ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თემო |
Aug 10 2009, 12:11 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება N 578 2009 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი 2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით: 1. 2009-2010 წლების ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (შემდგომში _ სატყეო დეპარტამენტი) უზრუნველყოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების ორგანიზება, რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებისთვის ტყეკაფების დამაგრება და სათბობი შეშის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფისას ერთ კომლზე გასაცემი სათბობი შეშის რაოდენობა განისაზღვროს ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კერძოდ, “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან რეგიონებში _ არა უმეტეს 12 მ3, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე _ არა უმეტეს 7 მ3. 3. სატყეო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე სათბობი შეშის გაცემა განხორციელდეს შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოსა და საბიუჯეტო ორგანიზაციების არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე. 4. საჭიროების შემთხვევაში სატყეო დეპარტამენტი უფლებამოსილია საქართველოს საპატრიარქოს (საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებისათვის) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის) საშეშე მერქნის დამატებით გამოყოფის შესახებ არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიკროუბნებში, შესაძლებლობის ფარგლებში, საშეშე კატეგორიის ხეების აღრიცხვა (მონიშვნა), აღრიცხვა-შეფასების მაუწყებელში მონიშნული ხეების ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, კვარტალი, ლიტერი) მითითებით შეტანა, ხეების დამაგრება და გაცემა რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი