consciousness without brain..., ცნობიერება ტვინის გარეშე. საინტერესო მეცნიერული ფაქტები. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
consciousness without brain..., ცნობიერება ტვინის გარეშე. საინტერესო მეცნიერული ფაქტები. |
გიორგი |
Jul 31 2009, 01:48 AM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ თემაში შევაგროვოთ და ავტვირთოთ სამეცნიერო მასალები, რომელიც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიუთითებს ცნობიერების ტვინის გარეშე არსებობას. ანუ ფაქტები, როდესაც თითქოს ადამიანებმა შეინარჩუნეს ცნობიერება მას შემდეგ რაც ტვინმა ფუნქცია შეწყვიტა. ლაპარაკია NDE-ზე (Near-Death-Experinece) ანუ ე.წ. "კლინიკური სიკვდილის" მდგომარეობაზე.
ამ კუთხით მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესო კვლევა. პირველ რიგში ავტვირთავ ტელეკორპორაცია BBC-ის გადაღებულ ფილმს: "The Day I Died" / "დღე როდესაც მოვკვდი" "The Day I Died"- part1 "The Day I Died"- part2 "The Day I Died"- part3 "The Day I Died"- part4 "The Day I Died"- part5 "The Day I Died"- part6 -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Aug 10 2009, 05:30 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნონა
ციტატა გულწრფელად გითხრა მე არ ვიზიარებ შენი ტონის დამაჯერებლობას. შეგიძლია არ გაიზიარო. თუმცა მაღალი რანგის მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები ემხრობიან ამ თეორიას. ეს თეორია 99% დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ იმისთვის რომ მიხვდეს ადამიანი რომ ეს დამტკიცებულია უნდა ესმოდეს რას ნიშნავს დოპლერის ეფექტი, სპექტრი, ელექტრომაგნეტიზმი და ა.შ. თუ ეს ყველაფერი არ ესმის მაშინ ვერ მიხვდება რომ ყველაფერი დამტკიცდა. ...მაგალითად იურისტს სრულიად ელემენტარული მტკიცებულებები რომ წარუდგინო კოსინუსების თეორემის დამამტკიცებელი შეიძლება არ დაეთანხმოს ან ვერ გაიგოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ 100%-ით დამტკიცებული არაა. ციტატა არც ვემხრობი და არც მის წინააღმდეგ ვილაშქრებ OK. OK. დემოკრატიაა. თუ გინდა გაილაშქრე კიდეც წინააღმდეგ, მაგრამ მოგიწევს სტივენ ვაინებერგს ედავო ფიზიკაში. ციტატა როცა მეცნიერები იკვლევენ NDE-ს სადმე ღმერთს ახსენებენ? ციტატა იგივე ტონია დიდი აფეთქების თეორიასთანაც. და რატომ უნდა ახსენონ? ან როგორ უნდა ახსენონ? მეცნიერება იკვლევს ფაქტებს და რა უნდა თქვან? დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო? და ეს ხომ მეცნიერება არაა? შენ გინდა რომ მეცნიერებამ ღმერთი ამოხსნას? დიდი აფეთქება არის ჩვენს მიერ კარგად ცნობილი სამყაროს საწყისი, დროის და სივრცის საწყისი და "არადაკვეტური" ხდება ტერმინი: "რა იყო მანამდე?", მაგრამ დროის სინგულარობაში შეიძლება წარმოვიდგინოთ მრავალგანზომილებიანი სამყაროს არსებობა და ღმერთამდე კი ძალიან შორია... და დიდი აფეთქების თეორიას, როგორ მიაბან ღმერთი? რაც არანაირად არ ჩანს? იგივეს ვიტყოდი NDE-ს კვლევაზე. და საერთოდ ეს ყველაფერი იმას კი არ მიუთითებს რომ ან ღმერთი არ არის ან რომ ვინმეს არ უნდა მისი აღიარება ანდა რაიმე მსგავსი. უბრალოდ დღევანდელი მეცნიერება "ვერ ხედავს" ღმერთს. თუმცა ამტკიცებს დიდი აფეთქების რეალურობას, იქიდან ღმერთამდე კი 1.000.000 საფეხური შეიძლება იყოს. ნონა ციტატა ეს ჩემში განსაზღვრავს ნდობის ხარისხს ფილმის მიმართ... მე კიდევ პირიქით ვარ. მეცნიერი თუ სადმე ღმერთს ახსენებს თავის შრომებში ის მეცნიერი საერთოდ არ არის. მეცნიერება იკვლევს ექსპერიმენტებით, გაზომვით, თეორიებით და ფორმულებით და ასე ღმერთს როგორ ამოხსნი? სასაცილო იქნებოდა პირდაპირ რომელიმე მეცნიერს რომ ეთქვა, რომ დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო... არადა შეიძლება 100%-ით ასე იყო ანდა შეიძლება ღმერთი გაცილებით შორს არის ვიდრე "დიდი აფეთქება", მაგრამ ამის მტკიცებას რომ მეცნიერი დაიწყებს ის უბრალოდ აღარ არის მეცნიერი. ღმერთის არსებობის შეიძლება გჯეროდეს ან არ გჯეროდეს საკუთარი ინტუიციიდან გამომდინარე. იყო ან არ იყო რელიგიური, იმის მიხედვით თუ რისი და რამდენად გწამს. შეიძლება იყო ეკლესიური ტიპის მეცნიერიც, მაგრამ ის არ უნდა მოიბოდიალო რომ NDE ან დიდი აფეთქება ღმერთის ნახელავიაო თუ არა ცუდად იქნება საქმე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი