![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
sable
ციტატა მეცნიერული თვალსაზრისით რომელიც ერთის მხრივ გამორიცხავს სამყაროს შექმნას ღვთის მიერ და სხვადასხვა თეორიებს აყალიბებს. რატომ თვლი რომ მეცნიერება სამყაროს ღვთის მიერ შექმნილობას გამორიცხავს? ე.ი. რა გამოდის თუ დედამიწა/სამყარო მილიარდობით წლისაა მაშინ არაა ღმერთის შექმნილი და თუ 7 ათასი წლისაა მაშინ ღმერთის მიერაა შექმნილი? ანდა იგივე ადამიანი... თუ 200 ათასი წლისაა მაშინ არ არის ღმერთის მიერ შექმნილი და თუ 7 ათასი წლისაა მაშინ ღმერთის მიერ შექმნილია? afxazi ციტატა თუ ათეისტური ცნობიერებიდან ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რა წერია ბიბლიაში მოდი ცნობიერებას დავარქვათ ობიექტური ცნობიერება. არც ათეისტური, არც დეისტური, არც რელიგიური, არც აგნოსტიკური და არც გნოსტიკური, უბრალოდ ობიექტური. მე ჩამოვწერე ფაქტები და ილუსტრაციები, რომლეციც პირველ რიგშია ადასტურებს, რომ ადამიანი 200,000 წლის არის ანუ ადამიანი ამ ფორმით ცხოვრობს დედამიწაზე დაახლოებით ორი ათასი საუკუნეა. ეს არის ფაქტი. მაიმუნისგან შექმნა ცოტა მეორადი საკითხია, რომელიც რა თქმა უნდა ლოგიკურად მოსდევს ამ ყველაფერს, მაგრამ ამის პირდაპირი და უპირობო დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. რაც შეეხება ადამიანის ორი ათას საუკუნოვან ისტორიას (ანუ ორასი ათასი წლის) - ეს არის ძალიან ზუსტი და კონკრეტულად დამტკიცებად ფაქტი. ჩვენი წელთაღრიცხვის 20 საუკუნე და რაოდენ უზარმაზარიც არ უნდა გეჩვენოს 1980 საუკუნე ანუ 198,000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ეს არის ადამიანის ისტორია. ამას ამტკიცებს და ადასტურებს რამოდენიმე მეცნიერების მიმართულება და დათარიღების კომპლექსური მეთოდები, ადამიანის ნაშთებზე, პრიმიტიულ შრომის იარაღებზე და ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით. შენ უნდა თქვა, რომ ყველა ეს მეთოდი + დნმ-ის ანალიზები + გეოლოგიური დათარიღების მეთოდები მცდარია ანდა უნდა აღიარო, რომ ადამიანი 200,000 წლის არის. თანაც არანაირი სერიოზული არგუმენტი იმისა, რომ მეცნიერების ეს დისციპლინები ცდებიან არ არსებობს. და რას ფიქრობ შენ პირადად? მცდარია ყველა ეს გამოკვლევა? თუ ადამიანი 200,000 წლისაა? ახლა რაც შეეხება ადამიანის მაიმუნისგან წარმოშობას... ამას ცხადია ასე უპირობოდ ვერ დაამტკიცებ, მაგრამ ძალიან სერიოზული არგუმენტაცია აქვს ამასაც საფუძვლად. ნაპოვნია უამრავი თავის ქალა და ძვალი, რომელიც თარიღდება 300.000, 400.000, 500.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000 წლით. ამ თავის ქალების ანალიზი და შესაბამისი სხეულების რეკონსტრუქცია გვაძლევს რაღაც არსებების სხეულების ფორმებს, რომლებიც რაც უფრო ახალია მით უფრო გჰავს ადამიანს და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს არის მაიმუნთან. ე.ი. დაახლოებით 350,000 წლის წინ ნაპოვნი თავის ქალა თითქმის ადამიანისას ჰგავს, ასევე რეკონსტრუქტირებული სხეულიც და სადღაც 2.000.000 წლის წინანდელი თავის ქალა და ჩონჩხი ძალიან ახლოს არის მაიმუნთან. ე.ი. მათი ქრონოლოგიურად დალაგების შემდეგ ვიღებთ ევოლუციის ძალიან კარგ სურათს თუ როგორ თანდათანობით ჩამოყალიბდა დღევანდელი ადამიანის სხეული. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ყველა ეს არსებები მართლაც მაგ პერიოდებში ცხოვრობდნენ დედამიწაზე და ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ისისნი, აღვადგინოთ მათი სხეულის ფორმა და ა.შ. თუმცა მიუხედავად ასეთი თვალსაჩინოებისა პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი რომ ეს ასე იყო არ გვაქვს. ციტატა შენ დაწერე რომ ადამიანი მაიმუნისგან განვითარდა და მოგვიანებით შეეძინა მას სული ეს ჩემი ვარაუდია. ადამიანი, რომ მაიმუნისგან განვითარდა ეს ძალიან მალე დამტკიცდება გვინდა თუ არ გვინდა. პრინციპში ყველანაირი კვლევა სულ უფრო და უფრო მეტს ასაბუთებს ამის შესახებ და პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ ეს ასეა. რაც შეეხება სულის მოგვიანებით მიღებას, ეს ჩემი ვარაუდია, მაიმუნს სული ვერ ექნებოდა, ამიტომ ის მან რაღაც ეტაპზე შეიძინა (ალბათ). ამას ვერანაირი მეცნიერება ვერც დაამტკიცებს და ვერც უარყოფს. ისე თავისთავად ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენია ღმერთის მიერ ადამიანის შექმნა? რატომ გაურბიხარ ევოლუციას? ღმერთი ნამდვილად არ ჩამოვიდოდა ფიზიკურად დედამიწაზე და ხელებით თიხისგან/ტალახისგან არ მოზილავდა ადამიანის ფიგურას. შენ როგორ გესმის და როგორ წარმოგიდგენია ადამიანის შექმნის სპონტანური მომენტი? არ იყო და უეცრად გაჩნდა დედამიწაზე? ეს ხომ უაზრობააა... თანაც ბევრისგან გამიგია, რომ ის ეთანხმება ცხოველთა ევოლუციას, მაგრამ არა ადამიანის. ახლა რა გამოდის, ყველაფერი ევოლუციის შედეგად იქნა მიღებული და შემდეგ ადამიანის ფორმა უეცრად გაჩნდა? ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა შექმნა მზე, მთვარე და ციური სხეულები. არადა აბსოლუტურად ყველა მათგანი შექმნილია მაკროკოსმოსური ევოლუციით, მილიარდობით წლის განმავლობაში გაზ-მტვეროვანი ნისლეულების ბრუნვით. უცბად და არაფრისგან ისინი არ გაჩენილან. ეს ყველაფერი მტკიცდება. და რატომ არ შეიძლება ადამიანის მაიმუნისგან თანადათანობით ტრანსფორმაციას ადამიანის შექმნა ვუწოდოთ? მხევალი ნინო ციტატა თუ 28 000 წლის წინ, მხოლოდ ასეთი პრიმიტიული იარაღების კეთება შეეძლოთ, რაღაც განვითარების ტემპი ვერ ჯდება ლოგიკაში. ანუ ასეულობით ათასი წელი, ადამინი პრიმიტივი იყო და სადღაც 1-ლი საუკუნიდან დღემდე, ანუ 2000 წელში ამხელა ნახტომი გააკეთა განვითარებასი პირიქით. განვითარების ტემპი ძალიან კარგად ჯდება ლოგიკურობაში. 30,000 წლის წინ ნამდვილად ხატავდა ადამიანი პრიმიტიულ კონტურებს და აკეთებდა პრიმიტიულ იარაღებს და მართლაც გადიოდა ათასწლეულები და არაფერი იცვლებოდა. ადამიანის განვითარება ხდება ლოგარითმული კანონით ანუ რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო დიდი ტემპებით ვითარდება. თვითონ განვითარების ტემპი მატულობს წარმოუდგენელი სისწრაფით. თავი დავანებოთ 30,000 წელიწადს და განვიხილოთ ჩვენი წელთაღრიცხვა, ბოლო 20 საუკუნე. ე.ი. I საუკუნიდან პრაქტიკულად მე-15 საუკუნემდე ყველაფერი იდენტური იყო მთელი 1500 წლის მანძილზე, დადიოდნენ ცხენებით, დაცურავდნენ იალქნიანი ნავებით, ხელში ხმალი და მშვილდ-ისარი ეჭირათ. შემდეგ 3-4 საუკუნე, ანუ მე-16, მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში უცბად აჩქარდა განვითარების ტემპები და 300-400 წელიწადში გაკეთდა შეუდარებლად მეტი ვიდრე წინა 1500 წლის მანძილზე. შეიქმნა ორთქლის ძრავები გემებისთვის და მატარებლებისთვის, გაკეთდა ცეცხლსასროლი იარაღი, თოფები, ზარბაზნები, დაიწყეს წიგნები და ჟურნალების ბეჭდვა, გაკეთდა ტელესკოპები და ა.შ. უკვე გაჩნდა ტექნიკური პროგრესის ცნება. აი, მე-20 საუკუნეში კი გაცილებით დიდი იყო განვითარება ვიდრე გასულ 19 საუკუნეში ერთად. ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ცხენებშებმული ეტლით ან მაქსიმუმ ორთქლმავალით დადიოდა ერთ საუკუნეში გაფრინდა კოსმოსში და არა მარტო ახლოს კოსმოსში არამედ ფეხი დადგა მთვარეზეც. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sable |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
sable რატომ თვლი რომ მეცნიერება სამყაროს ღვთის მიერ შექმნილობას გამორიცხავს? ე.ი. რა გამოდის თუ დედამიწა/სამყარო მილიარდობით წლისაა მაშინ არაა ღმერთის შექმნილი და თუ 7 ათასი წლისაა მაშინ ღმერთის მიერაა შექმნილი? ანდა იგივე ადამიანი... თუ 200 ათასი წლისაა მაშინ არ არის ღმერთის მიერ შექმნილი და თუ 7 ათასი წლისაა მაშინ ღმერთის მიერ შექმნილია? მე არ დამიწერია რომ მეცნიერება სრულიად გამორიცხავს ღმერთის მიერ სამყაროს შექმნას მეთქი მე დავწერე ერთის მხრივ გამორიცხავს მეთქი და ვიგულისხმე რომ იქ არის წინააღმდეგობები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეცნიერებაზე არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ მეცნიერება არ არის ერთიანი სამყაროს შექმნის შესახებ, პირიქით მასში არაერთი თეორია არის გავრცელებული, ასე რომ იმის თქმა რომ მეცნიერების მიხედვით, ეს ასეა და ისეაო, რბილად რომ ვთქათ არ არის მიზანშეწონილი. ზოგადად იშვიათია საკითხი რაშიც მეცნიერები თანხმდებიან ისევე როგორც სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირები კონკრეტულ დოგმატურ საკითხებზე. გიორგი გიორგი, ადამიანი დამოუკიდებლად მაიმუნისა, ტავად შეიქმნა ღვთის მსგავსად და საყვაროს გვირგვინად. ადამიანმა დაარქვა, მაიმუნსაც და ხესაც სახელი. ადამიანი, სრულყოფილი, გონიერი არსება იყო და არის. მას არ ჭირდება ევოლუცია, იმისთვის რომ ადამიანად გადაიქცეს მაიმუნისგან. მაიმუნი ცხოველია, მხოლოდ ხორცი. ადამიანი.. ადამიანი, სულის და ხორცის ერთიანობაა. ადამიანია და არა, ცხოველისგან, მცენარისგან ან წყლისგან ევოლუციის შედეგად მიღებული არსება. ტავიდანცვე სრულყოფილად შეიქმნა. სამწუხაროდ ადამინი შორს არის სრულყოფილებისგან ვერ დაგეთანხმები ვერანაირად და ის გარკვეულ ევოლუციას ნამდვილად განიცდის, ანუ განვითარებას, როგორც გონებრივი ისე ფიზიკური სახით, ხშირად კი დეგრადაციას, ასევე ორივე კუთხით. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი