ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ |
მნათე |
Feb 16 2007, 10:04 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ იქნებ საბოლოოდ გავაანალიზოთ ეს თემა? ბოლოსდაბოლოს გავცეთ კითხვებს პასუხი! ძალიან საინტერესო იქნება წმინდა წერილის ერთგვარი 'შეხედულება' ამის ირგვლივ ირგვლივ....
სულ თავიდან როდესაც ხსენებული საკითხის გაანალიზებას შევუდექი, კითხვა დამებადა; ოდესმე თუ ყოფილა ეკლესიაში მომენტი, როდესაც ხატთა უარყოფა გადაწყვიტეს? პასუხად მივიღე-კი! წინ ამაფარეს ისტორია: VII საუკუნის დასაწყისი-ბიზანტია დიდ საფრთხეშია. კონსტანტინეპოლი ძლივს გადაურჩა არაბებს, დასავლეთიდან სლავები... სარცინებმა კონსტანტინეპოლი გარე სამყაროდან მთლიანად მოწყვიტეს... მოულოდნელად ბიზანტიის ჯარი შეტევაზე გადადის და არაბებს მუსრს ავლებს... შორსმჭვრეტელი იმპერატორი არაბიის გაქრისტიანებას გეგმავს... მაგრამ იგი აწყდება პრობლემას რომლის მტავარი მიზეზი ქრისტეანული ხატები ხდება. იგი ხატების აკრძალვას ითხოვს. ამას მოსდევს სასულიერო დასის ორად გახლეჩვა რომლის ერთი ნაწილი თვლის რომ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ვერ ხვდება ხატების აზრს და მათ გაკერპებას იწყებს, უფრო მოწადინებული ნაწილი კი, ღრმავდება თეოლოგიაში და ცდილობს ეკლესიის აზრის შემობრუნებას-ერესის დაფუძნებას. მათ წინ დგება ძალა, ეკლესიის მამებისა და მორწმუნე მრევლისა, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი მეთაურობს-მის გვერდიტაა იოანე დამასკელი და პაპი გრიგორი III, იმპერატორი ისავრეს ამ წინააღმდეგობამ, ხატმებრძოლობა უფრო გაუძლიერა. დიდი ქარიშხალის შემდეგ 787 წელს, წმიდა ეკლესია მსოფლიო კრებაზე იკრიბება, 767 მამა ერთდროულად იღებს დოგმატს რომელიც მწვალებლობას უარყოფს! ----------------------------------- რასთან გვაქვს საქმე? რა არგუმენტაცია ქონდა წმიდა ეკლესიას? სად მივდივართ ხატების უარყოფით? იქნებ ნესტორიანელობაში? გვეკიტხებიან: რტომ მიაგებთ პატივს ხატებს? ვპასუხობთ: ჩვენ ხატს არ მივაგებთ პატივს, არამედ მასზე გამოსახულს! აი აქ იწყება კითხვათა მთელი ქარბუქი, რა საჭიროა ხატი როცა გყავს ცოცხალი ღმერთი?! როგორ შეიძლება ღვთაებრიობის გამოსახვა?! რატომ არ გვხვდება ამის შესახებ გარკვევით წმიდა წერილში?! მკითხველთ ალბათ ავიწყდებათ რომ, წმიდა სამების შესახებ ძალიან ცოტა რამაა გარკვევით წმიდა წერილში, არ ვსაუბრობ ისეთ რთულ თემაზე როგორიცაა დიოფიზიტიზმი... გარკვეულწილად სწორედ ამაშია ხატთაყვანისმცემლობის გასაღები, მაგრამ როგორ? იქნებ მიმასწავლოთ ხატმებრძოლობის დროინდელი მამების, არგუმენტები? და ა.შ რას გვეუბნება წმიდა იოანე დამასკელი? წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ოთხმოცდამეცხრე ხატთა შესახებ რადგან გვკიცხავენ ზოგნი იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმხა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად [განსწავლული] ბასილი, „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“, ხოლო პირველსახეა გადმოსახატი, რომლისგანაც იქმნება გადმონაღები. რის გამო სცემდა თაყვანს მოსესეული ხალხი წრიულად კარავს, რაც ატარებდა ზეციურთა, უფრო კი მთელი ქმნილების, ხატსა და სახეს? უთხრა კიდეც ღმერთმა მოსეს: „იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ“ (გამოსვლ. 25,40). ამასთან, ის ქერუბიმებიც, სალხინებელს რომ ჩრდილავდნენ, ადამიანის ხელით არ იყო ქმნილი? ან კიდევ სახელგანთქმული ტაძარი იერუსალიმში, განა ისიც ხელითქმნილი და ადამიანთა ოსტატობით აგებული არ იყო? საღვთო წერილი გმობს კერპკვეთილობათა თაყვანისმცემლებს, მაგრამ - აგრეთვე იმათაც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ ეშმაკებს. მართალია, ელინებიც სწირავდნენ მსხვერპლს და იუდეველებიც, მაგრამ ელინები - ეშმაკებს, იუდეველები კი - ღმერთს. ამიტომ, ელინთა მსხევრპლი უკუგდებული და დაწყევლილი იყო, ხოლო მართალთა მსხვერპლი კეთილად შეიწყნარებოდა ღვთისგან, რადგან როდესაც მსხვერპლი შესწირა ნოემ, „იყნოსა ღმერთმა კეთილსურნელების სუნი“ (შესაქ. 8,21), ანუ ესათნოვა მას სურნელება კეთილი არჩევანისა და მისდამი კეთილგანწყობისა. ამრიგად, ელინთა კერპკვეთილობანი უკუგდებულია და აკრძალული როგორც ეშმაკთა გამოსახულებანი. ამასთან, ვის ძალუძს შექმნას მსგავსება უხილავი, უსხეულო, გარეშეუწერელი და დაუსახველი ღვთისა? მართლაც, უკიდურესი სიშლეგეა და უღვთოება ღვთიურობის დამსახველობა. ამიტომაც, ძველი აღთქმის ჟამს არ იყო ჩვეულება ხატთა. გამოყენებისა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისი თანალმობიერი გულმოწყალების გამო ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ჩვენს გამოსახსნგლად, - არა ისე, როგორც აბრაამს ეჩვენა იგი ადამიანის სახით, ანდა - როგორც წინასწარმეტყველთ, არამედ როდესაც ჭეშმარიტად გახდა იგი ადამიანი არსების მიხედვით, როდესაც იცხოვრა მან მიწაზე, დაჰყო ადამიანებთან, ისაკვირველთმოქმედა, ივნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, როდესაც ჭეშმარიტად მოხდა ეს ყოველივე და დასანახი გახდა ადამიანებისათვის, ამასთან აღიწერა კიდეც ჩვენდა შესახსენებლად და სასწავლად, რომლებიც იმჟამად იქ არ ვიყავით, რომ ჩვენ, ვერმხილველთ, სმენის გზით გვერწმუნა და უფლისმიერი ნეტარება მოგვეპოვებინა, ხოლო რადგან ყველა არ იყო მცოდნე ასოთა და არც ჰქონდა კითხვის გულმოდგინება, მამებმა ამგვარად თანაგანჭვრიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც რამ რჩეულნაღვაწნი1, ხატებში აღწერილიყო შემოკლებულ მოსახსენებლად. ამიტომაა, რომ ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს? ასევეა ღვთის დედასთან დაკავშირებითაც, რადგან მისდამი პატივისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ ჩვენ მხნეობისათვის, მათი სათნოებისადმი მოშურნეობისა და ბაძვისათვის და ღვთის სადიდებლად, რადგან, როგორც ვთქვით, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა და ხატის პატივისცემა პირველსახეზე გადადის. ესაა დაუწერელი გადმოცემა, ისევე, როგორც აღმოსავლეთით თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა მრავალი, ამათი მსგავსი. გავრცელებულია ერთი ამბავიც: ავგაროზმა, ედესელთა ქალაქის მეფემ, მხატვარი მიავლინა, რომ მას უფლის ხატის მსგავსება გამოესახა, მაგრამ როდესაც მხატვარმა ვერ შეძლო ეს (უფლის პირისახისგან გამომკრთალი ბრწყინვალების გამო), მაშინ თვით უფალმა საკუთარ ცხოველმყოფელ პირისახეს ზედდაადო სამოსელი, გადაბეჭდა სამოსზე თავისი გამოხატულება და ასე გაუგზავნა იგი ამის მოსურნე ავგაროზს. ამასთან, ის, რომ მოციქულებმა უმრავლესი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, ამას წერს პავლე, წარმართთა მოციქული: „ამრიგად, ძმანო, იდექით და დაიცავით ჩვენი გადმოცემანი, რაც გისწავლიათ ჩვენი სიტყვისა თუ ეპისტოლის მიერ“ (2 თეს. 2,15). და კორინთელთა მიმართ: „ხოლო გაქებ თქვენ, ძმანო,რომ ყველაფერი გახსოვთ ჩემი და როგორც გადმოგეცით თქვენ, ისე გიპყრიათ გადმოცემანი“ (1 კორ. 11,2)2. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
Feb 17 2007, 01:08 AM
პოსტი
#42
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
gaixare daTiko
ara uSavs, mTavari isaa roma am bavSvebsa Zalian vuyvarvar da keTili guliT undaT CemTvis sikeTe mec iyvarxaaaaaaarT Zaliaaaaan daTiko mag wignSi bevri simarTle weria...me xom vici ara protestantebis gzebi adamianebis Tavis rwmenaze moqcevisa....? waikiTxe da visaubroT..ratomac ara |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 08:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი