![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
გიორგი
ციტატა ისე, არა მგონია ეს ყველაფერი არსებითად ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიას, მაგრამ დავუშვათ და ასეა, მაშინ უარი უნდა ვთქვათ მეცნიერებაზე? თუ ათეისტური ცნობიერებიდან ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რა წერია ბიბლიაში, მაგრამ როდესაც მორწმუნეობაზე ვდებთ თავს მე მგონი ამოსავალი წერტილი ბიბლია უნდა იყოს, ხოლო მეცნიერება მისი შემავსებელი, რაც არსებითად შესაძლებელია თუკი ბიბლიას, როგორც მითოლოგიურ თხრობად არ მივიჩნევთ. შენ დაწერე რომ ადამიანი მაიმუნისგან განვითარდა და მოგვიანებით შეეძინა მას სული, ეს ბიბლიას კი არა ლოგიკურობასაც ეწინააღმდეგება, რომ არაფერი ვთქვა ზოგადდ საეკლესიო მოძღვრებაზე. აქა ამაზე მაქვს საუბარი, თორემ იმას არავინ ამტკიცებს სამყარო ამდენი ათასი წლისააო, პირიქით ვიზიარებ მეცნიერულ შეხედულებას თუნდაც სამყაროს რამდენიმე მილიონი წლის წინადელობაზე. ეკლესიისთვის არსებითი ადამიანი იყო და არა სამყაროს ხნოვანება, უფრო სწორად ადამიანის ღვთისგან შექმნილობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი