![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.
და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კიდევ ერთს დავამატებ, ქრისტიანული ესქატოლოგია მერვე დღედ მოიხსენიებს სასუფეველში მყოფობას ადამიანებისა ქრისტეს მეორდ მოსვლის შემდეგ.
ამ განმარტებიდან გამომდინარე უკვე ნათელია, რომ სასუფეველში და ე.ი. მარადიული ყოფა, რომელიც სახელდება 8-ე დღედ, ვერ იქნება 24 საათიანი შუალედი. აქედან ავტომატურად დგება საკითხი, თუ მერვე დღე არის II-ედ მოსვლის შემდეგ, ე.ი. მეშვიდე არის ის პერიოდი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ესეც ცხადია რომ არ არის 24 საათიანი შუალედი. ახლა კითხვა: რატომ არის პირველი 6 დღე 24 საათიანი დროის შუალედი, თუ ბოლო ორი დღე, ანუ მეშვიდე და მერვე არ არიან ასეთები და მიტ უმეტეს, მერვე დღე რომელიც საერთოდ მარადიულია? sable ციტატა იმის თქმა რომ მეცნიერების მიხედვით, ეს ასეა და ისეაო, რბილად რომ ვთქათ არ არის მიზანშეწონილი. რატომ? მეცნიერების მიზანშეწონილობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აგერ ახლა შენ კომპს უზიხარ და თითებს ღლი ![]() არადა კვანტური მექანიკა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა კომპიუტრები, ყველაზე წინააღმდეგობრივი მიმართულებაა დღეის ჩათვლით ამას გარდა აი ეს ციტატა ზოგადად იშვიათია საკითხი რაშიც მეცნიერები თანხმდებიან ისევე როგორც სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირები კონკრეტულ დოგმატურ საკითხებზე. სრულიად გაუგებარი თეზაა, რადგან არ ვიცი როგორ არის ჰუმანიტარებში მაგრამ ცდისეული მეთოდიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ერთერთი მძლავრი საშუალებაა დაასაბუთო თუ უარყო ესა თუ ის თეორია. ხოდა ამ ცდისეული მეთოდიკის (ჯერ ჯერობით ერთადერთის) საფუძველზე დასაბუთებულია, რომ დიდი აფეთქების თეორია რეალური თეორიაა. რაშიც მეცნიერები ვერ თანხმდებიან არის კონკრეტული დეტალები, თუ როგორი სცენარით განვითარდა დიდი აფეთქების პროცესი. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი