![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
გიორგი
ჩემი აზრით სამყაროს შექმნისა და ადამიანის წარმოშობის საკითხების ირგვლივ მეცნიერებას არ გააჩნია დღესდღეობით ნათელი და მტკიცე დასაბუთება და ისინი უფრო თეორიის დონეზე რჩება.ამ შემთხვევაში დიდი აფეთქების და დარვინის თეორია რომლებიც თავისმხრივ ერთმანეთის მიმართ დროითი შეუსაბამობით არიან დაპირისპირებული. რაც შეეხება სამყაროს წარმოშობის საკითხს 14 მილიარდია თუ მეტ ნაკლები ანუ 6 დღეში ადამის შექმნამდე შეიძლება მოვიაზროთ ნებისმიერი დრო და ამიტომ ყველაფერს ვეთანხმები,ხოლო დარვინის თეორიას არ ვეთანხმები რამდენიმე კუთხით კერძო: პირველ რიგში ზოგადად ევოლუციური ჯაჭვი რომლის ერთ უმცირეს რგოლს წარმოადგეს მაიმუნი ანუ თავიდან იყო თევზი ,მერე ბაყაყი,ხვლიკი და აშ.... ბოლოს მაიმუნი და ადამიანი.ამ ჟაჭვის დამადასტურებელი მკაფიო საბუთები არაა მოძიებული.და კიდევ გარკვეული კუთხით ეწინააღმდებგება ბიბლიურ სწავლებას მაგ რომ ადამიანი გვირგვინია ქმნილებისა და ასევე იქმნება მრავალი პრობლემა თუ ევოლუციის რა ეტაპზე გაუჩნდა სული ადამიანს რაც განასხვავებს მას ცხოველისაგან და სხვა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 04:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი