![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გენდერული კვლევა არის დისციპლინათა ერთობლიობა, რომლებიც იკვლევს და აანალიზებს სქესის ქცევის ფენომენს.
ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა, მის მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს და არსებობდა განსხვავებულ ქვეყნებში, კულტურებში და რელიგიებში. იყო თუ არა გენდერული უთანასწორობა (ზოგჯერ მკვეთრი პატრიარქატიც კი) გასულ საუკუნეებში და ათასწლეულებში ადამიანის სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი? ჩემი აზრით - არა. ეს იყო არა სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი, არამედ მეცნიერულ-ტექნიკურად ჩამორჩრნილი საზოგადოების ბუნებრივი და ობიექტური რეალობა. ![]() ნებისმიერ კულტურულ თუ სოციალურ მდგომარეობას საზოგადოებაში არეგულირებს იმავე საზოგადოებაში არსებული სიტუაცია, მოთხოვნილებები და პრობლემების ოპტიმალური გადაჭრა. მრავალი ასეული თუ ათასეული წლის წინ საზოგადოება ისე იყო ფორმირებული, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანის ფიზიკურ ძალას, ეს ძალიან ბუნებრივიც იყო, პრაქტიკულად არ არსებობდა ტექნიკური განათლება, არ არსებობდა არანაირი აპარატურა (გარდა პრიმიტიულისა) რომელიც ადამიანს შეუმსუბუქებდა შრომას, გაუიოლებდა ბრძოლას და ა.შ. ამ ყველაფერს წყვიტავდა მხოლოდ ერთი რამ - ფიზიკური ძალა. უფრო მეტი მოსავალი მოყავდა იმას ვინც უფრო დიდხანს და სწრაფად გათოხნიდა მიწას და დაიჭერდა ხელში მძიმე თოხს თუ სხვა სამუშაო იარაღს, უფრო ძლიერი მებრძოლი იყო ის, ვისაც მკლავში დიდი ძალა ჰქონდა, დიდხანს შეეძლო ეტრიალებინა მძიმე ხმალი, ფარი და ა.შ. ერთი სიტყვით მუშაობდა და იმარჯვებდა ფიზიკური ძალა. მამაკცის სხეული ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე ქალის. (გარდა გამონაკლისებისა, რაზეც საზოგადოების დამოკიდებულება არ ეფუძნება) ამიტომ შესაბამისად, უფრო ბუნებრივი და ოპტიმალური იყო კაცს ემუშავა მიწაზე, კაცს აეშენებინა შენობები, კაცს შეესრულებინა ძირითადი რთული საქმეები, ხოლო ომიანობის პერიოდში კი ებრძოლა, არადა ბრძოლები ძალიან ხშირი იყო. ძირითადი საქმის კაცის ხელში თავმოყრამ სრულიად ობიექტურად განაპირობა კაცის უპირატესობა, ქალს დარჩა მხოლოდ მსუბუქი სამუშაოები, საჭმლის კეთება და ა.შ. რადგან არსებულმა რეალობამ ქალისთვის დიასახლისობა უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ ფუნქციად მიიჩნია. გამომდინარე აქედან ქალი გახდა კაცზე დამოკიდებული, სხვაზე (მამაკაცზე) დამოკიდებულობამ კი თავისთავად ის მეორე პლანზე გადაიყვანა. ნებისმიერი, სუპერთანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი, რომ მოხვდეს გასულ ათასწლეულებში, ისიც იმგვარივე სოციალური პრინციპების მომხრე იქნება, რაც მაშინ არსებობდა, რადგან სხვაგვარად თვითონ საზოგადოება დამარცხდება, ქალს ძალიან გაუჭირდება ხელში დაიჭიროს 30კგ-იანი ხმალი და რამოდენიმე საათის განმაცლობაში იქნიოს, ან ამუშაოს მიწა. შესაბამისად ასეთი საზოგადოება წააგებს. რაც შეეხება უფლებების განაწილებას, ესიც ძალიან ბუნებრივი მომენტია, ნებისმიერ ფირმაში, კომპანიაში და ა.შ. მეტი ეკუთვნის იმას, ვინც მეტს აკეთებს, შესაბამის დროში კი კაცი აკეთებდა ყველაფერს და რასაკვირველია, რომ მას მიყავდა კიდეც საზოგადოებაში არსებული ცნობიერების კურსი. ყოველივე ზემოთ ხსენებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ჩამორჩენილობის (და არამც და არამც სოციალური ჩამორჩენილობის) შედეგი. რა არის საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გაჩენის მიზეზი? რამ უბიძგა კაცობრიობას ქალთა უფლებების მომატებისკენ? მათი სოციალური აქტიურობის გაზრდისკენ და ბოლოს სრული გენდერული თანასწორობის იდეამდე? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალის ინტელექტუალური რესურსი, ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი არანაირად არ ჩამოუვარდება მამაკაცისას. ტექნიკურმა პროგრესმა თანდათანობით უკანა პლანზე გადაიყვანა ფიზიკური ძალის მნიშვნელობა. საზოგადოებამ სულ უფრო და უფრო დაიწყო სწრაფვა იმ სახის ფორმაციისკენ, სადაც მთავარია გონება და ცოდნა. გნებავთ პირდაპირ პროფესიული ცოდნა ან თუნდაც იმის ცოდნა თუ როგორ დაიმკვიდრო საზოგადოებაში ადგილი. ინტელექტმა დათრგუნა ფიზიკური ძალის საჭიროება და შესაბამისად კაცის მკვეთრი უპირატესობებიც გაქრა. ჯერ კიდევ არის რაღაც სფეროები, სადაც კაცი მაინც უფრო ეფექტურად იმუშავებს ვიდრე ქალი, მაგრამ თანადათანობით ეს სფეროები შემცირდება და ბოლოს გაქრება. დღეს ხნავს ტრაქტორი და არა 20 კგ-იანი თოხი. ტრაქტორების მწარმოებელ ავტოკომპანიებში კი ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან, მოიფიქროს ახალი დიზაინი, გამოიანგარიშოს კონსტრუქციები და მონწილეობა მიიღოს ახალი მოდელების შექმნაში თუ შესაბამისი ცოდნა გააჩნია. უფრო მეტიც, თანამედროვე HONDA-ს, MERCEDES-ის ძალიან კომფორტულ ტრაქტორებში ქალსაც შეუძლია ტრაქტორისტად მუშაობა, მიზეზი იგივეა, არაფერს არ სჭირდება ფიზიკური ძალა, ყველაფერი ავტომატიზირებულია, კომპიუტერის "ჯოისტიკის" დონემდე, შესაბამისად დასავლეთის ქვეყნებში ასეთ სფეროშიც შემოვიდნენ ქალები. ულტრათანამედროვე სიტუაციაში კი სამხედრო სფეროშიც გააქტიურდნენ ქალები, რადგან იგებს არა მუშტი, ხმალი და ხანჯალი, არამედ ავტომატები, თვითმფრინავები და ელექტროდამიზნების სისტემები, აბსოლუტურად ყველა მათგანზე ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იყოს ეფექტური. ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ყველა მიმართულებბით აქტიურად ჩართვამ თავისთავად გამოიწვია მათი უფლებების გაზრდაც. თუ ისინი (ქალები) საკუთარი საქმიანობით ძალიან საჭირონი არიან, აქვთ ცოდნა, გავლენა და ა.შ. სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად ისმება საკითხი მათი კაცთან გათანაბრებისა სოციალური თვალსაზრისით. თუ შესაძლებელია, რომ ქალი იყოს კაცის ექვივალენტური ინტელექტით, ცოდნით, პროფესიონალიზმით და შესაბამისად ფინანსურად, ძალაუფლებით, გავლენით და ა.შ. და თუ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ამ ყველაფრის რეალიზება შესაძლებელია, მაშინ სად ჩანს კაცის უპირატესობა? რატომ უნდა გატარდეს კაცის აზრი, სურვილი, მიზანი და ა.შ. გინდა სახელმწიფოში, გინდა კერძო კომპანიაში, ან გინდა ოჯახში, თუ ის მცდარია, არასწორია, და თუ მას ქალის გადაწყვეტილება ჯობია? არ უნდა გატარდეს. ![]() რაც უფრო განვითარდება ტექნიკა კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გენდერული თანასწორობის დასრულება, რადგან ბოლოს ფიზიკური შრომის საჭიროება აბსოლუტურად ყველა დონეზე (მათ შორის ოჯახშიც) უკიდურესად შემცირდება და ბოლოს ალბათ 0-ზე დავა. ცხადია ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძებნება მამაკაცი, რომელსაც მეტი შესაძლებლობები ექნება ქალზე, მაგრამ ამას არ ექნება მასიური ხასიათი, რადგან რაც უფრო განვვითარდებით ტექნიკურად სულ უფრო და უფრო მეტი საწინააღმდეგო შემთხვევაც გვექნება, რადგან ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები იდენტურია განურჩევლად სქესისა. რა სიტუაცია გვაქვს დღეს? ანუ ცვლილებების მტკივნეულობა... ტექნიკურმა პროგრესმა და იქიდან გამომდინარე საზოგადოების მოთხოვნების ცვლილებებმა უსწრაფესი ფორმა მიიღო. სულ რაღაც სამ თაობაში, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობიდან დღემდე უზარმაზარი ცვლილებები მოხდა. ამ თაობის ადამიანებს ზოგჯერ მანქანის დანახვაც კი საოცრებად მიაჩნდათ სკოლის ასაკში, არ იცოდნენ რა იყო ტელევიზია და ა.შ. ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვალა, რამოდენიმე ათეულ წელიწადში ადამიანი ცხენიდან კოსმოსურ ხომალდზე გადაჯდა და მთვარეზე გაფრინდა ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით (აიღეთ 1909-1969 წლების 60 წლიანი მონაკვეთი, ზუსტად ასე იყო) და ადამიანის მენტალიტეტის ცვლილებამ ვერ აუღო ბოლომდე ალღო ახალ რეალობას. ადამიანებში მრავალი საუკუნის მანძილზე გამჯდარმა ცხოვრების წესმა, სწრაფი რეფორმაცია ვერ შეძლო და მიუხედავად ახალი რეალობებისა "ჩარჩა" ძველ ლოგიკაში. ამგვარი "ჩამორჩენილი" მენტალიტეის შედეგია ჯერ კიდევ უფროს თაობაში შემორჩენილი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ქალი უნდა იყოს კუხნაში", "ქალის გატარებულ მანქანაში რა ჩამაჯენს", "ქალის ჭკუაზე ჩემმა მტერმა გაიარა", "ქალის ნასწავლი არ გაიშვას მის იქით" და ა.შ. ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ქალმა შეიძლება გაცილებით კარგად გაატაროს ავტომანქანა, გაცილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს არსებულ სიტუაციაში და გაცილებით მაღალ დონეზე აღმოჩნდეს პროფესიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, დაწყებული ბიოლოგიიდან და დამტავრებული ფიზიკით. მარი კიურიმ ორჯერ მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში და ქიმიაში, აღმოაჩინა რადიოაქტიური ელემენტები პოლონიული და რადიუმი. მართალია გენდერული თანასწორობისკენ მიახლოება უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ადამიანის მენტალიტეტს უჭირს დაეწიოს ტექნიკურ განვითარებას. ცვლილებები ყოველთვის "მტკივნეულია." კაცებს უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, ვერ აღიქვამენ ქალს საკუთარ თანასწორად (საუბრობენ ზემოთ ხსენებული ფრაზებით) რადგან ეს ადრე არ იყო ასე. თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემებია ქალების ცნობიერებაშიც. ისინიც ვერ ეგუებიან ახალ რეალობას, რომ თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს რომ კაცზე მეტი იციან, რომ კაცზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რომ კაცზე აღარ არიან დამოკიდებული და ეს ყველაფერი აღიზიანებთ, ისინიც "ჩარჩენილი" არიან ძველ ცნობიერებაში და არ სიამოვნებთ საკუთარი სოციალური სიძლიერე, დამოუკიდებლობა და მაინც ეძებენ დომინანტს, ადამიანს, ვისზეც დამოკიდებული იქნებიან. ვერ ეგუებიან იმას, რომ ადამიანი ერთია და ზოგი კაცი ქალზე წინ იქნება სოციალურად და ზოგი ვერა. ამგვარი ჩამორჩენილი მენტალიტეტის შედეგია შემდეგი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ვერ ავიტან რომ ქმარი ჩემი სარჩენი იყოს, ბარემ ცოლად მოვიყვან და ეგ იქნება", "ქმარს ბავშვი გავუჩინო და კიდეც ვარჩინო" და ა.შ. ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ თანამედროვე რეალობაში სიტუაცია თანაბარია, ორივე მხარეს თანაბარი შანსი აქვს იშოვოს კარგი სამსახური, ჰქონდეს თანხები და რომ შესაბამისად არავის ცალმხრივი ვალი არაფერი არ არის. ...რომ კაცმა ცელი არ უნდა იქნიოს სათიბად, ოჯახის სარჩენად და რომ თუ გოგოს მიაჩნია რომ მას არ ეხება არაფერი ფინანსურ-პროფესიონალური ზუსტად იგივე უფლება აქვს კაცსაც. და რაც მთავარია ვერ აცნობიერებს ტენდენციას, რომ თუკი დღეს, ჯერ კიდევ, გარკვეულ ქვეყნებში, კაცს აქვს გარკვეული პროფესიული უპირატესობა ქალთან შედარებით, ხვალ უკვე აღარც ეს აღარ იქნება და ყველა იდენტიურ სიტუაციაში აღმოჩნდება. გსურთ თუ არა გენდერული თანასწორობა? ანუ ქართული რეალობა დღეს... უპირველეს ყოვლისა მინდა დავწერო, რომ გენდერული თანასწორობის/უთანასწორობის მომენტი არის მთლიანად სოციალური მოვლენა. 100%-ით დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემოზე და არანაირად არ წერია ის ადამიანის გენეტიკურ კოდში. დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავია/ბენელუქსის სახელმწიფოებში თითქმის აბსოლუტურად გათანაბრებულია ქალი და მამაკაცი, როგორც ეერთი და იგივე დაწესებულებებში დასქამებულთა რაოდენობით, ისე პირად ურთიერთობებშიც ანუ გოგოს აქვს საკუთარი ექვივალენტურობის განცდა, როგორც უფლებებში (რომ შეუძლია აკეთოს იგივე, იმუშაოს იგივენაირად და ა.შ.) ასევე პასუხისმგებლობებშიც (რომ ოჯახი მისიც არის, რომ მანაც უნდა იმუშაოს და ა.შ.). ზოგიერთ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით ახლო მეგობარი არ არის, გოგომ შეიძლება რაღაცნაირ დამცირებადაც კი აღიქვას რომ ფული გადაუხადო ტრანსპორტში ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ "ბოროტი" ან "საშინლად ცივია" უბრალოდ მას მიაჩნია რომ ის ჩვეულებრივი ექვივალენტურია კაცის, არანაირ განსაკუთრებულ მოპყრობას არ საჭიროებს, რადგან ადამიანები ერთი და იგივენი არიან. საქართველოში ჯერჯერობით ყველაფერი არეულ-დარეულია ანუ არც იქით ვართ და არც აქით. არის გარკვეული კატეგორია ქალებშიც და მამაკაცებშიც, რომლებსაც კატეგორიულად არ მოსწონთ გენდერული თანასწორობა უკვე კარგად აღწერილი მოვლენების გამო. არიან ისინიც, ვინებიც ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და ბოლომდე აქვთ გათვითცნობიერებული უფლებებიც და პასუხისმგებლობებიც. თუმცა არსებობენ გამრუდებული აზროვნების მქონე ადამიანებიც, რომლებსაც გენდერული თანასწორობა საკუთარ საკეთილდღეოდ უნდათ. ქალებში ასეთი დამოკიდებულება გამოიხატება იმაში, რომ უნდათ კაცის ექვივალენტურად ჩაითვალონ მხოლოდ უფლებებში და პასუხისმგებლობები - 0. ანუ კარგი ბინა, კარგი მანქანა, აბსოლუტური კომფორტი, ყველაფერი ქმარმა უნდა უყიდოს, ჩააბაროს, თვითონ არაფერი არ უნდა ქნას გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი კაცის ექვივალენტურად მოიხმაროს. კაცებში კი ამგვარი დამოკიდებულება ზუსტად შებრუნებულად ხასიათდება. უნდათ რომ ქალები პასუხისმგებლობების თანასწორად მოზიარენი კი იყვნენ ანუ შემოქონდეთ ფული ოჯახში, ეხმარებოდნენ ან სულაც არჩენდნენ კიდეც ქმარს, მაგრამ უფლებები - 0. თან უნდა არჩენდნენ და თან უნდა ემსახურებოდნენ კიდეც თითქმის უპირობოდ და უუფლებოდ. საქართველოში ცხადია გენდერული თანასწორობა ბოლომდე გაცნობიერებული არ არის არც ერთი სქესის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიყვანება რაღაც მარტივ დამოკიდებულებებამდე კონკრეტული საკითხების მიმართ, მაგრამ იმის რეალური განცდა რომ თანასწორობას ექვივალენტურ უფლებებთან ერთად ექვივალენტური პასუხისმგებლობები და შესაბამისი ცნობიერება სჭირდება, უბრალოდ არ არსებობს. ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრიც და გამოკითხვის შედეგებიც... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
S a l l y
ციტატა ეს არის ორი ადამიანის სიყვარულზე და პატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრება...და ეს ორი ადამიანი ერთმანეთის თანასწორია ყველაფრით... მართალია... ![]() ციტატა ემოციურ ასპექტში ქალი მეტად ლაბილურია, კაცი წესით და რიგით სტაბილური და მყარია და ეს ყველაფერი საკმაოდ მკაცრად კონტროლირდება გენეტიკით,ჰორმონების დონეზე!... მე არ ვიცი გენეტიკა იმ დონეზე რომ ამ საკითხში გედავო, მაგრამ რაღაც არა მგონია რომ ქალები გენეტიკურად უფრო ემოციურები და არასტაბილურები იყვნენ. თუნდაც ამიტომ, რასაც წერ: ციტატა ეს ყოველთვის ასე არ არის და ხშირია რომ სრულიად საპირისპირო შემთხვევებსაც ვაწყდებით არის საპირისპირო შემთხვევებიც, თანაც ძალიან ხშირი. გარდა ამისა ადამიანი ემოციური იქნება თუ არა, ამაზე უამრავი გარემო ფაქტორი მოქმედებს, აღზრდა, მდგომარეობა და ა.შ. გააჩნია რის მიმართ იქნება ემოციური ადამიანი და რის მიმართ არა, რა სიტუაციაში ექნება სტაბილური ხასიათი და სად დაიბნევა. თუ ქალი არის სამხედრო მფრინავი გაცილებით უფრო ცივსისხლიანად, უემოციოდ და სტაბილურად იგრძნობს თავს თვითმფრინავის ტარებისას, ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი, ვიდრე მამაკაცი, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა ან მაქსიმუმ მგზავრი ყოფილა. ემოცია მაინც ლოგიკური აზროვნების გამოვლინებაა, ლოგიკური აზროვნება კი მაშინ გადადის ემოციაში, როდესაც "რაღაც" ხდება. ეს "რაღაც" კი ძალიან პირობითი შეიძლება იყოს, სადაც ქალს უზარმაზარი უპირატესობა შეიძლება აღმოაჩნდეს. ციტატა გარდა ამისა,არსებობს ურთიერთობაში ე.წ. უხილავი უპირატესობა,რომელსაც კაცი უნდა ფლობდეს, რასაც ქალი აუცილებლად გრძნობს და შესაბამისად ის ასეთ კაცს მეტად ენდობა... ჰოდა, საქმეც მაგაშია. ეს ე.წ. "უხილავი უპირატესობა", რომელსაც ქალი მიაწერს კაცს, არის რაიმე სერიოზული საფუძვლის მქონე თუ უბრალოდ ისევ გენდერულ უთანასწორობაში დაბრუნების სურვილის ანარეკლია, რომელიც მთლიანად დაბადების შემდეგ არის შეძენილი არსებული გარემოს, კულტურის და ცნობიერების გავლენის შედეგად? ციტატა იმ შემთხვევაში თუ ქალი კაცის უპირატესობას საერთოდ ვერ გრძნობს და მისთვის ის ავტორიტეტს სულაც არ წარმოადგენს, ხდება ის რაზეც მეუფემაც ისაუბრა ფაქტია, რომ ხდება ![]() მაგრამ საკითხი სხვაგვარადაა: სწორია, რომ ხდება? კარგია, რომ ხდება? ჩემთვის საერთოდ ნეგატიურად აღსაქმელია ის ფაქტი, რომ ვინმე ვინმეს გვერდით (თუნდაც ცოლ-ქმარი) იყოს იმიტომ რომ ის ავტორიტეტია, მასზე უპირატესია, რაღაცით მისი გავლენის ქვეშაა და ა.შ. ეს თავის არსშივე მოიცავს უთანასწორობის მარცვალს და ნომენკლატურულს ხდის ურთიერთობას ანუ უმაღლეს დონემდე აყვანილია არა მეგობრობა, არამედ ავტორიტეტი. თუ ქალი ვეღარ აღიქვამს კაცს (ზოგჯერ ქმარსაც) ავტორიტეტად და უპირატესატედ (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო) მაშინ შორდება მას იმიტომ რომ ამგვარი ურთიერთობა არ არის დაფუძნებული მეგობრულ საწყისებზე. ციტატა თუ რამე კარგად ვერ გადმოვეცი მომიტევეთ, ამდენის დაწერასაც არ ვაპირებდი... დაწერე, საინტერესოა ყველას აზრი... ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 08:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი