სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
guest |
Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.
მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა |
ნონა |
Aug 10 2009, 11:41 AM
პოსტი
#2
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნაინა
რა საოცარი ისტორიაა! მიკვირს ხოლმე როცა ყვებიან ყოველი ღამის შემდეგ სხვადასხვა ფერადი სიზმრების შესახებ... სულ რამდენიმე სიზმარი მაქვს ნანახი: ჩემი ძმის გარდაცვალებამდე თუ რამე სიზმარი მინახავს აბსოლიტურად ყველა დაძაბული ფიქრის გაგრძელება იყო - უკლებლივ ყველა მათემატიკური ამოცანა!!! და სწორედ ძილში ვპოულობდი გამოსავალსაც (პრინციპში ეს ფსიქოლოგიურად სავსებით ახსნადი ფსიქიკური ქცევაა) ჩემი ძმის გარდაცვალების შემდგომ კი პერმანენტულად მას ვნახულობ ხოლმე სიზმარში და როგორც წესი სიზმარის არცერთი ვიზუალური კონტური მეხსიერებაში არ მენახება... ...მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვით... აბსოლიტურად ყველა სიზმარი ამიხდა სრული სიზუსტით და სხვათაშორის მამაოს ყოველთვის ნახვისთანავე ვუყვები და ყოველჯერზე გათვალისწინება მირჩია. თუმცა სიზმარი ჩემთვის შედარებით ღრმა ემოციურ გავლენას იძენს მას შემდეგ რაც მის დამაჯერებლობაზე მამაო მაძლევს კურთხევას. მანამდე ჩემთვის ზუსტად იმდენადაა რეაქციის მქონე რამდენადაც რწმენა - გზა გულისკენ მხოლოდ მაშინ როცა იცი რომ სიზმარი ბოროტისაგან არაა. P.S. მე მაინც ყველას მშვიდ ძილსა და არანაირ სიზმრებს გისურვებთ -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
გიორგი |
Aug 10 2009, 01:50 PM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნონა
ციტატა ჩემი ძმის გარდაცვალების შემდგომ კი პერმანენტულად მას ვნახულობ ხოლმე სიზმარში და როგორც წესი სიზმარის არცერთი ვიზუალური კონტური მეხსიერებაში არ მენახება... ძლიერ სამწუხარო და სევდიანი მომენტია. ...მაგრამ მთლიანად გონების ნაყოფი. მეც ვხედავ ხოლმე ხანდახან გარდაცვლილ მამაჩემს სიზმარში, მაგრამ ძალიან ქაოტურად და ულოგიკოდ. საერთოდ ასეთი სიზმრების დროს ლოგიკურობის პროცესები არ მიმდინარეობს და შეიძლება ადამიანს წარმოუდგენელი სისულელე დაესიზმროს, მაგალითად ის რომ თვითონ არის ფუნჯი, ორი ადამიანი და ფანტაზიამდე მისული ულოგიკობა. თუ ლოგიკის მმართველი ცენტრები მუშაობს მაშინ სიზმარი შინაარსიანია. სიზმარში შეიძლება ვნახოთ მრავალი წლის წინ მომხდარი ფაქტების გაგრძელება, ცხოვრებაში ერთხელ ნანახი ადამიანი, განვიცადოთ სევდა, სიხარული, სიყვარული, შიში და ა.შ. ეს არის მთლიანად გონების სიმულაცია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი