რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
damiane80 |
Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
გიორგი |
Jul 18 2009, 01:57 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
afxazi
ციტატა ის მაინტერესებს მსჯელობისას არ ვაქცევთ ყურადღებას რა წერია ბიბლიაში თუ რა ხდება. ვიცი რაც წერია ბიბლიაში. ისე, არა მგონია ეს ყველაფერი არსებითად ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიას, მაგრამ დავუშვათ და ასეა, მაშინ უარი უნდა ვთქვათ მეცნიერებაზე? ფაქტია რომ დათარიღების მეთოდები საკმაოდ ზუსტია და ადამიანის არსებობის და მათ მიერ შექმნილი ინსტრუმენტების ასაკი კი დაახლოებით 200,000 წელი. რა ვქნათ? თვალებში ნაცარი შევიყაროთ და ვიძახოთ რომ - "არა, შეუძლებელია ასე იყოს და ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის არისო." მეცნიერების ამ დასკვნების არანაირი კონკრეტული საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს და შეუძლებელია-შეუძლებელიას ძახილი არ არის სწორი... აგრეთვე არსებობს რაღაც ნიუანსები რასაც ყურადღება უნდა დაეთმოს, მაგალითად სამყარო თითქმის 9-10 მილიარდი (და არა მილიონი) წელი არსებობდა დედამიწის და მზის გარეშე. დედამიწა კი დაახლოებით 2 მილიარდი წელი არსებობდა სიცოცხლის გარეშე და პრაქტიკულად 4,5 მილიარდი წელი ადამიანის გარეშე. P.S. - დასკვნა რომ დედამიწა მილიარდობით წლისაა. - დასკვნა რომ იურული ეპოქა არსებობდა. - დასკვნა რომ ევოლუციის შედეგად განვითარდა ცოცხალი სამყარო. - დასკვნა რომ ადამიანი 200,000 წლისაა. ემყარება კონკრეტულ (და საკმაოდ სერიოზულ) არგუმენტებს, ფაქტებს და მტკიცებულებებს და რაც მთავარია საკითხის ასე დაყენება მიზნად ისახავს ობიექტური რეალობის დანახვას და არა ვინმეს რწმენის შეცვლას, მოდერნიზაციას ან საერთოდ გაუქმებას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი