პატრიარქის მიმართვა პრეზიდენტს, გელათი 2004 წლის 24 იანვარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის მიმართვა პრეზიდენტს, გელათი 2004 წლის 24 იანვარი |
Georg |
Sep 1 2006, 10:55 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი
გელათის სამონასტრო კომპლექსი, 24 იანვარი, 2004 წელი ... განგებამ უფლისამ დაგადგინათ დღეს თქვენ ამ დიდებულ ტაძარში, რათა მოგენიჭოთ მადლი ღვთისა ჩვენი ქვეყნის წარსამართებლად. ... გავიხსენოთ, როგორი იავარქმნილი საქართველო ჩაიბარა 16 წლის დავით აღმაშენებელმა, მაგრამ ღვთით შეძლო ერის სულიერი ამაღლება და მისი განმტკიცება; ამასთან, ქვეყნის განვრცობა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. თქვენც შეჭირვებული ქვეყნის მმართველობა გბარდებათ. მძიმეა ეს ტვირთი, მაგრამ უფლის წყალობით დიდი გამარჯვების მოპოვება რეალურია. ღმერთმა შეგაძლებინოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და სულით ძლიერი, დიდი საქართველოს აღდგენა, "რაითა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს". თქვენი წარმატების დიდი გარანტი არის ხალხის ნდობა. ეს მეტად სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ იგი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ და ამას გაფრთხილება უნდა. არიან ხელისუფალნი, რომელნიც სათნო ეყოფიან კაცთა და მხოლოდ მიწიერი საზრუნავით მოცულნი ცდილობენ, დროის შესაბამისად იმოქმედონ. ასეთი ადამიანები ვერ ქმნიან სახეს ისტორიისა. არიან ხელისუფალნი, რომელნიც თავისი ქმედებით, უპირველეს ყოვლისა, სათნო ეყოფიან უფალს და ჯილდოდ მიწიერ დიდებასაც იღებენ. როგორც წესი, მათი სახელი საუკუნეებს ახსოვთ. არჩევანი თქვენზეა. აქ, ამ ტაძარიდან იწყება თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოღვაწეობის პირველი დღე. ინებოს ღმერთმა, რომ ეს გზა იყოს ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილწარმატების მომტანი. . . . ძლევამოსილი საქართველოს ისტორიული დროშის აღდგენა და გელათში წმინდა დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება სიმბოლურია და დიდად საპასუხისმგებლო, ვინაიდან აქ არა მარტო დგევანდელი, არამედ მთელი ზეციური საქართველო დგას და "თვენგან ჩვეულებისაებრ მამულის სვლას" მოითხოვს. ბედნიერია ხელისუფალი, ვისი შემწე და მფარველიც ისინი იქნებიან. წყარო: წიგნიდან - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ, გამომცემლობა "გეოკერია", თბილისი 2004 წელი, გვერდები 289-290. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
datodavitashvili |
Sep 6 2006, 04:16 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 157 |
ძმაო შოთთ როგორ დავაყენო ჩემი სურთი?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი