სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
guest |
Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.
მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა |
ნაინა |
Aug 5 2009, 07:43 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
სიზმარს ხშირად ვნახულობ, მაგარი სიზმარა ვარ,
უსიზმრო ღამე თითქმის არ მახსოვს, რასაც ვნახავ, თუ მეორე დღესვე არა, რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მისრულდება, შეიძლება სიტყვა- სიტყვით არა, მაგრამ ის ძირითადი აზრი, რაც იდო სიზმარში, აუცილებლად ცხადდება. ადრე გვქონდა ერთი თემა, სიზმრებსაც ეხებოდა, იქ დავწერე ჩემს თავს გადახდენილი ამბავი, მაგრამ იცით რა მაკვირვებდა? ისეთი გრძნობა მქონდა რომ თითქოს ის ყველაფერი რაც ხდებოდა, უკვე ნანახი მქონდა, გულში ვამბობდი, აი ეხლა ეს მოხდება, ეხლა ასე იქნება და თითქმის სიზუსტით ცხადდებოდა ყველაფერი, აი კულმინაციურ მომენტში კი თითქოს ტვინი განათდაო, მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარში მქონდა ნანახი და თან ზუსტად 10 წლის წინ. ყველაფერი კი ჩემს ბავშვობაში დაიწყო, ანუ სიზმარი ვნახე მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას. თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მოვუსმენ, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, არ იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო. ღმერთმა დაგლოცოთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
გიორგი |
Aug 10 2009, 02:47 PM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნაინა
დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას. ძნელია კამათი როდესაც დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ ამ საკითხზე, მაგრამ ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებ: უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ადამიანი მიდრეკილია სიზმრების დაჯერებისკენ და ამას ორი მიზეზი აქვს: 1. ადამიანს უნდა რომ მის მიერ სიზმარში ნანახი გარდაცვლილი ადამიანი თუ რაიმე საუბარი იყოს ნამდვილი, რეალობა და რომ ის რაც ნახა სიზმარში არის ნამდვილი კავშირი იმქვეყნად წასულ ახლობლებთან და არა საკუთარი გონების ნაყოფი. 2. ადამიანს ბოლომდე ვერ უპოვნია სიზმრის ფენომენის ახსნა და როდესაც რაიმეს ხედავს, სასარგებლოს თუ უსარგებლოს მაინც სადღაც ეპარება ეჭვი თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ და მხოლოს მისი გონების ნაყოფი და არაფერი რეალური. ახლა რაც შეეხება შენს კონკრეტულ სიზმარს. ვინაიდან სიზმრის დროს ტვინი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს დეტალურად ვერ ხერხდება ზუსტად გახსენება იმის თუ რა დაგვესიზმრა, დროის გავლასთან ერთად კი სულ უფრო და უფრო იცვლება რეალობა და შემდეგ ხდება უკვე ხელოვნურად მიმსგავსება რაღაც ფაქტთან თუ გამოსახულებასთან რომ ვითომ ეს ვნახეთ სიზმარში ან ამგვარი რაღაც და ვითომ აგვიხდა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. შენ ამბობ, რომ დაახლოებით 25 წლის წინ დაგესიზმრა სიზმარი, საიდანაც ზუსტად გახსოვს: 1. ქვიანი გზა. 2. მავთულიანი ღობე. 3. შავი ჭიშკარი. 4. ორი შესასვლელი. საინტერესოა მართლა ასე დეტალურად გახსოვს ის სიზმარი თუ გგონია უბრალოდ რომ დეტალურად გახსოვს, რადგან ნაწილი 1. გამოღვიძებისთანავე ვერ აღედგინე სწორად, 2. წლების განმავლობაში რაღაცეები დაგავიწყდა, შეიცვალა და სხვანაირად შეავსე შენი მეხსიერება. 3. ბოლოს კი როდესაც "სიზმრის გახსენება დაგეწყო" უკვე როდესაც ნახე რეალური ეკლესია, ეს ყველაფერი ამოგიტივტივდა არასრული ფორმით და სხვაობები შენ თვითონ შეავსე შენი გონებიდან. აბა დაფიქრდი. ზუსტად გახსოვს ეს ყველაფერი შენი ბავშვობის სიზმრიდან: 1. ნამდვილად იყო ქვიანი გზა 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? შეგიძლია გაიხსენო რომ ქვიანი იყო ის გზა? თუ ეს შეგიძლია მაშინ რა ფერის და ფორმის ქვები იყო, ეს ვიზუალი ისეა გადაბმული რომ აუცილებლად უნდა გახსოვდეს. კარგად გაიხსენე ნამდვილად სიზმრის ქვებს იხსენებ თუ რეალურად ნანახ ქვებს. 2. ნამდვილად იყო მავთულიანი ღობე 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში?იცოდი იმ დროს სიტყვა "მავთულის" მნიშვნელობა? როგორი ფორმა ჰქონდა, ბადე იყო? ნამდვილად ეგეთი ღობე ნახე რეალშიც თუ მერე მიამსგავსე? 3. ნამდვილად იყო შავი ჭიშკარი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? როგორი ჭიშკარი იყო? გისოსებიანი თუ ბრტყელი? შეგიძლია ზუსტად გაიხსენო? თუ ზუსტად არ შეგიძლია გაიხსენო როგორ ამგვანებ რეალში ნანახ ჭიშკარს და თუ ზუსტად იხსენებ მაშინ ნამდვილად იგივე კონფიგურაციის ჭიშკარი იყო? 4. ორი შესასვლელიც საინტერესო მომენტია. ნამდვილად ჰქონდა ორი შესასვლელი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? ასე ზუსტად გახსოვს მთელი ეკლესია რომ წინა და უკანა შესასვლელი გაარჩიე? მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სიზმარი არც სასწაულია, არც ეშმაკეული და არც უფლისმიერი, უბრალოდ ადრე ავად რომ იყავი და თან მორწმუნე ბებიაც რომ გყავდა დეკლარატიული მეხსიერებიდან რაღაც ეკლესია დაგესიზმრა, თავისი ეზოთი, ჭიშკრით, ღობით, (ეკლესიების უმრავლესობა ასეთია) შემდეგ მრავალი კონკრეტული დეტალი რაც ზუსტად ვერ აღიდგინე მეორე დღესვე სხვანაირად გახსოვდა + დროთა განმავლობაში კიდევ რაღაცეები სხვანაირად დაგამახსოვრდა და ბოლოს ეს ყველაფერი ერთ-ერთ რეალურ ეკლესიას მიამსგავსე. ალბათობის თეორიაც ხელს გიწყობდა, ეკლესიების უმეტესობა წმ. გიორგის სახელობისაა. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ნონა ციტატა თანაც სიზმარი ყოველთვის ალოგიკური არ არის. მე არ დამიწერია რომ ყოველთვის ალოგიკურია სიზმარი-თქო. თუ ლოგიკის ცენტრები მუშაობს მაშინ გამოსახულებებიც წესრიგდება. ციტატა რაც შეეხება სიზმრების იმ ნაწილს რომელსაც ვნახულობ კობას გარდაცვალების შემდეგ მთლიანად შთაგონებადია... სამწუხარო რეალობაა. კარგია, რომ შინაგანი სიმტკიცე და ინტელექტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო. ციტატა თუმცა მეტწილად აუხსნელია ის გარემოება რომ უკლებლივ ყველა მათგანი უკვე შემდგომში რეალობა ხდება ხოლმე ალბათ ხელოვნურად არგებ სიზმარს და რეალობას. ნაინას რომ დიდი პოსტი მივწერე იმას გაეცანი და მსგავს ახსნაზე იფიქრე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი