სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
კანონისტი |
May 11 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან
აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე დავიწყოთ წირვით 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ 2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით 3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი" 4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე 5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური 6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს.... 7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს 8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები 9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს დანარჩენს მერე გავაგრძელებ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ოიგიუს მინიმუს |
Jul 24 2009, 08:29 PM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 26-December 06 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 751 |
lch
უცმინდესის შებრძანების დროს ტაძარში ძირითადად ღირს არსს გალობენ ან მრავალჟამიერს და უფრო იშვიათად აი მაგ საგალობელს. ტონ დესპოტინს ყველა ადგილობრივ ეკლესიაში ბერძნულ ენაზე გალობენ. როგორც ვიცი ეს უბრალოდ ტრადიციაა... -------------------- "პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი