როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
IkaMac |
Aug 11 2009, 12:42 AM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 11-September 08 მდებარ.: Georgia.Tbilisi წევრი № 5,641 |
მოთმინება ის ნოყიერი ნიადაგია რომელზეც ამოიზრდება ყოველგვარი სიკეთე, გაიხსენე სახარების იგავი მთესველზე: "ზოგი თესლი დაეცა გზაზე... ზოგი თესლი დაეცა კლდეზე... ზოგი-ეკლებს შორის... ზოგი კი- ნოყიერ მიწაზე" (ლკ.8,5-8). ის თესლი რომელიც გზაზე,კლდეზე და ეკალებში დაეცა დაიღუპა, მხოლოდ ის გადარჩა, რომელიც ნოყიერ მიწაზე მოხვდა და უხვი ნაყოფიც გამოიღო. რა არის ის კარგი მიწა? მოვისმინოთ როგორ ხსნის ამას ქრისტე: ხოლო რომელი იგი კეთილსა ქვეყანასა დაეთესა, ესენი არიან რომელთა გულითა კეთილითა და სახიერთა ისმინიან სიტყვა და შეიკრძალონ, და ნაყოფი გამოიღონ მოთმინებითა...(ლკ.8,15). მოვისმინოთ ეს სიტყვები: "ნაყოფს გამოიღიან მოთმინებითა" მოთმინება არის ის კეთილი მიწა, ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც ღვთის დაცემული თესლი გაიზრდება და კეთილი საქმეების უხვ ნაყოფს იძლევა /წმ. დიმიტრი როსტოველი/
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი