IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> consciousness without brain..., ცნობიერება ტვინის გარეშე. საინტერესო მეცნიერული ფაქტები.
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 01:48 AM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ამ თემაში შევაგროვოთ და ავტვირთოთ სამეცნიერო მასალები, რომელიც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიუთითებს ცნობიერების ტვინის გარეშე არსებობას. ანუ ფაქტები, როდესაც თითქოს ადამიანებმა შეინარჩუნეს ცნობიერება მას შემდეგ რაც ტვინმა ფუნქცია შეწყვიტა. ლაპარაკია NDE-ზე (Near-Death-Experinece) ანუ ე.წ. "კლინიკური სიკვდილის" მდგომარეობაზე.

ამ კუთხით მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესო კვლევა.

პირველ რიგში ავტვირთავ ტელეკორპორაცია BBC-ის გადაღებულ ფილმს: "The Day I Died" / "დღე როდესაც მოვკვდი"

"The Day I Died"- part1
"The Day I Died"- part2
"The Day I Died"- part3
"The Day I Died"- part4
"The Day I Died"- part5
"The Day I Died"- part6


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Aug 11 2009, 06:43 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნონა
ციტატა
მე მასთან არათუ დავა არ შემიძლია, მისი მოსმენაც კი არაფრისმომცემი იქნება ჩემთვის.

OK და მაშინ სასურველი იქნებოდა დათანხმებოდი "დიდი აფეთქების" თეორიას თუ მის უმთავრეს მიმდევართან (ვაინბერგი) არც დავა არ შეგიძლია და არც მოსმენა. ეს შენი ზოგადი ერუდიციისთვის აჯობებდა ასე, რადგან ეს თეორია თითქმის 100%-ით დამტკიცებულია, უძლიერესი არგუმენტაცია აქვს და უბრალოდ მინდა რომ საქმის კურსში იყო რომ ეს ასეა.
ციტატა
მეგონა აქამდე ეს თავად მეცნიერებას სურდა და შენც მათთან იყავი, თორემ მე აზრადაც არასოდეს მომსვლია უფლის მიერ სამყაროს და ადამიანის შექმნის მეთოდოლოგიაზე მეფიქრა.

ცუდად გცოდნია.
მეცნიერების საქმე ნამდვილად არ არის ღმერთის ამოხსნა და რაც მთავარია ამის არავითარი შანსი არა აქვს უახლოეს საუკუნეებში.

მეცნიერება სწორედ პროცესებს, ფიზიკურ მოქმედებებს და მეთოდოლოგიას (როგორც შენ დაარქვი) სწავლობს.

ციტატა
არსად არ ჩანს ღმერთი და მაინც არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას?

საერთოდ მეცნიერება არც ეწინააღმდეგება და არც ეთანხმება ღმერთის იდეას, ან რომელიმე რელიგიას და მათ შორის მართლმადიდებლობასაც.

მეცნიერება სწავლობს ყველაფერ იმას, რისი გაზომვა, შემოწმება, დანახვა ან აღმოჩენა შეიძლება.

გვინდა თუ არ გვინდა, გაგვიხარდება თუ გვეწყინება უნდა ვაღიაროთ რომ "დიდი აფეთქება" არ იძლევა იმის დამტკიცების საშუალებას რომ ღმერთის ხელი ურევია მასში. არ ჩანს იქ ღმერთი. კი არ ამტკიცებს რომ არ არის ღმერთის შედეგიო, უბრალოდ არ ჩანსო.

არ იყო სივრცე, არ იყო დრო. იყო სინგულარობა. მეტი არაფერი არ ვიცით.
ციტატა
და მაინც სწორად მიდის მეცნიერება?

რა თქმა უნდა.
მეცნიერების შედეგია კოსმოსში (მთვარეზე) გაფრენა. ატომური ენერგიის კონტროლი. ელექრობის კონტროლი და მრავალი სუპერთანამედროვე მიღწევა. მეცნიერებამ, რაც აღმოაჩინა და შექმნა ცხადია იქ ყველაფერი სწორია.

ატომბირთვში, ელექტრო/მაგნიტურ ველში თუ კოსმოსში რომ ღმერთი არ აღმოჩნდა ეს არც იმას ნიშნავს რომ მეცნიერება არასწორი გზით მიდის, მაგრამ არც იმას რომ ღმერთი არ არსებობს.

ციტატა
თუ ამ ყველაფერს საბოლოოდ ღმერთის გაგებამდე არ მივყავართ, მაშინ საერთოდ რაში გვჭირდება?
მორწმუნეებს თვალი რომ ''აგვეხილოს'' ''ჭეშმარიტებაზე''?

ვერ მივყავართ.
რწმენა/არ რწმენა ეფუძნება პირად ინტუიციას, დამოკიდებულებას და არა გაზომვად რეალობას.

ერთის მხრივ გვჭირდება იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრება: თვითმფრინავები, მანქანები, მაღლივი შენობები, ელექტროენერგია, ტელევიზია და ა.შ. რაც ჩვენი ყოველდღიური კომფორტის და ცხოვრების გაიოლების საშუალებაა მეცნიერებამ შექმნა. დამეთანხმები რომ ხის გუთანს ჯობია რკინის გუთანი. გუთანში შებმულ ხარს - ტრაქტორი. ის ტრაქტორია უკეთესი, რომელიც კომფორტული და ძლიერია. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება.

მეორეს მხრივ კი ჩვენ ვიკვლევთ სამყაროს, ვიგებთ ობიექტურ რეალობებს ნებისმიერი საკითხის გარშემო და ეს ყველაფერი სანამდე მიგვიყვანს ამის განსაზღვრა არავის შეუძლია.
ციტატა
ანუ ეჭვობ რომ შესაძლოა მასე არც იყოს?

დარწმუნებული ვარ რომ "დიდ აფეთქებას" ღმერთთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ არა იმიტომ რომ არ არსებობს, უბრალოდ ძალიან შორია "დიდი აფეთქებიდან" ღმერთამდე, უსასრულოდ შორია...

მე მგონია რომ დიდი აფეთქება არის დროის მიღმიერ განზომილებაში, დროის ხაზის ერთ-ერთ განშტოებაზე მიმავალი პროცესი, რომლის მსგავსი პროცესები შეიძლება უსასრულოდ ბევრია.
ციტატა
რატომ?

იმიტომ რომ როდესაც არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ხელში არ გიჭირავს და მაინც რაღაცას ამტკიცებ დაგცინებენ და ჯიუტ თავგამოდებულ ადამიანად მიგიჩნევენ. ნებისმიერ სფეროს ეხება ეს.
ციტატა
ეს რეალობა დაამტკიცა რაიმე ექსპერიმენტით?

აინშტაინს არავითარი ღმერთის რეალობა, არავითარი ექსპერიმენტით არ დაუმტკიცებია. ის მივიდა მხოლოდ რწმენამდე. რწმენის სავარაუდო საფუძველი იყო ის რომ მიხვდა რომ დრო უსასრულო და მუდმივი სიდიდე არ არის.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   consciousness without brain...   Jul 31 2009, 01:48 AM
გიორგი   უყურეთ ფილმს? რატო...   Aug 10 2009, 03:06 PM
კანონისტი   გიორგი ვუყურებ აუ...   Aug 10 2009, 03:08 PM
ნონა   ადრე მაქვს ნანახი......   Aug 10 2009, 03:56 PM
გიორგი   ნონა მერე რა დასკვ...   Aug 10 2009, 04:00 PM
ნონა   სიმართლე გითხრა შთ...   Aug 10 2009, 04:15 PM
გიორგი   ნონა დიდი აფეთქებ...   Aug 10 2009, 04:32 PM
lingvo   კლინიკურ-ი სიკვდილ...   Aug 10 2009, 04:38 PM
გიორგი   lingvo ეს თუ არ გაყინეს...   Aug 10 2009, 04:50 PM
lingvo   გიორგი კი არსებობს...   Aug 10 2009, 05:04 PM
ნონა   გიორგი გულწრფელად...   Aug 10 2009, 04:58 PM
კანონისტი   ნონა მე მიყვარს მე...   Aug 10 2009, 05:00 PM
ნონა   ნონა მე მიყვარს მე...   Aug 10 2009, 05:13 PM
lingvo   სამწუხაროდ ყველა ...   Aug 10 2009, 05:23 PM
გიორგი   ნონა შეგიძლია არ გ...   Aug 10 2009, 05:30 PM
lingvo   გიორგი აინშტაინი მ...   Aug 10 2009, 05:33 PM
გიორგი   ნონა მე კიდევ პირი...   Aug 10 2009, 05:48 PM
lingvo   გიორგი უდნა აღიარო...   Aug 10 2009, 05:57 PM
CONSCIENTIOUSNESS   კანონისტი აიიიტტტ...   Aug 11 2009, 12:19 AM
მაშიკო   მეშინია ასეთ თემაზ...   Aug 11 2009, 10:07 AM
lingvo   მეშინია ასეთ თემა...   Aug 11 2009, 12:28 PM
ნონა   -მაგრამ სწორედ იმი...   Aug 11 2009, 06:01 PM
გიორგი   ნონა OK და მაშინ სას...   Aug 11 2009, 06:43 PM
ნონა   -მიყვარს როცა ჩემზ...   Aug 11 2009, 08:49 PM
გიორგი   ნონა მე შემიძლია ...   Aug 11 2009, 10:16 PM
ნონა   გიორგი ამ თემას ჩვ...   Aug 11 2009, 10:42 PM
გიორგი   ნონა ეჭვიც არ მეპა...   Aug 11 2009, 10:56 PM
ნონა   ნონა ეჭვიც არ მეპა...   Aug 11 2009, 11:14 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 03:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი