consciousness without brain..., ცნობიერება ტვინის გარეშე. საინტერესო მეცნიერული ფაქტები. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
consciousness without brain..., ცნობიერება ტვინის გარეშე. საინტერესო მეცნიერული ფაქტები. |
გიორგი |
Jul 31 2009, 01:48 AM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ თემაში შევაგროვოთ და ავტვირთოთ სამეცნიერო მასალები, რომელიც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიუთითებს ცნობიერების ტვინის გარეშე არსებობას. ანუ ფაქტები, როდესაც თითქოს ადამიანებმა შეინარჩუნეს ცნობიერება მას შემდეგ რაც ტვინმა ფუნქცია შეწყვიტა. ლაპარაკია NDE-ზე (Near-Death-Experinece) ანუ ე.წ. "კლინიკური სიკვდილის" მდგომარეობაზე.
ამ კუთხით მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესო კვლევა. პირველ რიგში ავტვირთავ ტელეკორპორაცია BBC-ის გადაღებულ ფილმს: "The Day I Died" / "დღე როდესაც მოვკვდი" "The Day I Died"- part1 "The Day I Died"- part2 "The Day I Died"- part3 "The Day I Died"- part4 "The Day I Died"- part5 "The Day I Died"- part6 -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Aug 10 2009, 04:32 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნონა
ციტატა ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს მაგ ფილმის მიმართ როგორც დიდი აფეთქბის თეორიაზე დიდი აფეთქების თეორია 99.9%-ით არის მართალი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უშორესი გალაქტიკების და სინათლის ობიექტების სპექტრის შედარებისას მზის სპექტრთან ვხედავთ წანაცვლებას სპექტრის წითელი ბოლოსკენ, რაც ნიშნავს რომ ყველა ობიექტი სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით გვშორდება (ნუ 200.000კმ/წმ-ში მაინც) და თანაც რაც უფრო შორია სინათლის წყარო მითუფრო სწრაფად გვშორდება ანუ სამყარო ფართოვდება და რადგან ფართოვდება ის ოდესღაც ძალიან მცირე იყო, ერთ წერტილში თავმოყრილი, სწორედ ეს არის სინგულარობის მოვლენა. არის მეორე ფაქტი. კოსმოსური მიკროტალღური გამოსხივება. ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს და ყველა მიმართულებიდან თანაბარი ინტენსივობით მოდის ანუ წარმოადგენს "დიდი აფეთქების" მიერ გამოწვეული ენერგიის ემისიის მიერ გამოსხივებულ ინფორმაციას 13.7 მილიარდი წლის წინ, რასაც რელიქტურ გამოსახულებასაც უწოდებენ. არადა NDE-ს შემსწავლელ ჯგუფებს არაფერი არ დაუმტკიცებიათ არც 99%, მითუმეტეს ცნობიერების ტვინის გარეთ არსებობა და კოსმოლოგების ექვივალენტური მტკიცებულებები სულაც არ გააჩნიათ თავის საქმეში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 01:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი