ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
guest |
Dec 17 2007, 09:10 AM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
მე დავიწყებ. კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის მონათხობი : სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში: დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა. ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე: "უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე. შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს." პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო: "ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო. პასუხი იყო ასეთი: "ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა. თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე ,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა. უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან ,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ: ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!" ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა: "კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით: ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა. პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე. შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს. ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ |
@@@@@ |
Jul 28 2009, 10:27 AM
პოსტი
#62
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 18-July 09 წევრი № 7,274 |
მარი სკლადოვსკა-კიური (1867-1934)
პოლონელმა ქალიშვილმა ფრანგი პროფესორი პარიზში გაიცნო... შემდეგ იყო ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური შეხვედრები... იყო პოლონეთთან განშორების დიდი გულისტკივილი, და... პანა სკლადოვსკა მადამ კიური გახდა. მარი სკლადოვსკასა და მისი მეუღლე პიერ კიურის 1903 წელს მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკაში ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების გამოკვლევისათვის. ქმრის გარდაცვალების შემდეგ შესრულებული შრომათა ციკლისათვის სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიამ 1911 წელს მარი სკლადოვსკა-კიური მეორედ დააჯილდოვა ნობელის პრემიით, ამჯერად ქიმიაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ნობელის პრემია მიენიჭა ერთსა და იმავე სწავლულს ორ სხვადასხვა დარგში. პრემიის მიღების ცერემონიაზე დედამ წაიყვანა უფროსი შვილი ირენი. ოცდაოთხი წლის შემდეგ ამ გოგონას იმავე დარბაზში იმავე პრემიას გადასცემენ თავის მეუღლე ფრედერიკ ჟოლიო-კიურისთან ერთად (მეუღლისა და მისი ოჯახის პატივსაცემად სიძემ კიურის გვარი მიიღო). უნიკალური შემთხვევაა: დედა - მარი სკლადოვსკა, მამა - პიერ კიური, შვილი - ირენ კიური, სიძე - ფრედერიკ ჟოლიო, ოჯახის ოთხი წევრი და ნობელის ხუთი პრემია. მსოფლიოს ყველა დროის გამოჩენილი ქალი მარი სკლადოვსკა-კიური დაიბადა ვარშავაში, პედაგოგთა ოჯახში. იგი მეხუთე შვილი იყო. 15 წლისამ ოქროს მედალზე დაამთავრა გიმნაზია, რეპეტიტორობით დაგროვებული თანხით სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მარი სობრონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. შემდეგ იყო მეცნიერების დიდი სიყვარული, მეცნიერებისათვის თავგანწირვა და... მარი კიური 106 აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. რადიოლოგიის ფუძემდებელი 67 წლისა სხივური დაავადებით გარდაიცვალა. -------------------- ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი