რამდენად აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები |
*ნინო* |
Nov 28 2007, 11:21 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
რელიგიის გაკვეთილების მნიშვნელობა სკოლებში ჩემი აზრით არის ძალიან დიდი.კარგია როცა ბავშვი პატარაობიდანვე შეიცნობს ჭეშმარიტებას.პირადად ჩემს მაგალითზე შემიძალია ვთქვა რომ , ამას უაღრესად დიდი როლი ენიჭება.დღესდღეობით დიდი დისკუსიები იმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. არ ვიცი ეს თემა იყო თუ არა ფორუმში,თუ კი ბოდიშს ვიხდი განმეორებისთვის.
|
ნონა |
Aug 8 2009, 11:53 AM
პოსტი
#62
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ჩემს დროს სკოლაში ისწავლებოდა რელიგიისა და კულტურის ისტორია.
საგანს ''გვასწავლიდა'' ათეისტი(!) მასწავლებელი (საათების განაწილებისას მას ერგო პატივი). მახსოვს საგანი ისე ჩავათავეთ რომ სახელმძღვანელოში შეტანილი არცერთი ბიბლიური სწავლება არც კი წაგვიკითხავს არცერთს. პირველივე გაკვეთილზე მასწავლებელმა ღმერთი როგორც ცნება განმარტა ასე: პირველყოფილ ადამიანებს ეშინოდათ ბუნებრივი კატაკლიზმების და ბუნებასთან წარმოქმნილმა დაუძლეველმა წინააღმდეგობებმა და შიშმა ადამიანებს უბიძგა სამყაროს ვერ ახსნილი ბუნებრივი მოვლენები მიეწერათ ვიღაცისთვის. და თავადვე მოიგონეს ღმერთი და მერე მასვე ეთაყვანებოდნენ. მისი გაკვეთილების შემდეგ არცერთ ჩვენგანს აღარ გასჩენია სურვილი ღმერთის შესახებ რაიმე კიდე გვეკითხა, მაგის შემდეგ სულ დარვინიზმს ვისმენდით, როგორც ადამიანის გონების გენიალურ მიგნებას... -და ამ გაკვეთილებმა შემდგომში უკლებლვ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა უფალმა შეუნდოს! .... არადა ბევრი რამის მიღება შეიძლებოდა ნამდვილად რომ გვესწავლა თუნდაც იმ სახელმძღვანელოთი, რომელიც ნამდვილად არ იყო მარტივი ენით დაწერილი. სკოლაში რელიგია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს და ვფიქრობ მას სწორად შერჩეული პედაგოგები ან სულ მოძღვარი უნდა ასწავლიდეს. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი