად იდენტურია დღევანდელი ადამიანის თავის ქალის მოყვანილობის, ზუსტად იგივეა, და ეს ნაშთები თარიღდება ზოგჯერ 100,000 - 120,000 წლით. რა ვუყოთ ამ მტკიცებულებებს? ესენი ჰაერიდან კი არ არიან მოსული? დნმ-ს ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ანალიზი ამტკიცებს, რომ დღევანდელი აღნაგობის ადამიანი არსებობდა 200,000 წლის წინათ. და აქ უკვე იმდენად მაღალ სიზუსტეზეა ლაპარაკი, რომ არამც თუ თარიღი არამედ ადამიანის სხეულის რეკონსტრუქციაც შესაძლებელია. აჰა, აგერ კიდევ ქალის გამოსახულების ქანდაკება, 28,000 წლის წინანდელი. აგერ, 200,000 წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა: ვინ ხატავდა ამ ნახატებს, ვინ თლიდა ამ სამუშაო იარაღებს, ვინ ძერწავდა ამ ქანდაკებებს ათეულობით ათასი წლის წინ, ანდა ვის ეკუთვნის დღევანდელი ადამიანის იდენტური ფორმის თავის ქალები, რომელთა თარიღი ასეული ათასი წლებით განისაზღვრება? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 07:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი