IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა?
guest
პოსტი Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.

მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას.

პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო.

უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა.

ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა sad.gif ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა.

თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა sad.gif სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები sad.gif sad.gif აღარ დავკონკრეტდები...

ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები.

დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Aug 5 2009, 07:43 PM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



სიზმარს ხშირად ვნახულობ, მაგარი სიზმარა ვარ,
უსიზმრო ღამე თითქმის არ მახსოვს, რასაც ვნახავ, თუ მეორე დღესვე არა,
რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მისრულდება, შეიძლება სიტყვა-
სიტყვით არა, მაგრამ ის ძირითადი აზრი, რაც იდო სიზმარში, აუცილებლად
ცხადდება.
ადრე გვქონდა ერთი თემა, სიზმრებსაც ეხებოდა, იქ დავწერე ჩემს თავს გადახდენილი ამბავი, მაგრამ იცით რა მაკვირვებდა? ისეთი გრძნობა მქონდა რომ თითქოს ის ყველაფერი რაც ხდებოდა, უკვე ნანახი მქონდა, გულში ვამბობდი, აი ეხლა ეს მოხდება, ეხლა ასე იქნება და თითქმის სიზუსტით ცხადდებოდა ყველაფერი, აი კულმინაციურ მომენტში კი თითქოს ტვინი განათდაო, მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარში მქონდა ნანახი და თან ზუსტად 10 წლის წინ.
ყველაფერი კი ჩემს ბავშვობაში დაიწყო, ანუ სიზმარი ვნახე მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.

დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას.
თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მოვუსმენ, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, არ იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო.

ღმერთმა დაგლოცოთ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 10 2009, 02:47 PM
პოსტი #3


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნაინა
ციტატა(ნაინა @ Aug 5 2009, 07:43 PM) *

დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას.

ძნელია კამათი როდესაც დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ ამ საკითხზე, მაგრამ ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებ:

უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ადამიანი მიდრეკილია სიზმრების დაჯერებისკენ და ამას ორი მიზეზი აქვს:

1. ადამიანს უნდა რომ მის მიერ სიზმარში ნანახი გარდაცვლილი ადამიანი თუ რაიმე საუბარი იყოს ნამდვილი, რეალობა და რომ ის რაც ნახა სიზმარში არის ნამდვილი კავშირი იმქვეყნად წასულ ახლობლებთან და არა საკუთარი გონების ნაყოფი.

2. ადამიანს ბოლომდე ვერ უპოვნია სიზმრის ფენომენის ახსნა და როდესაც რაიმეს ხედავს, სასარგებლოს თუ უსარგებლოს მაინც სადღაც ეპარება ეჭვი თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ და მხოლოს მისი გონების ნაყოფი და არაფერი რეალური.

ახლა რაც შეეხება შენს კონკრეტულ სიზმარს.

ვინაიდან სიზმრის დროს ტვინი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს დეტალურად ვერ ხერხდება ზუსტად გახსენება იმის თუ რა დაგვესიზმრა, დროის გავლასთან ერთად კი სულ უფრო და უფრო იცვლება რეალობა და შემდეგ ხდება უკვე ხელოვნურად მიმსგავსება რაღაც ფაქტთან თუ გამოსახულებასთან რომ ვითომ ეს ვნახეთ სიზმარში ან ამგვარი რაღაც და ვითომ აგვიხდა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა.

შენ ამბობ, რომ დაახლოებით 25 წლის წინ დაგესიზმრა სიზმარი, საიდანაც ზუსტად გახსოვს:

1. ქვიანი გზა.
2. მავთულიანი ღობე.
3. შავი ჭიშკარი.
4. ორი შესასვლელი.

საინტერესოა მართლა ასე დეტალურად გახსოვს ის სიზმარი თუ გგონია უბრალოდ რომ დეტალურად გახსოვს, რადგან ნაწილი 1. გამოღვიძებისთანავე ვერ აღედგინე სწორად, 2. წლების განმავლობაში რაღაცეები დაგავიწყდა, შეიცვალა და სხვანაირად შეავსე შენი მეხსიერება. 3. ბოლოს კი როდესაც "სიზმრის გახსენება დაგეწყო" უკვე როდესაც ნახე რეალური ეკლესია, ეს ყველაფერი ამოგიტივტივდა არასრული ფორმით და სხვაობები შენ თვითონ შეავსე შენი გონებიდან.

აბა დაფიქრდი. ზუსტად გახსოვს ეს ყველაფერი შენი ბავშვობის სიზმრიდან:

1. ნამდვილად იყო ქვიანი გზა 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? შეგიძლია გაიხსენო რომ ქვიანი იყო ის გზა? თუ ეს შეგიძლია მაშინ რა ფერის და ფორმის ქვები იყო, ეს ვიზუალი ისეა გადაბმული რომ აუცილებლად უნდა გახსოვდეს. კარგად გაიხსენე ნამდვილად სიზმრის ქვებს იხსენებ თუ რეალურად ნანახ ქვებს.

2. ნამდვილად იყო მავთულიანი ღობე 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში?იცოდი იმ დროს სიტყვა "მავთულის" მნიშვნელობა? როგორი ფორმა ჰქონდა, ბადე იყო? ნამდვილად ეგეთი ღობე ნახე რეალშიც თუ მერე მიამსგავსე?

3. ნამდვილად იყო შავი ჭიშკარი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? როგორი ჭიშკარი იყო? გისოსებიანი თუ ბრტყელი? შეგიძლია ზუსტად გაიხსენო? თუ ზუსტად არ შეგიძლია გაიხსენო როგორ ამგვანებ რეალში ნანახ ჭიშკარს და თუ ზუსტად იხსენებ მაშინ ნამდვილად იგივე კონფიგურაციის ჭიშკარი იყო?

4. ორი შესასვლელიც საინტერესო მომენტია. ნამდვილად ჰქონდა ორი შესასვლელი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? ასე ზუსტად გახსოვს მთელი ეკლესია რომ წინა და უკანა შესასვლელი გაარჩიე?

მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სიზმარი არც სასწაულია, არც ეშმაკეული და არც უფლისმიერი, უბრალოდ ადრე ავად რომ იყავი და თან მორწმუნე ბებიაც რომ გყავდა დეკლარატიული მეხსიერებიდან რაღაც ეკლესია დაგესიზმრა, თავისი ეზოთი, ჭიშკრით, ღობით, (ეკლესიების უმრავლესობა ასეთია) შემდეგ მრავალი კონკრეტული დეტალი რაც ზუსტად ვერ აღიდგინე მეორე დღესვე სხვანაირად გახსოვდა + დროთა განმავლობაში კიდევ რაღაცეები სხვანაირად დაგამახსოვრდა და ბოლოს ეს ყველაფერი ერთ-ერთ რეალურ ეკლესიას მიამსგავსე. ალბათობის თეორიაც ხელს გიწყობდა, ეკლესიების უმეტესობა წმ. გიორგის სახელობისაა.

მე დარწმუნებული ვარ ამაში. yes.gif

ნონა
ციტატა
თანაც სიზმარი ყოველთვის ალოგიკური არ არის.

მე არ დამიწერია რომ ყოველთვის ალოგიკურია სიზმარი-თქო. თუ ლოგიკის ცენტრები მუშაობს მაშინ გამოსახულებებიც წესრიგდება.
ციტატა
რაც შეეხება სიზმრების იმ ნაწილს რომელსაც ვნახულობ კობას გარდაცვალების შემდეგ მთლიანად შთაგონებადია...

სამწუხარო რეალობაა.
კარგია, რომ შინაგანი სიმტკიცე და ინტელექტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო. ki.gif
ციტატა
თუმცა მეტწილად აუხსნელია ის გარემოება რომ უკლებლივ ყველა მათგანი უკვე შემდგომში რეალობა ხდება ხოლმე

ალბათ ხელოვნურად არგებ სიზმარს და რეალობას. yes.gif
ნაინას რომ დიდი პოსტი მივწერე იმას გაეცანი და მსგავს ახსნაზე იფიქრე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 10 2009, 03:05 PM
პოსტი #4


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 02:47 PM) *

ალბათ ხელოვნურად არგებ სიზმარს და რეალობას. yes.gif
ნაინას რომ დიდი პოსტი მივერე იმას გაეცანი და მსგავს ახსნაზე იფიქრე.



უკვე გავეცანი, და აბსოლიტურად გეთანხმები...
ბევრჯერ შემიმჩნევია რომ ჩემი ტვინი მსგავს შევსებებს ახორციელებს არამხოლოდ ვირტუალური რეალობიდან, არამედ ორ რამდენადმე დაშორებულ ფაქტს შორისაც კი...

და შევსება არაა მხოლოდ ვიზუალური შინაარსის.

მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ სიზმარს:

საერთოდ არ ყოფილა არასოდეს ხატოვანი
არანაირი ვიზუალური ეფექტი არ დამრჩენია და შესავსები კი არა ამ თვასაზრისით შესაქმნელი უნდა ყოფილიყო ზემოთ ნახსენები ლოგიკის მიხედვით
უბრალოდ ვიღებ სიზმრით ძალიან კონკრეტულ (!) მესიჯს და უმოკლეს დროში რეალისტური ხდება ინფორმაცია...



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   სიზმარი და ინტუიცია   Apr 5 2008, 09:37 AM
ekato   ეხლა დაძინებას ვაპ...   Apr 6 2008, 01:46 AM
staywhite   ეკატო, არც მე წავიდ...   Apr 6 2008, 01:57 AM
neo   ამის მშემდეგ არ ნი...   Apr 6 2008, 02:13 AM
staywhite   ნეო, სწორედ მაგის გ...   Apr 6 2008, 02:20 AM
შოთაძე   ძალიან ხშირად მიხდ...   Apr 6 2008, 02:39 AM
mari touchet   რა კაია რო სიზმრებ...   Apr 6 2008, 01:37 PM
Misha Songulashvili   staywhite რწმენადა სიზმ...   Apr 6 2008, 02:27 PM
misdevs mela loms   მთავარია სიზმრის მ...   Apr 6 2008, 02:47 PM
staywhite   მიშა, გეთანხმები. ჩ...   Apr 6 2008, 09:11 PM
miss sevda   ერთხელ ექსკურსიაზ...   Apr 6 2008, 09:38 PM
staywhite   miss sevda :მპუა: უაფალი გ...   Apr 6 2008, 09:42 PM
miss sevda   miss sevda :მპუა: უაფალი გ...   Apr 6 2008, 09:45 PM
ekato   miss sevda რა საოცარი ამბ...   Apr 6 2008, 11:38 PM
ketino   სიზმარს რელიგია სხ...   Apr 7 2008, 12:14 AM
staywhite   სიზმარს რელიგია ს...   Apr 7 2008, 12:35 AM
llaasshhaa   გამაჟრიალა :(   May 28 2008, 11:42 PM
nino_ni   ზუსტად :( ისე კი მე ნ...   May 28 2008, 11:54 PM
nuca_ge   არასოდეს მესიზმრე...   May 28 2008, 11:57 PM
შოთაძე   არასოდეს მესიზმრე...   May 29 2008, 12:00 AM
nuca_ge   მაგარი ბედნიერება...   May 29 2008, 12:09 AM
natia.   მეც დამაჟრიალა, ღმ...   May 29 2008, 10:42 AM
მაშიკო   სიზმარი მეც ბერჯერ...   Aug 5 2009, 06:11 PM
ნაინა   სიზმარს ხშირად ვნა...   Aug 5 2009, 07:43 PM
გიორგი   ნაინა დაახლოებით 1...   Aug 10 2009, 02:47 PM
ნონა   ალბათ ხელოვნურად ...   Aug 10 2009, 03:05 PM
staywhite   ნაინა მე არ მაქვს ს...   Aug 5 2009, 07:45 PM
qetevani-82   staywhite :(   Aug 5 2009, 07:46 PM
მაშიკო   ნაინა საწინააღმდე...   Aug 5 2009, 08:19 PM
ნაინა   მაშიკო კი იქნებოდ...   Aug 5 2009, 08:28 PM
მაშიკო   ნაინა იქნებ აქაურ ...   Aug 5 2009, 08:33 PM
qetevani-82   ჩემი სიზმრებიც სუ...   Aug 5 2009, 08:33 PM
ნაინა   მაშიკო ხო, მაგრამ მ...   Aug 5 2009, 08:36 PM
მაშიკო   qetevani-82 ერთხელ მითხრა ...   Aug 5 2009, 08:42 PM
ნონა   ნაინა რა საოცარი ი...   Aug 10 2009, 11:41 AM
გიორგი   ნონა ძლიერ სამწუხ...   Aug 10 2009, 01:50 PM
ნონა   [b]ნონა ...მაგრამ მთლ...   Aug 10 2009, 02:37 PM
გიორგი   [b]სიზმარი [size=2]სიზმა...   Aug 10 2009, 01:39 PM
გიორგი   ნონა მაინც? ინფორმ...   Aug 10 2009, 03:10 PM
ნონა   ნონა მაინც? ინფორმ...   Aug 10 2009, 03:24 PM
iobi   ჩემი ბაბუა რომ გარ...   Aug 10 2009, 03:12 PM
გიორგი   iobi არადა საზვერეებ...   Aug 10 2009, 03:20 PM
ნონა   მე ხანდახანაც არ მ...   Aug 10 2009, 03:34 PM
iobi   სიზმრებიც კაი უბედ...   Aug 10 2009, 03:32 PM
გიორგი   ნონა დანარჩენი თა...   Aug 10 2009, 03:33 PM
ნონა   [b]ნონა დანარჩენი თ...   Aug 10 2009, 03:48 PM
გიორგი   ნონა You think so... :) I don't th...   Aug 10 2009, 03:41 PM
გიორგი   ნონა მეტი არგუმენტ...   Aug 10 2009, 03:55 PM
ნონა   ნონა მეტი არგუმენ...   Aug 10 2009, 04:07 PM
გიორგი   ნონა ყოვლისმცოდნო...   Aug 10 2009, 04:21 PM
ნონა   ყოვლისმცოდნოლოგი ...   Aug 10 2009, 04:29 PM
kato_Bato   ნონა ნონა თქვენ ქვ...   Aug 10 2009, 04:30 PM
ნონა   :o ჩემი ბრალი იყო :( მ...   Aug 10 2009, 04:34 PM
afxazi   გიორგი ეს ნათქვამ...   Aug 10 2009, 04:41 PM
კანონისტი   afxazi ამ თემას არ ეხებ...   Aug 10 2009, 04:52 PM
afxazi   კანონისტი ამაში გ...   Aug 10 2009, 04:54 PM
კანონისტი   afxazi მაშ, ვინღაა ჰაერ...   Aug 10 2009, 04:58 PM
ნონა   დათ შენი არგუმენტ...   Aug 10 2009, 05:07 PM
კანონისტი   ნონა შენ კი თქვი გა...   Aug 10 2009, 05:09 PM
ნონა   ნონა შენ კი თქვი გა...   Aug 10 2009, 05:20 PM
afxazi   კანონისტი კიდევ ე...   Aug 10 2009, 05:11 PM
მაშიკო   3 ღამეა ისთი სიზმრე...   Aug 14 2009, 12:14 PM
ნაინა   მაშიკო შენც უბალი...   Aug 14 2009, 12:17 PM
მაშიკო   ნაინა უბალიშოდ დაძ...   Aug 14 2009, 05:04 PM
ქევანა   ქვეცნობიერმა ლოგი...   Aug 14 2009, 05:24 PM
asmoo   არ მჯერა სიზმრების   Aug 20 2009, 08:18 PM
tam_ooo   სიზმრის ახსნა ცრუ ...   Aug 28 2009, 05:31 PM
peritoniti   მე მჯერა სიზმრების...   Dec 5 2010, 08:11 AM
Giorgi Dolidze   peritoniti გამოცხადება ს...   Dec 20 2013, 04:02 PM
marine   "იოანე პეტრიწი აღ...   Dec 14 2015, 10:59 AM
marine   „ზოგჯერ შეიძლება ჩ...   Dec 14 2015, 11:29 AM
marine   "ამგვარადვე წერს ...   Oct 4 2016, 03:11 PM
marine   "წმინდა მამები ამ...   Oct 5 2016, 06:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 04:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი