სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
guest |
Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.
მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა |
iobi |
Aug 10 2009, 03:32 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
სიზმრებიც კაი უბედურებაა მართლა. ერთხელ დამესიზმრა რარაც სეშინებული ვიყავი და მერე 7 მთავარანგელოზის სახელი ვახსენე და აღმოვაჩინე რო ვირაც მითვალტვალებდა. ვიღაც შავებში ჩაცმული უსახური არსება იყო წყლის ესინოდა და რავიცი რა მეტაკა და გავეკიდე. პირჯვარს ვსახავდი და ისიც გარბოდა მაღლა კიბეებზე მივდევდი და მზეც ამოვიდა. აქ კი ცუდად გახდა ხოლო მერე დავინახე როგორ უყურებდა ამ ყველაფერს მოშორებით მჯდომი თეთრი მტრედი.
ეეეეჰჰჰჰჰ რა უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია ჰა? და მაგის მაგვარი არც მინახია რამე იმ დღეს არც გამიკეთებია. თეთრი მტრედი კი იმიტო ჩამრცა თავში რო ჩემთან მოფრინდა ორჯერ თეთრი მტრედი. რა ბედნიერი ვიყავი. ახლა აღარ მოდის და გული მიკვდება. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი