IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
7000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 19 ] ** [26.76%]
200.000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 9 ] ** [12.68%]
200.000 წლისაა. ფორმირდა მაიმუნისგან, რამოდენიმე მილიონწლიანი გენეტიკური ცვლილების და განვითარების შედეგად. [ 11 ] ** [15.49%]
არ ვიცი. [ 32 ] ** [45.07%]
სულ ხმები:: 71
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 19 2009, 10:14 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბიოლოგიაში, ევოლუცია ეწოდება ორგანიზმთა ამა თუ იმ პოპულაციის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას ერთი თაობიდან მომდევნო თაობამდე.

მოსაზრება, რომ ცოცხალი სამყარო და მასში შემავალი ყველა სახეობა განვითარდა ერთმანეთისგან გამომდინარე გარდაქმნის ანუ ტრანსმუტაციის გზით, წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ანუ 2600 წლის წინათ. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ. ცხადია უძველეს დროში არ არსებობდა ბიოლოგიის, გენეტიკის ან თუნდაც ფიზიკის ცოდნა და მისგან გამომდინარე დათარიღების მეთოდები, მაგრამ ამგვარი მოსაზრება გაჩნდა ელემენტარული ლოგიკის შედეგად: ყველა ცოცხალი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად, ფიზიკურად წააგავს ერთმანეთს, მათ შორის ადამიანიც. ადამიანი განსაკუთრებით კი გავს მაიმუნს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის პრინციპულად გავს ყველა ძუძუმწოვარს, რადგან გააჩნია პრაქტიკულად იგივე ორგანოები (ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ოთხი კიდური და ასევე იდენტური შინაგანი ორგანოები, სტრუქტურულად 90% იდენტურია).

ანაქსიმანდრეს შემდეგ მრავალი სხვადასხვა სწავლული თუ ფილოსოფოსი ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას ანუ ევოლუციის თეორიას, რომ ცოცხალი სამყაროს ყველა სახეობა ფორმირდა ევოლუციის შედეგად, რომლის ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე (ამ მომენტისთვის) ადამიანი ფორმირდა მაიმუნისგან. ცხადია იმ დროისათვის ეს ზედაპირულ ლოგიკას ემყარებოდა მხოლოდ, რომ ცხოველები ფუნქციურად წააგავენ ერთმანეთსაც და ადამიანსაც.

შემდეგ დროთა განმავლობაში ამ იდეამ საფუძველი გაიმყარა და მისი საკმაოდ სერიოზული მიმდევრები იყვნენ ჩარლზ დარვინი და ჟან-ბატისტ ლამარკი. კვლევები ამ მიმართულებით ახალ ფაზაში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, როდესაც ოსვალდ ეივრიმ დაამტკიცა, რომ დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და შესაბამისად დაკვირვებადია. ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა მოლეკულური ბიოლოგია. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ცოცხალ არებას/სახეობას საერთო წინაპარი - პირველი სიცოცხლე ჰყავდა.

თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგია დასაშვებად მიიჩნევს გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას დროთა განმავლობაში. (იცვლება ნუკლეოტიდთა მიმდევრობა და შესაბამისად კოდირებული ინფორმაცია)

თანდათანობით ნათელი ხდება, რომ ერთი სახეობისგან სრულიად შესაძლებელია მეორე სახეობის წარმოშობა. ბევრი მეცნიერი იზიარებს ქრომოზომების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობასაც.

....მაგრამ მოდით და ცოტა ხანი თავი დავანებოთ მიკრობიოლოგიას და ამ საქმეში გასათვითცნობიერებლად მივმართოთ სხვა დისციპლინებსაც, რომ უფრო ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ.

დედამიწა შეიქმნა 4.54 მილიარდი წლის წინათ. ამას ამტკიცებს გაცილებით ზუსტი მეცნიერებები ვიდრე ბიოლოგიაა. დედამიწაზე სიცოცხლე შეიქმნა 3.8 მილიარდი წლის წინ. ვისთვისაც ეს რიცხვები მარტო სახელები არ არის და რეალურად გააჩნია იმის შეგრძნება რას ნიშნავს "სამი ათას რვაასჯერ მილიონი" (ანუ 3.8 მლრდ) წელიწადი, მაშინ როდესაც უძველესი ეგვიპტე მხოლოდ "ახლახანს", ოთხი ათასი წლის წინ არსებობდა, ის თავისთავად და ლოგიკურად მივა იმ დასკვნამდე რომ მართლაც მოხდა ევოლუცია. უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, უცვლელი და სტატიკური სიცოცხლე იყო და სრულიად უცვლელად დაიბადა, ბუდე აიშენა, იცოცხლა და დაიღუპა ცოცხალი ორგანიზმების ტრილიონობით თაობა... და რომ ღმერთი, ევოლუციის გვერდის ავლით, ყოველგვარი ბიოლოგიური ცვლილებების გარეშე, შიგადაშიგ (პირობითად ვთქვათ ყოველ 300 მილიონ წელიწადში ერთხელ), ამ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწაზე მოავლენდა/გააჩენდა რაღაც ახალ-ახალ ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა სახეობებს მზა მდგომარეობაში, რომლისგანაც არაფერი სხვა აღარ წარმოიშობდა და შესაბამისად ისინი იცხოვრებდნენ და გადაშენდებოდნენ, რაღაც უზარმაზარი დროის შუალედების, ასეულობით მილიონი წლის შემდეგ და ასევე პერიოდულად დედამიწაზე გაჩდებოდნენ მზა, ახალი სახეობები, რაღაც "პირდაპირი" გზებით.

ამიტომ არის, რომ "კრეაციონისტები" ებღაუჭებიან სამყაროს და დედამიწის სულ რაღაც ვითომ 7 ათას წლიან ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიოლოგიასთან და ევოლუციასთან, მისი მოშველიებით კიდევ უფრო უმყარდება საფუძველი ევოლუციის თეორიას, რადგან თავი რომ დავანებოთ ბიოლოგიურ კვლევებს და მის შედეგებს, პირდაპირ, ლოგიკურად და ეფექტურად არის მორგებული, დედამიწის რამოდენიმე მილიარდწლიანი ასაკი ევოლუციის უზარმაზარ და წარმოუდგენლად ხანგრძლივ პროცესთან.

ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო.

ეს არის ტოტალური აბსურდი. აბსოლუტური ულოგიკობა და არათანმიმდევრულობა. ამას ჯობია ისევ "კრეაციონისტული" მიდგომა და იმის მტკიცება (მართალია სრული მარაზმია, მაგრამ თანმიმდევრული მაინც არის) რომ სამყაროც და დედამიწაც 7 ათასი წლის არის.

ახლა დროებით თავი დავანებოთ ბიოლოგიასაც, კოსმოლოგიასაც, თეორიებსაც და პირდაპირ განვიხილოთ რა არის აღმოჩენილი და რა ნივთმტკიცებულება გვიჭირავს ხელში. აქვე დავუმატებდი, რომ თავის ქალის ან სხვა ძვლების, ნაშთების, სხვადასხვა სამუშაო იარაღების, ხელოვნების ნიმუშების და ა.შ. დათარიღება არის ძალიან კომპლექსური, მრავალმხრივ მეთოდებს ეფუძნება, დაწყებული ნახშირბადიდან, გაგრძელებული გეოლოგიურ-შრეობრივი დათარიღება, ატომური მეთოდი - რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად დაშლის და ა.შ. გენეტიკური კოდი იმ დონეზეა გაშიფრული, რომ დნმ-ის ანალიზით შესაძლებელია შესაბამისი ძვლის, ნაშთის მქონე არსების მთლიანი მოცულობითი რეკონსტრუქცია.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ ადამიანი არსებობდა 200.000 წლის წინ.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ 400.000, 500.000, 600.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000, 1.800.000 წლის წინ არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც ფიზიკური აღნაგობით წააგავდნენ, როგორც ადამიანს ისე სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებს და თანაც, რაც უფრო ახალია შესაბამისი არსების თავის ქალა, ის უფრო ახლოს დგას ადამიანთან და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან.

ფოტოსურათი01: ”ლომის ქანდაკება” ასაკი: 32.000 წელი (დაახლოებით 5-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი02: ”ცხენის გამოსახულება” ასაკი: 16.000 წელი (დაახლოებით 2-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი03: ”ქალის ქანდაკება” ასაკი: 28.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი04: ”სალამური” ასაკი: 50.000 წელი (დაახლოებით 7-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი05: ”შრომის იარაღი” ასაკი: 30.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

აი, უამრავი ფაქტი იმისა, რომ ადამიანი ქმნიდა შრომის იარაღებს, კულტურის ნიმუშებს და ა.შ. ათეულობით ათასი წლის წინათ. არავითარი 7,000... სისულელეა ეს...

ფოტოსურათი06: ”ჰომოსაპიენსი, თავის ქალა” ასაკი: 90.000 წელი (დაახლოებით 13-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

თავის ქალა ზუსტად იდენტურია თანამედროვე ადამიანის. იგი ეკუთვნის გონიერ ადამიანს.

ფოტოსურათი07: ”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა” ასაკი: თანამედროვე

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი08: ”ჰომოერექტუსის, თავის ქალა” ასაკი: 1.800.000 წელი

IPB-ს სურათი

აი, ეს უკვე ევოლუციის თვალსაჩინოებაა. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ 1.800.000 წლის თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის არსებას, რომელსაც ”ჰომოერექტუსი” (იგულისხმება ორ ფეხზე მდგარი) ეწოდება და არის რაღაც შუალედური ფორმის თანამედროვე ადამიანსა (იგივე ჰომოსაპიენსი) და ორანგუტანის მაიმუნს შორის. ჰომოერექტუსს რაღაცნაირი წინ წამოწეული კბილები აქვს, მაგრამ მთლად ორანგუტანის ნაირი - არა, მაღლა ამოწეული თვალის ფოსოები და ა.შ. ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი.

ასე რომ რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება ევოლუციის და ამიტომ ნუ მივეცემით ფსევდომეცნიერებებს, ნუ გადავყრით (ვერც გადავყრით რომ გვინდოდეს) ამდენ ფაქტს წყალში, ნუ დავხუჭავთ თვალს სიმართლეზე, ნუ მოვატყუებთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვასაც.


ისე, მე მინდა რომ სამყაროს, ადამიანსაც, ფართომეცნიერულ დიაპაზონში შეხედოთ. ნუ ჩაიციკლებით მაინცდამაინც მარტო ბიოლოგიაში ანდა პალეონტოლოგიაში. მეცნიერების ყველა დისციპლინის მიღწევას გადახედეთ, დაალაგეთ ერთად, დააკავშირეთ ლოგიკურად და თავისთავად გამოჩნდება რომ ევოლუციის თეორია მართალია.

გახედეთ, გალაქტიკების გროვას, რომელიც 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა დედამიწიდან ანუ სინათლე 10 მილიარდი წელი (2-ჯერ მეტი დედამიწის ასაკზე) მოგზაურობდა კოსმოსში სანამ დედამიწამდე მოვიდოდა, იმას ვხედავთ ზუსტად ისეთს, როგორიც 10 მილიარდი წლის წინ იყო და ეს სინათლე მაშინ გამოსხივდა ამ ობიექტიდან, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი.

IPB-ს სურათი

და ამის შემდეგ, როგორ უნდა გეგონოს, რომ სამყარო 7,000 წლის არის...? სასაცილოა ეს სატირალი რომ იყოს...
ჰოდა თუ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა და აქედან 3,7 მილიარდი წელია სიცოცხე არსებობს მასზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ევოლუციის გარეშე, თუ რეალური შეგრძნება გავთ ამ რიცხვების და პერიოდის ხანგრძლივობის?

და მაინც, თუ არ გჯერათ ევოლუციის, რა ალტერნატივა არსებობს სხვა? როგორ და რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ ცოცხალი სამყაროს და ბოლოს ადამიანის შექმნა?

ე.ი. რა გამოდის? ვაღიარებთ, რომ დედამიწა 5 მილიარდი წლისაა, ვაღიარებთ რომ შეიქმნა გაზ-მტვეროვანი ნისლეულის ბრუნვით და გაციებით (პრინციპში ვარსკვლავთა სხვა სისტემები ამ წამსაც წარმოშობის პროცესში არიან ანალოგიური გზით და ეს კარგად ჩანს ელექტრონული ტელესკოპის ფოტოგრაფიებში) და მერე უცბად ამ გრავიტაციული და თერმული პროცესებით მიღებულ დედამიწაზე უცბად გაჩნდნენ თევზები, მერე იყვნენ ეს თევზები და არაფერი არ ხდებოდა ასე 300-400 მილიონი წელი (2000-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი ვიდრე ჰომოსაპიენსი არსებობს), მერე უცბად ახალი ტალღა მზა გაჩენების და უცბად ფრინველები გაჩდნენ უამრავი რაოდენობით, ერთდროულად და უცვლელად, მერე მილიონობით თაობა დაიბადა და მოკვდა და ასე სადღაც მილიარდი წლის მერე უცბად გაჩდნენ ძუძუმწოვრები, ყველა ერთად და უცვლელად, მზა მდგომარეობაში თუ როგორ? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? რა მექანიზმებით? რა პროცესებით? ანდა თუ ასე ერთბაშად ჩნდებოდა ერთდროულად ძუძუმწოვრების ათასობით სახეობა (რაც გაცილებით რთული სტრუქტურაა ვიდრე ვარსკვლევების წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული სფეროები) მაშინ რატომ იქმნება ასე თანდათანობით და ნელ-ნელა ვარსკვლავთა სისტემები? ხომ უნდა მოვახდინოთ არა ამ ყველაფრის უნიკალური უნიფიკაცია?

ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი თიხის/ტალახის მოზელით შეიქმნა. მართლა ბუკვალურად გესმით ეს ყველაფერი? თუ კი მაშინ მიპასუხეთ რომელი ხელებით მოზილა ღმერთმა ის თიხა, სად ჰქონდა ძველ აღთქმაში ღმერთს ფიზიკური ხელები და არტომ არაფერი არსად წერია ამის შესახებ? და თუ ბუკვალურად არ გესმით ეს ყველაფერი მაშინ რა ცვლის თიხას, რა მექანიზმს მოიაზრებთ თიხის უკან? როგორ წარმოგიდგენიათ ყველაფერი?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 20 2009, 04:30 PM
პოსტი #2


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



დიდი ხანია აქ არაფერი დამიწერია ამიტომაც მეპატიება დიდი პოსტი.
დაე მათ წაიკითხონ ვისაც არ ეზარება ჭეშმარიტების ძიებისათვის დროის დაკარგვა.
smile.gif

პირველ რიგში დავწერ იმას რომ გამოკითხვაში ხმა მივეცი:
200.000 წლისაა. ფორმირდა მაიმუნისგან, რამოდენიმე მილიონწლიანი გენეტიკური ცვლილების და განვითარების შედეგად.
ეს გავაკეთე არა იმიტომ რომ მე ვთვლი ამას ესე ან ვინმე თვლის ამას ესე არა ეს იმიტომ გავაკეთე რომ სხვა პასუხები შეშმარიტება არ არის, მხოლოდ ეს პასუხია სწორი. ეს პასუხი არის ფაქტი!!! ფაქტის უარყოფა კი ყველამ ვიცით უმეცრებაა.

თუ რატომ არის ის ფაქტი ამაზე ბევრი რამე მეტყველებს და მე მხოლოდ მცირედს დავწერ იმისა რაც რეალურად არის.

დავიწყოთ იმით რომ ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება დათარიღების მეთოდებს და ამითი ამართლებს თავის პოზიციას, მეთოდებზე საუბარი არანაირად არ მეზარება და თავიდანვე დავიზღვევ თავს რომ შემდგომშივინმემ არ თქვას მეთოდი არასწორიაო, ეხლა ჩამოვწერ ძირითად მეთოდებს რომლებითაც მეცნიერები ათარიღებენ სხვადასხვა ნივთს, ნახატს, ძვალსა თუ სხვას.

1. ყველაზე ცნობილი და ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის რადიოიზოტოპური ანალიზი, რომელიც შეიმუშავა ცნობილმა მეცნიერმა უილარდ ლიბიმ რომელმაც 1960 წელს ნობელის პრემია მიიღო (!). მეთოდის ფიზიკური არსი მდგოამრეობს შემდეგში: ბიოლოგიური არსების შემადგენელი ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ნახშირბადი С რომელიც თავისუფალი იზოტოპის სახით С12, С13 და რადიოაქტიური სახით С14 გვხდება ატმოსფეროში. იზოტოპი С14 რადიაციის ზეგავლენის ქვეშ მუდმივად ჩნდება ატმოსფეროში (ძირითადად კოსმოსიდან წამოსული სხივებით, თუმცა დედამიწაზე არსებული რადიაციული ფონის გამოც). შესაბამისად რაოდენობა სტაბილური იზოტოპების და რადიაქტიული იზოტოპების ბუნებაში (ატმოსფეროშI და ბიოსფეროში) მოცემულ მომენტში მოცემულ ადგილზე ყოველთვის ერთნაირია! ნებისმიერი ცოხალი არსება თავისი ბილოგიური სიცოცხლის დროს ახდენს ამ ნახშირბადის მიმოცვლას ხოლო სიკვდილის დადგომისას ეს მიმოცვლა წყდება და სტაბილური იზოტოპები რჩება (С12,С13) იმ რაოდენობით რა რაოდენობაც იყო სიკვდილის დადგომის მომენტში ხოლო რადიაქტიული იზოტოპი С14 განიცდის ბეტა-დაშლას ნახევრად დაშლის პერიოდი განისაზღვრება დაახლოებით 5700+-40 წელი. შესაბამისად როდესაც ნაპოვნი ხდება ნებისმიერი ბიოლოგიური ნაწილი (ძირითადად ძვალი) ხდება დათვლა მასში სტაბილური ნახშირბადის იზოტოპის (С12,С13) და დათვლა რადიაქტიული ნახშირბადის იზოტოპის (С14) შემდგომ გამოაკლდება ეს რაოდენობები ერთმანეთს და მიიღება თარიღი რომელიც +- 40 წლით არის მცდარი! კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს მეთოდი აღმოაჩინა უილარდ ლიბიმ რომელმაც 1960 წელს ნობელის პრემია მიიღო. ამაზე მეტი აღიარება მსოფლიოს სამეცნიერო წრეების მიერ დამეთანხმებით შეუძლებელია.

2. მეორე მეთოდი რომელსაც ასევე იყენებენ დათარიღემაში არის თერმოლუმინესციური მეთოდი პირველად ეს მეთოდი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გამოიყენა რობერტ ბოილმა (ბოილ-მარიოტის კანონის შემქმნელმა) 1660-იან წლებში. თუმცა დაამუშავა და სამეცნიერო წრეებში ფართოდ დანერგა ფარინგტონ დანიელსმა 1953 წელს. ამ მეთოდს იყენებენ ძირითადად სხვადასხვა კრისტალების სიძველის დასადგენად. არქეოლოგიაში ხშირადს იყენებენ სხვასასხვა არაბიოლოგიური ნივთების თარიღის დასადგენად. მისი ფიზიკური არსი მდგომარებს შემდეგში: ბუნებრივი რადიაციის შედეგად (ასევე ძირითადად კოსმოსიდან წამოსული სხივებით, თუმცა დედამიწაზე არსებული რადიაციული ფონის გამოც) ირღვევა ნივთიერების სტრუქტურა ეს ხდება იმის გამო რომ ნივთიერების კრისტალური მესერი ახდენს ელექტრონების "შეწოვას" რადიაციული დასხივების დროს და იტოვებს მათ აღზნებულ მდგომარეობაში ესეთ ადგილებს ფიზიკოსები "ელექტრონების ხაფანგსაც" უწოდებენ. რაც უფრო დიდი ხნისაა ნივთიერება მით მეტი ყავს დაჭერილი ეს ელექტრონები. შემდგომ ამ ნითიერების დიდ ტემპერატურაზე აყვანის დროს ხდება ამ ელექტრონების გამოტყორცნა ფოტონების სახით (ანუ ჩვეულებრივი სინათლის სახით)ხდება ამ გაელვებების დათვლა და დგინდება ნივთიერების თარიღი. ბევრ შემთხვევებში მეთოდი იძლევა დათარიღების საშუალებას 100დან 80 000 წლის ჩათვლით!!!
IPB-ს სურათი



3. მესამე მეთოდი ოპტიკური დათარიღება წმინდა ფიზიკური მეთოდი რომელიც აღმოაჩინა კანადელმა დევიდ ხანტლიმ 1984 წელს. ის ასევე ძირითადად გამოიყენება გეოლოგიაში და არქეოლოგიაში. ფიზიკური არსი დაახლოებით ისეთივეა როგორც თერმოლუმინესციური მეთოდის იმ განსხვავებით რომ აქ ითვლება არა მხოლოდ კრისტალური მესერის მიერ შეჩერებული ელექტრონების რაოდენობით არამედ მთლიანარ რადიაციული ველის მიერ ზეგავლენა ნივთიერებაზე. მეთოდი 90იან წლების დასაწყისიდან საკმაოდ პოპულარული გახდა სამეცნიერო წრეებში და უამრავჯერ იქნა გამოყენებული.


4. მეოთხე მეთოდი ობსიდიანის ჰიდრაციის მეთოდი ქიმიური მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებების დათარიღებისათვის (ძირითადად არაორგანული ნივთიერებების თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ორგანულებისაც) აღმოაჩინეს 1948 წელს ირვინ ფრიდმანმა და რობერტ სმიტმა. არსი მდგომარეობს იმაში რომ ნებისმიერ ნივთიერებაზე (ქვის დანა, შუბი, ხმალი, იშვიათად ძვალი დ ა.შ.) ატმოსფერული ზემოქმედებისგან ჩნდება ობსიდიანის ჰოდრანტი რომელიც შეიცავს წყლის მოლეკულებს გარკვეული დოზით რაც მეტი არის წყლის რაოდენობა მით მეტი ხნისაა ნივთიერება.


ეს არის იმ მეთოდების მცირე სია რომლებითაც ხდება ამა თუ იმ ნივთიერების დათარიღება თუმცა ამათ გარდა არის საკმაოდ გავრცელებული მეთოდები:
5. დენდროქრონოლუგიური მეთოდი
6. კრისტალური დეფექტების მეთოდი
და ა.შ.

რათქმაუნდა აცერთი მეთოდი არ არის იდეალური და მეცნიერთა კასტა არსებობს რომლებიც აკრიტიკებენ ამა თუ იმ მეთოდს გარკვეული უზუსტობების გამო თუმცა მეთოდების ნაირსახეობა გვაძლევს საშუალებას ბევრი გზით შევამოწმოთ ნივთიერების სიძველე და მათი დამთხვევის შემთხვევაში სრული სიზუსტით ვთქვათ თარიღი!!!

ესეიგი ნებისმიერი რამის დათარიღების უტყუარობაზე აღარ ვიკამათოდ და ნელ-ნელა გადავიდეთ "საქმეზე" smile.gif , ბევრი ადამიანი ცოტა არასწორად გებულობს ევოლუციას ადამიანებში ის პირდაპირ სწორხაზოვნად არასოდეს მიდიოდა, ჩნდებოდნენ სხვადასხვა "ჯიშები" და კვდებოდნენ. მაგრამ მათი ნაშთები არქეოლოგიის წყალობით აღმოჩენილი იქნა ესენი ეგრეთ წოდებული გარდამავალი ჯიშები არიან მაიმუნიდან ადამიანამდე.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

კარგად დააკვირდით თუ რამდენი ცვლილება განიცადა ძვლებმა და როგორ იყო ეს ყველაფერი დროში გაწელილი. როგორ ჯაჭვის სახით არის წარმოდგენილი ყველა გარდამავალი "ჯიში". ჰომოსაპიენსიც არ არის საბოლოო საფეხური გავა დრო და ჩვენს გარდავიქმნებით, მაგრამ როგორც შეამჩნიეთ ზემოთა სურათებზე მოცემულია დრო, ვადები თუ რამდენი მილიონი წელი სჭირდება ამ პროცესს.

ეს უტყუარი მასალა არის იმის დამამტკიცებელი რომ ადამიანი "ჰოპლათი" არ გაჩენილა და არც არანაირი ნეკნი არ არის ქალის შექმნასთან კავშირში, ეს ყველაფერი ე.წ. ალეგორიული თქმაა. რომელიც ისევ და ისევ ჩვენ ადამიანებმა სწორხაზოვნათ მივიღეთ.
საერთოდ მეცნიერთა უდიდესისმა ნაწილმა (თუ აბსოლიტური უმრავლესობა არა) დიდი ხანია მიიღო ადამიანის (და არამარტო ადამიანის) ევოლუცია როგორც ფაქტი!

ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ამონარიდებს სხვადასხვა მეცნიერების სტატიებიდან:

R. C. Lewontin: 'It is time for students of the evolutionary process, especially those who have been misquoted and used by the creationists, to state clearly that evolution is a fact, not theory.

Douglas Futuyma writes in his Evolutionary Biology book 'The statement that organisms have descended with modifications from common ancestors--the historical reality of evolution--is not a theory. It is a fact, as fully as the fact of the earth's revolution about the sun.'

Richard Dawkins says, 'One thing all real scientists agree upon is the fact of evolution itself. It is a fact that we are cousins of gorillas, kangaroos, starfish, and bacteria. Evolution is as much a fact as the heat of the sun. It is not a theory, and for pity’s sake, let’s stop confusing the philosophically naive by calling it so. Evolution is a fact.

აქ შეგიძლიათ ეს ციტატები და არამხოლოდ ესენი წაიკითხოთ:
http://www.pbs.org/wgbh/evolution/library/faq/cat01.html

მგონი საკმარისზე მეტი არგუმენტი, მოსაზრება, ფაქტი არის წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით რომ ევოლუციის პროცესი ბუნებაშI არის ფაქტი და ამაზე კამათი დღეს-დღეისობით XXI-საუკუნეში რბილად რომ ვთქვათ უმეცრებაა.

გმადლობთ ყურადღებისათვის.
smile.gif


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია.   Jul 19 2009, 10:14 PM
მხევალი ნინო   გიო, ბოლომდე ვერც ე...   Jul 20 2009, 12:07 AM
k@the   გიორგი მაგ პოლში, ს...   Jul 20 2009, 12:43 AM
გიორგი   k@the არა. და ეს შეგნებ...   Jul 20 2009, 01:06 AM
k@the   ჰოო? მაშინ ასაკზე ...   Jul 20 2009, 01:06 AM
sable   ჰოო? მაშინ ასაკზე ...   Jul 20 2009, 01:31 AM
გიორგი   k@the 25-30 მილიონის. ევო...   Jul 20 2009, 01:28 AM
გიორგი   k@the ვერა. :არა: არგუმ...   Jul 20 2009, 01:33 AM
iako   რამდენი წლისაა ადა...   Jul 20 2009, 01:38 AM
გიორგი   sable და ეს ყველაფერი ...   Jul 20 2009, 01:39 AM
sable   sable და ეს ყველაფერი ...   Jul 20 2009, 01:44 AM
კანუდოსელი   კი ეგ არის მაგრამ მ...   Jul 20 2009, 09:46 AM
გიორგი   iako და გაქვს კონკრეტ...   Jul 20 2009, 01:51 AM
sable   [b]sable +/-10%.... სხვა რა? ს...   Jul 20 2009, 02:01 AM
G_I_O_R_G_I_   ზოგადად ამ თავის ქ...   Jul 20 2009, 02:00 AM
გიორგი   sable სტატიკური სამყა...   Jul 20 2009, 02:11 AM
sable   გიორგი არის კიდევ ...   Jul 20 2009, 02:19 AM
გიორგი   sable ასე თუ ისე ეს ყვე...   Jul 20 2009, 02:28 AM
კანონისტი   მე ყველაზე მთავარ ...   Jul 20 2009, 09:09 AM
Giorgi-   გიორგი როდესაც ამ...   Jul 20 2009, 01:10 PM
afxazi   გიორგი გიორგი მე ა...   Jul 20 2009, 01:35 PM
constantine   :კი:   Jul 20 2009, 02:08 PM
აკაკი   ჩვენ ვიცით, ბიბლიი...   Jul 20 2009, 02:30 PM
Ismail   ვაა, საინტერესო თე...   Jul 20 2009, 02:31 PM
afxazi   Ismail ამას არავინ არ ა...   Jul 20 2009, 02:34 PM
Ismail   afxazi წაუშლია, წეღან ე...   Jul 20 2009, 02:42 PM
კანონისტი   აკაკი :huh: :huh: :blink: თქვე...   Jul 20 2009, 02:55 PM
Ismail   საინტერესო თემაა. ...   Jul 20 2009, 03:08 PM
damiane80   მე მგონი ცოტა ზედ...   Jul 20 2009, 03:08 PM
damiane80   მოდეტორს მივმართა...   Jul 20 2009, 03:25 PM
გიორგი   damiane80 მე მინდა, რომ ეს...   Jul 20 2009, 03:34 PM
staywhite   გიორგი აქვს უფლებ...   Jul 20 2009, 03:38 PM
გიორგი   damiane80 იმ ნივთმტკიცე...   Jul 20 2009, 03:56 PM
afxazi   გიორგი ეს უფრო იმ...   Jul 20 2009, 03:57 PM
კანუდოსელი   შენი ლოგიკით ადამ...   Jul 20 2009, 04:09 PM
გიორგი   აკაკი არავითარ შე...   Jul 20 2009, 03:58 PM
afxazi   გიორგი ამაში რას გ...   Jul 20 2009, 04:05 PM
გიორგი   afxazi OK. მე მაქვს ძალია...   Jul 20 2009, 04:07 PM
გიორგი   afxazi შექმნის მექანი...   Jul 20 2009, 04:10 PM
afxazi   გიორგი ეს პროცესი ...   Jul 20 2009, 04:16 PM
კანუდოსელი   ჩვენ გვჯერა მეცნი...   Jul 20 2009, 04:18 PM
გიორგი   კანუდოსელი საინტ...   Jul 20 2009, 04:18 PM
afxazi   კანუდოსელი კი ბატ...   Jul 20 2009, 04:21 PM
CONSCIENTIOUSNESS   დიდი ხანია აქ არაფ...   Jul 20 2009, 04:30 PM
afxazi   CONSCIENTIOUSNESS მაშინ ერთ შე...   Jul 20 2009, 04:39 PM
CONSCIENTIOUSNESS   afxazi კი ნამდვილად მი...   Jul 20 2009, 05:01 PM
afxazi   CONSCIENTIOUSNESS ანუ არ გამო...   Jul 20 2009, 05:05 PM
გიორგი   afxazi ათასი წელი ოღონ...   Jul 20 2009, 05:08 PM
afxazi   გიორგი ხო კი ბატონ...   Jul 20 2009, 05:12 PM
გიორგი   afxazi არ გამოვრიცხავ...   Jul 20 2009, 05:17 PM
CONSCIENTIOUSNESS   afxazi გიორგი :კი: :კი: ...   Jul 20 2009, 05:17 PM
afxazi   გიორგი CONSCIENTIOUSNESS მაშ...   Jul 20 2009, 05:24 PM
გიორგი   ისე, დაბალგანვითარ...   Jul 20 2009, 05:30 PM
CONSCIENTIOUSNESS   afxazi იმიტომ რომ ეს მდ...   Jul 20 2009, 05:32 PM
გიორგი   afxazi იმიტომ, რომ ჩვენ...   Jul 20 2009, 05:34 PM
Giorgi-   გიორგი კი, აუცილე...   Jul 20 2009, 05:44 PM
CONSCIENTIOUSNESS   Giorgi- ნეტა უზარმაზარ...   Jul 20 2009, 05:46 PM
Giorgi-   CONSCIENTIOUSNESS :D კარგი კით...   Jul 20 2009, 05:48 PM
damiane80   ხუმრობ ახლა შენ, პ...   Jul 20 2009, 07:44 PM
damiane80   რბილად რომ ვთვათ ...   Jul 20 2009, 08:29 PM
აკაკი   CONSCIENTIOUSNESS გიორგი :) მოდ...   Jul 20 2009, 08:30 PM
გიორგი   damiane80 არ არის ეგრე. დე...   Jul 20 2009, 09:31 PM
damiane80   გიორგი რა არ არის ...   Jul 21 2009, 11:39 AM
აკაკი   როგორ? აბა ვინც კლი...   Jul 20 2009, 09:42 PM
გიორგი   აკაკი ჩვენ არ ვიცი...   Jul 20 2009, 09:58 PM
აკაკი   გიორგი როგორ შეიძ...   Jul 20 2009, 10:03 PM
გიორგი   damiane80 არსებობს, თანა...   Jul 20 2009, 10:17 PM
აკაკი   გიორგი შენ არ ხარ ა...   Jul 20 2009, 10:28 PM
გიორგი   აკაკი ვერ გავიგე... ...   Jul 20 2009, 10:32 PM
constantine   :D :D :D   Jul 20 2009, 10:34 PM
აკაკი   გიორგი შენთვითონ ...   Jul 20 2009, 10:38 PM
გიორგი   აკაკი მართალია, ად...   Jul 20 2009, 10:49 PM
აკაკი   გიორგი მე სიზმრებ...   Jul 20 2009, 10:58 PM
გიორგი   აკაკი მაშინ რატომ ...   Jul 20 2009, 11:02 PM
აკაკი   გიორგი ვინ გითხრა, ...   Jul 20 2009, 11:09 PM
გიორგი   აკაკი არ გადამრიო ...   Jul 20 2009, 11:14 PM
აკაკი   გიორგი კი ვიცი იმი...   Jul 20 2009, 11:26 PM
გიორგი   აკაკი რაო მზე პირდ...   Jul 20 2009, 11:29 PM
აკაკი   გიორგი შენ ერთMანე...   Jul 20 2009, 11:57 PM
abo   ბოდიშს ვიხდი გიორგ...   Jul 21 2009, 02:30 AM
კანუდოსელი   ბოდიშს ვიხდი გიორ...   Jul 21 2009, 12:34 PM
damiane80   ბიბლიაში არის მსგ...   Jul 21 2009, 01:02 PM
კანუდოსელი   შენ დაწერილში არი...   Jul 21 2009, 01:05 PM
CONSCIENTIOUSNESS   აკაკი ყველა შენი პ...   Jul 21 2009, 02:40 AM
CONSCIENTIOUSNESS   damiane80 ვინ თქვა რომ არ...   Jul 21 2009, 12:47 PM
damiane80   დალოცვილო, ამდენი...   Jul 21 2009, 01:17 PM
კანუდოსელი   ელ. ვერსია არ არის ...   Jul 21 2009, 01:17 PM
damiane80   არა ელ ვერსია არ ვი...   Jul 21 2009, 01:24 PM
კანუდოსელი   კარგი მაშინ, სანამ ...   Jul 21 2009, 01:28 PM
კანონისტი   CONSCIENTIOUSNESS ისა და... პრეზ...   Jul 21 2009, 12:49 PM
მხევალი ნინო   გიორგი გიორგი, შე...   Jul 21 2009, 12:51 PM
CONSCIENTIOUSNESS   კანონისტი :D :D მაგას...   Jul 21 2009, 01:00 PM
მხევალი ნინო   უი, ეს ეხლა ვნახე. ...   Jul 21 2009, 01:07 PM
damiane80   უი, ეს ეხლა ვნახე. ა...   Jul 21 2009, 01:19 PM
afxazi   კანუდოსელი მაგრამ...   Jul 21 2009, 01:18 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი მაგრა...   Jul 21 2009, 01:22 PM
afxazi   კანუდოსელი გასაგე...   Jul 21 2009, 01:30 PM
კანუდოსელი   მე ვერ გამცეს გუში...   Jul 21 2009, 01:32 PM
damiane80   რა იყო შე კაცო, რას ...   Jul 21 2009, 01:36 PM
კანონისტი   afxazi მე სადღაც მაქვს ...   Jul 21 2009, 01:37 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 11:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი