რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ |
damiane80 |
Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
გიორგი |
Jul 18 2009, 11:06 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
OK. შევეშვათ სამყაროს, ჩვენს პლანეტასაც და რამოდენიმე მილიარდ წლიან ასაკსაც.
რატომ არის, რომ საეკლესიო წრეებში კატასტროფულ-ისტერიული დამოკიდებულება არის ადამიანის (ჰომოსაპიენსის) 200.000 წლიანი ასაკის და მაიმუნისგან ევოლუციის გზით შექმნის მიმართ? არსებობენ "მოკრეაციონისტო-მოევოლუციონისტო" ტიპის აზროვნების ადამიანები, რომლებიც აღიარებენ, რომ სამყარო/დედამიწა მილიარდობით წლისაა, აღიარებენ ევოლუციის თეორიასაც, ოღონდ მხოლოდ ცხოველებამდე და როდესაც ადამიანის მაიმუნისგან წარმოშობაზე მიდგება საქმე ან ადამიანის რამოდენიმე ასეულ ათას წლიან არსებობზე მაშინ უკვე ისტერიები ეწყებათ და კატეგორიულად არ უნდათ იმის აღიარება რომ ადამიანი დაახლოებით 200,000 წლის არის და შესაბამისად მაიმუნისგან არის წარმოშობილი ევოლუციის რამოდენიმე მილიონწლიანი პერიოდის განმავლობაში. რატომ ხდება ეს? რატომ ებღაუჭებიან გამორჩეულად ადამიანის არაევოლუციურ და 7,000 წლიან წარსულს? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 08:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი