სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
guest |
Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.
მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა |
ნაინა |
Aug 5 2009, 07:43 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
სიზმარს ხშირად ვნახულობ, მაგარი სიზმარა ვარ,
უსიზმრო ღამე თითქმის არ მახსოვს, რასაც ვნახავ, თუ მეორე დღესვე არა, რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მისრულდება, შეიძლება სიტყვა- სიტყვით არა, მაგრამ ის ძირითადი აზრი, რაც იდო სიზმარში, აუცილებლად ცხადდება. ადრე გვქონდა ერთი თემა, სიზმრებსაც ეხებოდა, იქ დავწერე ჩემს თავს გადახდენილი ამბავი, მაგრამ იცით რა მაკვირვებდა? ისეთი გრძნობა მქონდა რომ თითქოს ის ყველაფერი რაც ხდებოდა, უკვე ნანახი მქონდა, გულში ვამბობდი, აი ეხლა ეს მოხდება, ეხლა ასე იქნება და თითქმის სიზუსტით ცხადდებოდა ყველაფერი, აი კულმინაციურ მომენტში კი თითქოს ტვინი განათდაო, მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარში მქონდა ნანახი და თან ზუსტად 10 წლის წინ. ყველაფერი კი ჩემს ბავშვობაში დაიწყო, ანუ სიზმარი ვნახე მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას. თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მოვუსმენ, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, არ იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო. ღმერთმა დაგლოცოთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი