სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| damiane80 |
Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
| გიორგი |
Jul 18 2009, 01:57 PM
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
sable
ციტატა მეცნიერული თვალსაზრისით რომელიც ერთის მხრივ გამორიცხავს სამყაროს შექმნას ღვთის მიერ და სხვადასხვა თეორიებს აყალიბებს. რატომ თვლი რომ მეცნიერება სამყაროს ღვთის მიერ შექმნილობას გამორიცხავს? ე.ი. რა გამოდის თუ დედამიწა/სამყარო მილიარდობით წლისაა მაშინ არაა ღმერთის შექმნილი და თუ 7 ათასი წლისაა მაშინ ღმერთის მიერაა შექმნილი? ანდა იგივე ადამიანი... თუ 200 ათასი წლისაა მაშინ არ არის ღმერთის მიერ შექმნილი და თუ 7 ათასი წლისაა მაშინ ღმერთის მიერ შექმნილია? afxazi ციტატა თუ ათეისტური ცნობიერებიდან ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რა წერია ბიბლიაში მოდი ცნობიერებას დავარქვათ ობიექტური ცნობიერება. არც ათეისტური, არც დეისტური, არც რელიგიური, არც აგნოსტიკური და არც გნოსტიკური, უბრალოდ ობიექტური. მე ჩამოვწერე ფაქტები და ილუსტრაციები, რომლეციც პირველ რიგშია ადასტურებს, რომ ადამიანი 200,000 წლის არის ანუ ადამიანი ამ ფორმით ცხოვრობს დედამიწაზე დაახლოებით ორი ათასი საუკუნეა. ეს არის ფაქტი. მაიმუნისგან შექმნა ცოტა მეორადი საკითხია, რომელიც რა თქმა უნდა ლოგიკურად მოსდევს ამ ყველაფერს, მაგრამ ამის პირდაპირი და უპირობო დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. რაც შეეხება ადამიანის ორი ათას საუკუნოვან ისტორიას (ანუ ორასი ათასი წლის) - ეს არის ძალიან ზუსტი და კონკრეტულად დამტკიცებად ფაქტი. ჩვენი წელთაღრიცხვის 20 საუკუნე და რაოდენ უზარმაზარიც არ უნდა გეჩვენოს 1980 საუკუნე ანუ 198,000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ეს არის ადამიანის ისტორია. ამას ამტკიცებს და ადასტურებს რამოდენიმე მეცნიერების მიმართულება და დათარიღების კომპლექსური მეთოდები, ადამიანის ნაშთებზე, პრიმიტიულ შრომის იარაღებზე და ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით. შენ უნდა თქვა, რომ ყველა ეს მეთოდი + დნმ-ის ანალიზები + გეოლოგიური დათარიღების მეთოდები მცდარია ანდა უნდა აღიარო, რომ ადამიანი 200,000 წლის არის. თანაც არანაირი სერიოზული არგუმენტი იმისა, რომ მეცნიერების ეს დისციპლინები ცდებიან არ არსებობს. და რას ფიქრობ შენ პირადად? მცდარია ყველა ეს გამოკვლევა? თუ ადამიანი 200,000 წლისაა? ახლა რაც შეეხება ადამიანის მაიმუნისგან წარმოშობას... ამას ცხადია ასე უპირობოდ ვერ დაამტკიცებ, მაგრამ ძალიან სერიოზული არგუმენტაცია აქვს ამასაც საფუძვლად. ნაპოვნია უამრავი თავის ქალა და ძვალი, რომელიც თარიღდება 300.000, 400.000, 500.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000 წლით. ამ თავის ქალების ანალიზი და შესაბამისი სხეულების რეკონსტრუქცია გვაძლევს რაღაც არსებების სხეულების ფორმებს, რომლებიც რაც უფრო ახალია მით უფრო გჰავს ადამიანს და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს არის მაიმუნთან. ე.ი. დაახლოებით 350,000 წლის წინ ნაპოვნი თავის ქალა თითქმის ადამიანისას ჰგავს, ასევე რეკონსტრუქტირებული სხეულიც და სადღაც 2.000.000 წლის წინანდელი თავის ქალა და ჩონჩხი ძალიან ახლოს არის მაიმუნთან. ე.ი. მათი ქრონოლოგიურად დალაგების შემდეგ ვიღებთ ევოლუციის ძალიან კარგ სურათს თუ როგორ თანდათანობით ჩამოყალიბდა დღევანდელი ადამიანის სხეული. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ყველა ეს არსებები მართლაც მაგ პერიოდებში ცხოვრობდნენ დედამიწაზე და ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ისისნი, აღვადგინოთ მათი სხეულის ფორმა და ა.შ. თუმცა მიუხედავად ასეთი თვალსაჩინოებისა პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი რომ ეს ასე იყო არ გვაქვს. ციტატა შენ დაწერე რომ ადამიანი მაიმუნისგან განვითარდა და მოგვიანებით შეეძინა მას სული ეს ჩემი ვარაუდია. ადამიანი, რომ მაიმუნისგან განვითარდა ეს ძალიან მალე დამტკიცდება გვინდა თუ არ გვინდა. პრინციპში ყველანაირი კვლევა სულ უფრო და უფრო მეტს ასაბუთებს ამის შესახებ და პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ ეს ასეა. რაც შეეხება სულის მოგვიანებით მიღებას, ეს ჩემი ვარაუდია, მაიმუნს სული ვერ ექნებოდა, ამიტომ ის მან რაღაც ეტაპზე შეიძინა (ალბათ). ამას ვერანაირი მეცნიერება ვერც დაამტკიცებს და ვერც უარყოფს. ისე თავისთავად ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენია ღმერთის მიერ ადამიანის შექმნა? რატომ გაურბიხარ ევოლუციას? ღმერთი ნამდვილად არ ჩამოვიდოდა ფიზიკურად დედამიწაზე და ხელებით თიხისგან/ტალახისგან არ მოზილავდა ადამიანის ფიგურას. შენ როგორ გესმის და როგორ წარმოგიდგენია ადამიანის შექმნის სპონტანური მომენტი? არ იყო და უეცრად გაჩნდა დედამიწაზე? ეს ხომ უაზრობააა... თანაც ბევრისგან გამიგია, რომ ის ეთანხმება ცხოველთა ევოლუციას, მაგრამ არა ადამიანის. ახლა რა გამოდის, ყველაფერი ევოლუციის შედეგად იქნა მიღებული და შემდეგ ადამიანის ფორმა უეცრად გაჩნდა? ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა შექმნა მზე, მთვარე და ციური სხეულები. არადა აბსოლუტურად ყველა მათგანი შექმნილია მაკროკოსმოსური ევოლუციით, მილიარდობით წლის განმავლობაში გაზ-მტვეროვანი ნისლეულების ბრუნვით. უცბად და არაფრისგან ისინი არ გაჩენილან. ეს ყველაფერი მტკიცდება. და რატომ არ შეიძლება ადამიანის მაიმუნისგან თანადათანობით ტრანსფორმაციას ადამიანის შექმნა ვუწოდოთ? მხევალი ნინო ციტატა თუ 28 000 წლის წინ, მხოლოდ ასეთი პრიმიტიული იარაღების კეთება შეეძლოთ, რაღაც განვითარების ტემპი ვერ ჯდება ლოგიკაში. ანუ ასეულობით ათასი წელი, ადამინი პრიმიტივი იყო და სადღაც 1-ლი საუკუნიდან დღემდე, ანუ 2000 წელში ამხელა ნახტომი გააკეთა განვითარებასი პირიქით. განვითარების ტემპი ძალიან კარგად ჯდება ლოგიკურობაში. 30,000 წლის წინ ნამდვილად ხატავდა ადამიანი პრიმიტიულ კონტურებს და აკეთებდა პრიმიტიულ იარაღებს და მართლაც გადიოდა ათასწლეულები და არაფერი იცვლებოდა. ადამიანის განვითარება ხდება ლოგარითმული კანონით ანუ რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო დიდი ტემპებით ვითარდება. თვითონ განვითარების ტემპი მატულობს წარმოუდგენელი სისწრაფით. თავი დავანებოთ 30,000 წელიწადს და განვიხილოთ ჩვენი წელთაღრიცხვა, ბოლო 20 საუკუნე. ე.ი. I საუკუნიდან პრაქტიკულად მე-15 საუკუნემდე ყველაფერი იდენტური იყო მთელი 1500 წლის მანძილზე, დადიოდნენ ცხენებით, დაცურავდნენ იალქნიანი ნავებით, ხელში ხმალი და მშვილდ-ისარი ეჭირათ. შემდეგ 3-4 საუკუნე, ანუ მე-16, მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში უცბად აჩქარდა განვითარების ტემპები და 300-400 წელიწადში გაკეთდა შეუდარებლად მეტი ვიდრე წინა 1500 წლის მანძილზე. შეიქმნა ორთქლის ძრავები გემებისთვის და მატარებლებისთვის, გაკეთდა ცეცხლსასროლი იარაღი, თოფები, ზარბაზნები, დაიწყეს წიგნები და ჟურნალების ბეჭდვა, გაკეთდა ტელესკოპები და ა.შ. უკვე გაჩნდა ტექნიკური პროგრესის ცნება. აი, მე-20 საუკუნეში კი გაცილებით დიდი იყო განვითარება ვიდრე გასულ 19 საუკუნეში ერთად. ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ცხენებშებმული ეტლით ან მაქსიმუმ ორთქლმავალით დადიოდა ერთ საუკუნეში გაფრინდა კოსმოსში და არა მარტო ახლოს კოსმოსში არამედ ფეხი დადგა მთვარეზეც. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
damiane80 რომელია სამყაროს შექმნის თარიღი Jul 15 2009, 11:36 AM
tamuna m მეუფე ანდრიამ ჩაატ... Jul 15 2009, 11:51 AM
k@the ასეთი თემაც არსებო... Jul 15 2009, 11:55 AM
damiane80
ჰო გადავხედე, მაგრ... Jul 15 2009, 12:41 PM
მხევალი ნინო damiane80
დოგმატური შეი... Jul 15 2009, 12:48 PM
კანონისტი damiane80
სამყაროს კვლე... Jul 15 2009, 12:51 PM
damiane80
damiane80
(1) ეგ რიცხვი სა... Jul 15 2009, 01:09 PM
damiane80
სიტყვებზე ერთმან... Jul 15 2009, 12:54 PM
კანონისტი damiane80
ყველგან განსხ... Jul 15 2009, 01:17 PM
მხევალი ნინო damiane80
დამიანე, რომც ... Jul 15 2009, 01:25 PM
damiane80
damiane80
დამიანე, რომც თ... Jul 15 2009, 05:41 PM
damiane80 ა ბატონო კიდევ ერთ... Jul 15 2009, 05:53 PM
afxazi მართალია ვერაფერს ... Jul 15 2009, 01:56 PM
damiane80
აგაშენა ღმერთმა, მ... Jul 15 2009, 05:18 PM
კანონისტი damiane80
დოგმატური სწავ... Jul 15 2009, 05:21 PM
კანონისტი damiane80
არა, არ არსებობ... Jul 15 2009, 06:33 PM
abo მე მგონი აქ გაურკვ... Jul 15 2009, 06:44 PM
damiane80
ხოდა კანონისტ ამა... Jul 15 2009, 06:56 PM
sable damiane80
ვინ იცის ერთი თ... Jul 16 2009, 03:29 AM
damiane80
და ვინმემ აქ სხვაგ... Jul 16 2009, 01:05 PM
sable
და ვინმემ აქ სხვაგ... Jul 18 2009, 03:18 AM
გიორგი - ჩვენს მიერ ხილული ... Jul 16 2009, 03:30 PM
damiane80
ეს რატომ???
- ჩვენს ... Jul 16 2009, 06:18 PM
გიორგი damiane80
იმიტომ აღმოჩნ... Jul 16 2009, 06:58 PM
damiane80
ეს რაღაც დარვინის... Jul 16 2009, 07:46 PM
გიორგი damiane80
რომელიც უალტე... Jul 16 2009, 07:52 PM
damiane80
damiane80
რომელიც უალტე... Jul 17 2009, 02:21 PM
გიორგი damiane80
კი, ეს არის ჩემ... Jul 17 2009, 03:32 PM
afxazi გიორგი
თუ ამას სერ... Jul 17 2009, 03:40 PM
ვეშაპო სხვათაშორის, ამ სა... Jul 17 2009, 05:07 PM
damiane80 მოდი ვინმემ დადოს ... Jul 17 2009, 06:19 PM
გიორგი ვეშაპო
და კოსმოლო... Jul 17 2009, 07:10 PM
afxazi გიორგი
მე ადამიან... Jul 17 2009, 07:59 PM
G_I_O_R_G_I_ ჩემი აზრი ამ საკით... Jul 18 2009, 12:21 AM
გიორგი G_I_O_R_G_I_
არადა არსებო... Jul 18 2009, 01:35 AM
გიორგი afxazi
ვიცი რაც წერია ბ... Jul 18 2009, 01:57 AM
გიორგი damiane80
არა მგონია ეკლ... Jul 18 2009, 02:25 AM
afxazi გიორგი
თუ ათეისტუ... Jul 18 2009, 09:05 AM
მხევალი ნინო გიორგი
გიო, სადღა... Jul 18 2009, 09:14 AM
ტარზანა აი ვკითხულობდი ეხლ... Jul 18 2009, 10:12 AM
inaina
აი ვკითხულობდი ეხ... Jul 18 2009, 10:40 AM
constantine
რომელ გვერდზე წე... Jul 18 2009, 12:11 PM
sable
sable
რატომ თვლი რომ მ... Jul 19 2009, 05:48 AM
inaina constantine
მასეთი შეკითხ... Jul 18 2009, 05:10 PM
მხევალი ნინო გიორგი
გიო, ნამდვ... Jul 18 2009, 05:37 PM
თამარი_ცქნაფო მე მაინტერესებს, 7 დ... Jul 18 2009, 05:56 PM
k@the რა მიმართვებია, მო... Jul 18 2009, 06:11 PM
constantine
ანუ ჩვენ მართმადი... Jul 18 2009, 06:12 PM
თამარი_ცქნაფო
ანუ ჩვენ მართმადი... Jul 18 2009, 06:14 PM
constantine
ეს რაშუაშია ვაბშე.... Jul 18 2009, 06:34 PM
staywhite თამარი_ცქნაფო
ეს თ... Jul 18 2009, 07:32 PM
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
ეს თ... Jul 18 2009, 08:02 PM
staywhite
ხო, ისე გადაფაცრეს ... Jul 18 2009, 08:05 PM
თამარი_ცქნაფო
ხო, ისე გადაფაცრეს ... Jul 18 2009, 08:07 PM
staywhite თამარი_ცქნაფო
თამ... Jul 18 2009, 08:11 PM
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
თამ... Jul 18 2009, 08:17 PM
staywhite
ამას ვამბობ კაი ხა... Jul 18 2009, 08:20 PM
თამარი_ცქნაფო
ამას ვამბობ კაი ხა... Jul 18 2009, 08:21 PM
მხევალი ნინო თამარი_ცქნაფო
გარ... Jul 18 2009, 08:23 PM
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
გარ... Jul 18 2009, 08:27 PM
staywhite
მე მგონი, მაგას ვერ... Jul 18 2009, 08:28 PM
თამარი_ცქნაფო
მე მგონი, მაგას ვერ... Jul 18 2009, 08:30 PM
Ligia
მე უფრო ლიტერატურ... Jul 18 2009, 10:10 PM
თამარი_ცქნაფო
ბასილი დიდის ჰომი... Jul 18 2009, 10:13 PM
მხევალი ნინო staywhite
ნანა, უფალთან ... Jul 18 2009, 08:33 PM
თამარი_ცქნაფო
staywhite
ნანა, უფალთან ხ... Jul 18 2009, 08:35 PM
staywhite მხევალი ნინო
არ არ... Jul 18 2009, 08:36 PM
კანუდოსელი სამყაროს შექმნის თ... Jul 18 2009, 10:09 PM
თამარი_ცქნაფო
სამყაროს შექმნის ... Jul 18 2009, 10:10 PM
კანუდოსელი
:lol:
7 დღეზე რას გვეტ... Jul 18 2009, 10:13 PM
თამარი_ცქნაფო კანუდოსელი
აი ლავ ... Jul 18 2009, 10:14 PM
ნაინა კანუდოსელი
ა კაცი,
... Jul 18 2009, 10:31 PM
თამარი_ცქნაფო
კანუდოსელი
ა კაცი,... Jul 18 2009, 10:32 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ა კაცი,... Jul 18 2009, 10:37 PM
ნაინა თამარი_ცქნაფო
აპა ... Jul 18 2009, 10:34 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
კაია, ... Jul 18 2009, 10:36 PM
კანუდოსელი
კაია, ამას ვამბობდ... Jul 18 2009, 10:42 PM
ნაინა კანუდოსელი
ბეიბი ... Jul 18 2009, 10:39 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
1,7 მილი... Jul 18 2009, 11:02 PM
გიორგი OK. შევეშვათ სამყარო... Jul 18 2009, 11:06 PM
მხევალი ნინო გიორგი
მე მეგონა ... Jul 18 2009, 11:49 PM
გიორგი მხევალი ნინო
და მა... Jul 19 2009, 12:10 AM
G_I_O_R_G_I_ სამყაროს შექმნის ბ... Jul 19 2009, 12:17 AM
მხევალი ნინო გიორგი
გიორგი, ად... Jul 19 2009, 12:46 AM
G_I_O_R_G_I_ გიორგი
ჩემი აზრით ... Jul 19 2009, 12:49 AM
მხევალი ნინო sable
ამაში გეთანხმე... Jul 19 2009, 09:34 AM
staywhite მე ვფიქრობ, როგორი... Jul 19 2009, 12:46 PM
კანუდოსელი კიდევ ერთს დავამატ... Jul 19 2009, 06:35 PM
sable
[b]sable
რატომ? მეცნიე... Jul 19 2009, 07:49 PM
კანუდოსელი
მაგრამ მე პირადად ... Jul 19 2009, 08:15 PM
sable
კი, დღესდღეობით ეს ... Jul 19 2009, 08:29 PM
კანუდოსელი
ხო მე მაგაში კონპე... Jul 19 2009, 08:48 PM
sable
ჯერ ერთი 1999 წლის შე... Jul 19 2009, 09:21 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
ზაზა, ... Jul 19 2009, 07:22 PM
კანუდოსელი
მოკლედ, კიდევ ერთხ... Jul 19 2009, 07:27 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
კარგი... Jul 19 2009, 07:30 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
კარგია... Jul 19 2009, 07:37 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
გასაგ... Jul 19 2009, 07:41 PM
კანუდოსელი ამ სიას რომ დებ როგ... Jul 19 2009, 10:33 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 05:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი